კვების გეგმა გამოშრობის ბოლო ეტაპზე.

კითხვის გაგრძელებამდე გთხოვთ გაეცნოთ ჩემს სტატიას გამოშრობაზე http://tidani.ge/?p=322

გამოშრობა პირველ რიგში არის უმკაცრესი დიეტა, რადგან ის გულისხმობს ძალიან ბევრ აკრძალვას. აქვე გეტყვით, რომ „სუშკა“ ყველას არ სჭირდება და არც შეიძლება. მუდმივად შეზღუდო საკუთარი თავი და გამოაშრო ორგანიზმი – საშიშია სიცოცხლისათვის. ძირითადად „სუშკას“ იყენებენ ბოდიბილდერები, ფიტნეს მოდელები ან პროფესიონალი სპორტსმენები რომლებიც გამოდიან სხვადასხვა წონით კატეგორიაში და უნდათ მოკლე დროში დაიკლონ წონა შეჯიბრებამდე მომზადების ბოლო ეტაპზე.

პირველი კვირა

120 გრ. ნახშირწყლები. მათ შორის შეიძლება: 2 დიდი მწვანე ვაშლი, ან დიდი გრეიფრუტი, ზომიერი რაოდენობის დაბალი გლიკემიური ინდექსის ნებისმიერი ბურღული: წიწიბურა, ყავისფერი ბრინჯი, ოსპი (ჩეჩევიცა). ეს ყველაფერი უმარილო, გამოიყენეთ სელის ზეთი და ლიმონის წვენი. საერთოდ ამოიღეთ პური, რადგან მათში არის მარილი. პირველივე კვირას თქვენ მთლიანად უარს იძახით ტკბილეულზე და შაქრის შემცველ წვენებზე.

რაციონი შედგება ძირითადად: 1 %-იანი ხაჭო, კეფირი ან მაწონი, ქათმის მკერდი კანის გარეშე. კვირაში 3-ჯერ შეიძლება ორთქლზე მომზადებული ცხიმიანი თევზი (მაგ. სიომგა). შეიძლება ნებისმიერი რაოდენობის ბოსტნეულის სალათები ზეთით და ლიმონის წვენით, მარილის გარეშე. კვირაში 2-ჯერ შეიძლება 50-60 გრ. 20 %-იანი ცხიმის შემცველი ყველი.

მეორე კვირა

100 გრამი ნახშირწყლები. ერთი ვაშლი ან ნახევარი გრეიფრუტი. ბურღულეული მიიღეთ 14 საათამდე, თუ ვერ მოასწარით, მაშინ მეორე დღეს ჭამეთ. დანარჩენი იგივე.

მესამე კვირა

80 გრ. ნახშირწყალი. საერთოდ ამოვიღებთ ხილს და ყველს.

მეოთხე კვირა

60 გრ. ნახშირწყალი. შევამცირებთ ბურღულეულს 6 ჩაის კოვზამდე მოხარშულ მდგომარეობაში. ბოსტნეულიდან ამოვიღოთ სტაფილო, თუ აქამდე ვჭამდით.

მეხუთე კვირა

40 გრ. ნახშირწყალი. ამოვიღებთ ბურღულეულს და ვტოვებთ მწვანე ბოსტნეულს და ცილების შემცველ საკვებს.

მეექვსე კვირა

ამოვიღებთ რძის პროდუქტებს.

გამოშრობიდან გამოსვლა მდგომარეობს შემდეგში: მეშვიდე კვირას ჩვენ ვიკვებებით როგორც გეგმის მიხედვით მეხუთე კვირას. მეერვე კვირას, როგორც მეოთხე კვირას და ა.შ. ეს საჭიროა იმისთვის, რომ უცბათ არ დავკარგოთ შედეგი.

გაფრთხილებთ, რომ ეს არ არის დიეტა და გამოშრობა არ დაიწყოთ ექიმთან წინასწარი კონსულტაციის გარეშე!

ავტ. ირაკლი კენჭოშვილი – ფიტნეს-ცენტრ „თიდანის“ პერსონალური მწვრთნელი.

⭐ ⭐ ⭐ ვისაც გინდათ ჩემი პირადი მეთვალყურეობის ქვეშ ვარჯიში, უნდა მოხვიდეთ ფიტნეს-ცენტრ „თიდანი + “ – ში 

მის. პოლიტკოვსკაიას ქ. 4 (ყოფილი ჯიქიას ქუჩა) მეტრო სახელმწიფო უნივერსიტეტიდან 300 მეტრში, ან დამიკავშირდეთ ტ. 5 93 39 02 23

კვებაზე ჩემი სხვა პოსტები შეგიძლია ნახო http://tidani.ge/?cat=28

თუ მოგეწონა ეს პოსტი, გაუზიარე მეგობრებს და არ დაგავიწყდეს ჩემი ფეისბუქის გვერდის “ფიტნეს-ინსტრუქტორის რჩევები” – ის დალაიქება.

Facebook Comments

კომენტარის დატოვება