კუნთის ჰიპერტროფია.

myishtsa-v-razreze

თუ დეტალურად შევისწავლით კუნთის ჰიპერტროფიას, მაშინ აღმოჩნდება, რომ ბუნებაში არსებობს მისი 2 სახეობა:
მიოფიბრილების ჰიპერტროფია
სარკოპლაზმის ჰიპერტროფია

თითოეული მათგანი თავისებურად ზემოქმედებენ კუნთებზე, ამიტომ უნდა მივმართოთ სხვადასხვა დატვირთვებს და ვარჯიშებს, რათა მივაღწიოთ კუნთის მაქსიმალურ ზრდას.

მიოფიბრილების ჰიპერტროფია.

თავისთავად მიოფიბრილები წარმოადგენენ კუნთოვანი ბოჭკოს კუმშვადი ნაწილების კონებს, რომლებიც მონაწილეობენ სიმძიმეების აწევაში. ისინი განთავსებულია კუნთების ყველა ქსოვილში. ყველა კუნთოვან უჯრედში განთავსებულია დიდი რაოდენობის მიოფიბრილები და მათ ჰიპერტროფიას იწვევს ათლეტის მიერ სავარჯიშო წონების გაზრდა. ანუ, რაც უფრო უჩვეულო დატვირთვას მისცემთ თქვენ ორგანიზმს, მით უფრო მეტ მიკროტრავმას მიიღებს კუნთოვანი უჯრედები.

იმისათვის, რომ თქვენმა ორგანიზმმა თავი დაიცვას ახალი სტრესისაგან, ორგანიზმი რთავს დამცავ, საკომპენსაციო ფუნქციას, რომელიც აღადგენს დაზიანებულ ბოჭკოებს მარაგით (სუპერკომპენსაცია), რითაც იზრდება მიოფიბრილების სიმჭიდროვე და მოცულობა. სხვა დროს იგივე დატვირთვა უკვე გამოიწვევს კუნთის ნაკლებ სტრესს და ტრავმას. ამიტომ ეცადეთ მუდმივად მიაყენოთ შოკი თქვენს კუნთებს, თორემ სხვანაირად კუნთის მოცულობას ვერ გაზრდით.

სარკოპლაზმის ჰიპერტროფია.

სარკოპლაზმა – ეს არის წყლოვანი სტრუქტურა, რომლითაც გარშემორტყმულია მიოფიბრილები და წარმოადგენს ენერგიის წყაროს. მის შემადგენლობაში შედის: წყალი, გლიკოგენი, ატფ და კრეატინ ფოსფატი.

სარკოპლაზმის ჰიპერტროფიის პროცესი ბევრ რამეში ჰგავს მიოფიბრილების ჰიპერტროფიას, ანუ ენერგეტიკული მარაგების გამოფიტვის შემდეგ, ორგანიზმი აღდგენის პროცესში ახდენს დაკარგულის კომპენსაციას, რითაც ზრდის ენერგიის საერთო რაოდენობას გლიკოგენის და ატფ-ის სახით. შემდგომში, ასეთი ენერგეტიკული ფუნქციის ჩართვა ორგანიზმს საშუალებას აძლევს აირიდოს ამ მარაგების გამოფიტვა. ასეთივე ჰიპერტროფიას შეიძლება მივაკუთვნოთ კაპილარიზაცია, სისხლძარღვების გაგანიერება და მთლიანად სისხლის სადინარების გაფართოება.

მაშ ასე, კუნთის ჰიპერტროფიის სახეობებში ცოტა გავერკვიეთ, ახლა კი ბოჭკოების თეორიასა და მათ მეტაბოლურ თვისებებს გავეცნოთ.

როგორც წინა სტატიებში ვწერდით, არსებობს ორი ტიპის კუნთოვანი ბოჭკოები: ნელი/წითელი და სწრაფი/თეთრი ბოჭკოები. სწრაფი ბოჭკოები იყოფა კიდევ „ა“ და „ბ“ ტიპის ბოჭკოებად.

სხვადასხვა ტიპის ბოჭკოები სხვადასხვანაირად რეაგირებენ ვარჯიშზე, ანუ მათ აქვთ აღგზნების, შეკუმშვის და დაღლის სხვადასხვა სისწრაფე.

სწრაფი ბოჭკოების შეკუმშვის სისწრაფე 0,05 წმ-ია, ხოლო ნელი ბოჭკოების 0,1 წმ-ზე მეტი.

ამას გარდა ყველა ტიპის ბოჭკოებს ახასიათებთ ენერგიის წარმოქმნის საკუთარი მექანიზმი. მაგ. ნელი ბოჭკოებისათვის დამახასიათებელია მიტოქონდრიების დიდი რაოდენობა და მიოგლობინის ცილა, რომელიც იმარაგებს ჟანგბადს. ასევე ეს ბოჭკოები ფლობენ კაპილარების განშტოებულ ქსელს, რომლებიც უზრუნველყოფენ კუნთებს ჟანგბადით. ყველაფერი ეს მეტყველებს იმაზე, რომ ნელ/წითელ ბოჭკოებში ჭარბობს ენერგოწარმოების აერობული მექანიზმები. სწორედ ნელი ბოჭკოები უზრუნველყოფენ ხანგრძლივ მუშაობას გამძლეობაზე.

თავის მხრივ, სწრაფი/თეთრი ბოჭკოები ხასიათდება დიდი რაოდენობის მიოფიბრილებით და მიოზინის და გლიკოლიზის ფერმენტების დიდი აქტიურობით. მათ სუსტად აქვთ განვითარებული კაპილარების ქსელი და ცოტა აქვთ ჟანგბადდამაკავშირებელი ცილა. ყველაფერი ეს მეტყველებს იმაზე, რომ სწრაფი ბოჭკოებისთვის ენერგო წარმოების ანაერობული მექანიზმია უპირატესი. ამ ტიპის ბოჭკოებისთვის დამახასიათებელია შეკუმშვის მაღალი სისწრაფე და დაღლის მაღალი ხარისხი.

როგორც უკვე ავღნიშნეთ სწრაფი ბოჭკოები იყოფა კიდევ „ა“ და „ბ“ ტიპის ბოჭკოებად, რომლებიც ასევე განსხვავდებიან ერთმანეთისგან ენერგოწარმოების მექანიზმებით. პირველი „ა“ ტიპი გამოიყენება ინტენსიურ გამძლეობაზე მუშაობისას (მაგ. 1000 მ-ზე სირბილი), ხოლო მეორე „ბ“ ტიპის ბოჭკოები ჩაირთვება ფეთქებადი ხასიათის ხანმოკლე კუნთოვანი აქტიურობის დროს (მაგ. 100 მ-ზე სპრინტი).

ამა თუ იმ ტიპის ბოჭკოების მუშაობაში ჩართვა რეგულირდება ცნს (ცენტრალური ნერვული სისტემიდან) და დამოკიდებულია დატვირთვის ინტენსივობის ხარისხზე. დაბალი ინტენსიურობის ფიზიკური აქტივობისას (კუნთოვანი ძალის მაქსიმუმის 25%), მუშაობაში უფრო მეტად ჩართულია ნელი ბოჭკოები. როდესაც ვარჯიშის ინტენსიურობა იზრდება 25-40%-ის დიაპაზონში, მაშინ ერთვება თეთრი „ა“ ტიპის ბოჭკოები. ხოლო თუ ინტენსიურობა გაიზრდება მაქსიმალური ძალის 45%-ზე ზევით, მაშინ ჩაერთვება თეთრი „ბ“ ტიპის ბოჭკოები.

უნდა აღინიშნოს, რომ თუ ათლეტი ვარჯიშობს მაქსიმალური დატვირთვით, ამ შემთხვევაშიც კი არ ჩაერთვება მუშაობაში ყველა ტიპის ბოჭკოები. მაგ. გაუვარჯიშებელი ადამიანის შემთხვევაში ჩაერთვება ბოჭკოების 50-60%-მდე, ხოლო გამოცდილი ბოდიბილდერების და ძალოსნების შემთხვევაში 80-90%. კუნთოვანი ბოჭკოების 10-20% არის ხელშეუხებელი ლიმიტი, რომელსაც ორგანიზმი არასდროს არ იყენებს, როგორც არ უნდა ვივარჯიშოთ.

თუ განვიხილავთ ადამიანის ორგანიზმს მთლიანად, მაშინ ნელი და სწრაფი ბოჭკოების პროცენტული თანაფარდობა შეადგენს 55/45 – თან. ზურგის და მუცლის პრესის კუნთები მთლიანად შედგება წითელი/ნელი ბოჭკოებისაგან, ხოლო თეთრი ბოჭკოების 45% – იდან 30% მოდის „ა“ ტიპის ბოჭკოებზე და 15% „ბ“ ტიპისაზე.

კუნთოვანი ბოჭკოების ჩართვა მუშაობაში დამოკიდებულია დატვირთვაზე ძალისხმევის ხარისხზე. მაგ. თუ დატვირთვაზე ძალისხმევის ხარისხი საკმაოდ დაბალია, აქტიურდება მხოლოდ ნელი ბოჭკოები. როცა კუნთების ძალისხმევა იზრდება ერთვება „ა“ ტიპის სწრაფი ბოჭკოები. ხოლო როცა კუნთების წინაშე დგება მართლაც მძიმე სამუშაოს შესრულება, საქმეში ერთვება ყველაზე დიდი და ძლიერი „ბ“ ტიპის სწრაფი ბოჭკოები, რომლებიც მუშაობენ სხვა ტიპის ბოჭკოებთან ერთად.

მხედველობაში იქონიეთ, რომ თავდაპირველად სხვადასხვა ტიპის ბოჭკოების რაოდენობა განსაზღვრულია ათლეტის გენეტიკით და ცუდად ექვემდებარება ვარჯიშს, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ გენეტიკას ვერაფერს ვერ მოვუხერხებთ, ამისათვის საჭიროა სპეციალური ვარჯიში.

აი ამაზე ვისაუბრებთ შემდეგ სტატიაში.

ავტ. ირაკლი კენჭოშვილი – ფიტნეს-ცენტრ „თიდანის“ პერსონალური მწვრთნელი.

⭐ ⭐ ⭐ ვისაც გინდათ ჩემი პირადი მეთვალყურეობის ქვეშ ვარჯიში, უნდა მოხვიდეთ ფიტნეს-ცენტრ „თიდანის“ ფილიალში ყაზბეგის გამზ. 11ა, მეტრო სამედიცინოსთან, ან დამიკავშირდეთ ტ. 5 93 39 02 23

მასის მომატებაზე ჩემი სხვა პოსტები შეგიძლია ნახო http://tidani.ge/?cat=30

თუ მოგეწონა ეს პოსტი, გაუზიარე მეგობრებს და არ დაგავიწყდეს ჩემი ფეისბუქის გვერდის “ფიტნეს-ინსტრუქტორის რჩევები” – ის დალაიქება.

Facebook Comments

კომენტარის დატოვება