სიმსუქნის მთავარი მიზეზი. შეშუპება. წყალ-მარილოვანი ბალანსი.

20131129115357

დღეს გესაუბრებით შეშუპებაზე, რომელიც აწუხებს უამრავ ადამიანს და რომელიც ხშირად ეშლებათ სიმსუქნეში. ამის გამო ადამიანები მიმართავენ დიეტებს, იწყებენ ვარჯიშს, თუმცა ამ პრობლემას მაინც ვერ შველიან. ამიტომ, ვისაც აქვს ზედმეტი წონა უნდა ივარაუდოს, რომ მას შეიძლება აქვს შეშუპება და არა სიმსუქნე.

წყალ-მარილოვანი ბალანსი.

წყალ – მარილოვანი ბალანსი – ორგანიზმში შესული და მისგან გამოყოფილი წყლისა და მარილების რაოდენობებს შორის შეფარდება.

იმისათვის რომ გავიგოთ, თუ საიდან ჩნდება შეშუპება და რითი განსხვავდება ის სიმსუქნისაგან, მოდით გავერკვეთ ამ პრობლემის წარმოქმნის მექანიზმში თევზის დამარილების მაგალითზე.

როდესაც თევზს ამარილებენ, მას აყრიან მარილს, რომელიც შეიწოვს სითხეს თევზიდან, თევზი თანდათანობით შრება და მარილი იჟღინთება წყლით.

რატომ ხდება ეს?

მოვლენის არსი მდგომარეობს შემდეგში: ამ შემთხვევაში მოქმედებს ფიზიკის კანონი (დიფუზია), როდესაც ნებისმიერი სისტემა ცდილობს შეინარჩუნოს წონასწორობა. თევზის უჯრედებში არის მარილი და როდესაც მას გარედან დავაყარეთ მარილი, აღმოჩნდა, რომ თევზში არის მცირე მარილი და ბევრი წყალი, ხოლო გარეთ არის ბევრი მარილი და ცოტა წყალი. თანახმად ფიზიკის კანონისა, რომ ნებისმიერი სისტემა ცდილობს შეინარჩუნოს წონასწორობა, თევზში უნდა შემცირდეს წყლის რაოდენობა და გარეთ მარილის რაოდენობა, რითაც წონასწორობა გათანაბრდება. შედეგად წყალი, მიემართება იქ სადაც წყალი ნაკლებია, ხოლო მარილი მიემართება იქ სადაც მისი კონცენტრაცია ნაკლებია, რათა სისტემა გათანაბრდეს. ამ პროცესით ჩვენ ვათანაბრებთ ორგანიზმში ნივთიერების კონცენტრაციას წყლის მეშვეობით.

როგორც ცნობილია ჩვენი ორგანიზმი შედგება უჯრედებისაგან. უჯრედები შემოსაზღვრულია მემბრანათი, რომლითაც გამოყოფილია გარემოსგან, უჯრედებსშორისი ნივთიერებისგან. მემბრანას აქვს თვისება რეცეპტორების საშუალებით გაატაროს საჭირო ნივთიერებები უჯრედში, თუმცა ის ყველაფერს არ გაატარებს. სხვანაირად, უჯრედში მოხვდება ის, რასაც მემბრანა გაატარებს. მემბრანა სპეციალურად იღებს შაქრებს, მარილებს, ვიტამინებს, მინერალებს და ყველა საჭირო ნივთიერებას შეგნებულად, სხვა რამე კი ვერ მოხვდება უჯრედში მემბრანას რეცეპტორების გარეშე, გარდა წყლისა. ეს გავს იმ პროცესს, რაც ზევით აღვწერე თევზის დამარილების შემთხვევაში.

განვიხილოთ სისხლის უჯრედი – მასში გარკვეული კონცენტრაციით არის მარილები, გარშემო კი, სადაც უჯრედია მოთავსებული, არის უჯრედებსშორისი ნივთიერება სისხლის პლაზმა, სადაც ასევე არის მარილის გარკვეული კონცენტრაცია. თუკი უჯრედებსშორის ნივთიერებაში მარილის კონცენტრაცია იქნება უფრო მაღალი, ვიდრე უჯრედში, მაშინ უჯრედში მყოფი წყალი გამოვა უჯრედიდან გარეთ, რათა გააზავოს მარილი უჯრედებსშორის ნივთიერებაში და მარილის კონცენტრაცია გაუთანაბროს უჯრედში მარილის კონცენტრაციას. შედეგად უჯრედი შეიკუმშება, რადგან წყალი გამოვიდა.

თუ უჯრედში მარილი მეტია, ვიდრე უჯრედებსშორის ნივთიერებაში, მაშინ წყალი შედის უჯრედში და ათანაბრებს მარილის კონცენტრაციას. ამ შემთხვევაში უჯრედი იწყებს შეშუპებას სითხისაგან. სწორედ ამიტომ ყოფილა გარდაცვალების შემთხვევები ბევრი სასმელი წყლის, ან გამოხდილი წყლის დალევისგან. ბევრი წყლის მიღებისას უჯრედებსშორის ნივთიერებაში მარილის კონცენტრაცია მცირდება, უჯრედში კი მარილი მეტი იქნება, შედეგად წყალი შეაღწევს უჯრედში გასაწონასწორებლად. უჯრედები დაიწყებენ შეშუპებას და გასკდომას, რაც იწვევს სიკვდილს. თუ თქვენ ჩააგდებთ ხორცს გამოხდილ წყალში, თქვენ მიხვდებით რაზეა საუბარი, ხორცი გაიბერება და მოიმატებს მასაში.

სწორედ ამიტომ ნებისმიერ წამალს ხსნიან არა გამოხდილ წყალში არამედ ფიზიოლოგიურ ხსნარში, რომელშიც მარილი იმდენია, რამდენიც უჯრედებში.

ადამიანებს ხშირად აწუხებთ შეშუპება და არა სიმსუქნე და ცდილობენ გახდომას, თუმცა უშედეგოდ. ეს ადამიანები ფაქტიურად არ ჭამენ მაგრამ სუქდებიან. ეს სულ შეშუპების ბრალია, წყალ-მარილოვანი ბალანსის დარღვევის შედეგი. თქვენ ვერასდროს ვერ შეძლებთ შეშუპების შედეგად მომატებული წონის დაკლებას ნაკლებ ნახშირწყლოვანი დიეტით, ან სხვა დიეტით, ხოლო თუ დაიკლებთ, ძალიან მალე ისევ მოიმატებთ.

რატომ არის ვარჯიში ეფექტური? იმიტომ რომ ოფლთან ერთად გამოიყოფა მარილები და სხვა მავნე ნივთიერებები, ჩვენი სხეული იკუმშება, მაგრამ ეს დროებითი შედეგია, ვარჯიშები და დიეტები არ არის გამოსავალი. ბევრმა გოგომ იცის, რომ თუ ერთი კვირა თავს შეიკავებს და არ შეჭამს ტკბილს, როგორც კი დაარღვევს დიეტას და შეჭამს შოკოლადს შეიძლება მოიმატოს 1 კილოგრამი, თანაც გოგოებს გონიათ, რომ მოიმატეს ცხიმი. თუმცა ეს ყველაფერი არის ხსნარი, წყალში გაზავებული სხვადასხვა ნივთიერებები, რომლებიც გროვდება უჯრედებში და უჯრედებსშორის ნივთიერებაში, ან ცხიმოვან ქსოვილებში, ამას ყველაფერს ეწოდება წყალ-მარილოვანი ბალანსის დარღვევა.

როგორ აღმოვაჩინოთ შეშუპების ნიშნები.

ალბათ შეგხვედრიათ ადამიანები, ვინც მოცულობაში დიდია და წონა პატარა აქვს, ან პირიქით, გამხდარია და წონა დიდი აქვს. ამ შემთხვევაში ძვლის სისქე არ თამაშობს მნიშვნელოვან როლს. თუ ადამიანი დიდია მოცულობაში და წონა არ აქვს დიდი, აქ უეჭველი შეშუპებაა და სრული უაზრობაა, როცა წონას აქცევენ ყურადღებას და არა მოცულობას. უფრო მნიშვნელოვანია მოცულობაში მოკლება და არა წონაში დაკლება. ვიზუალურადაც მოცულობას აქცევენ ყურადღებას და არა წონას.

მეორე ნიშანი. როგორც წესი მამაკაცებს ცხიმი უგროვდებათ მუცელზე, ხელები და ფეხები არ უნდა სუქდებოდეს. ქალებს სხეულის უფრო მეტ ადგილებში უგროვდებათ ცხიმი. მაგრამ თუ თქვენ ნახეთ, რომ არც თუ ისე მსუქან ადამიანს აქვს მსუქანი ხელები, მაჯები, თითები, ფეხის წვივები, ტერფები ე.ი. აქვს შეშუპება, რადგან ცხიმი ამ ადგილებში არ გროვდება.

ცხიმოვან ქსოვილსაც აქვს უნარი შეაკავოს სხვადასხვა ნივთიერება, ამიტომ ის აკავებს სითხეს, რომელიც აზავებს ამ ნივთიერებებს. ამის გამო შეშუპება ლოკალიზდება ცხიმოვან ქსოვილში. ჯამში ყველაფერი არის ცხიმი, მაგრამ ის ნაწილობრივ შედგება შეშუპებისგან. თუ ცხიმი არის წყლოვანი, თანთალა, მაშინ ეს არის შეშუპება, ნამდვილი ცხიმი არის მკვრივი. თუ ცხიმი არის უფორმო ესეც შეშუპებაა. როდესაც ამოწმებენ კანს სიმკვრივეზე და თითის დაჭერით რჩება პატარა ორმოსავით, ეს ყველა ვარიანტში შეშუპებაა.

ქალებში ცელულიტიც შეშუპებაა, იმიტომ რომ ცხიმოვანი ქსოვილი აგროვებს სხვადასხვა ნივთიერებებს და წყალიც მიემართება იქ, რათა ეს ნივთიერებები გააზავოს. თუ თქვენ საღამოს გისივდებათ თითები და გიჭირთ ფეხსაცმლის გახდა, ესეც შეშუპებაა, რაც ძალიან ცუდია.

ასევე ერთერთი სიმპტომია წონის მოკლე დროში ცვალებადობა. თუ გოგონა დილით იწონიდა 50 კილოგრამს და საღამოს სასწორმა უჩვენა 53 კგ. ის თვლის რომ შეჭამა ტკბილი და მოიმატა ცხიმი, რაც შეუძლებელია, რადგან ერთ დღეში 3 კილო საკვებს გოგო ვერ შეჭამდა. ასევე შეუძლებელია კუნთოვანი მასის მომატება მცირე დროში. ბოდიბილდერებს ხშირად გონიათ რომ სტეროიდების კურსის მერე მოიმატეს კუნთოვანი მასა 5 ან მეტი კილოგრამი, მაგრამ ესეც არ არის ასე, აქაც შეშუპებასთან გვაქვს საქმე. ძირითადი ნაწილი არის წყლის შეკავება კუნთოვან და ცხიმოვან ქსოვილებში. აქვე ვიტყვი, რომ კრეატინიც მუშაობს ზუსტად ამავე მეთოდით, კრეატინი გროვდება უჯრედში, ის მეტია იქ ვიდრე უჯრედებსშორის ნივთიერებაში და წყალი მიემართება უჯრედში კრეატინის გასაზავებლად, ამიტომ კუნთები იბერება. სწორედ ეს არის კუნთების გაბერვის მიზეზი.

ის თუ როგორ ავიცილოთ თავიდან შეშუპება იხილე აქ, სტატიის გაგრძელებაში.

კვებაზე ჩემი სხვა პოსტები შეგიძლია ნახო http://tidani.ge/?cat=28

თუ მოგეწონა ეს პოსტი, გააზიარე და არ დაგავიწყდეს ჩემი ფეისბუქის გვერდის “ფიტნეს-ინსტრუქტორის რჩევები” – ის დალაიქება.

Facebook Comments

კომენტარის დატოვება