როგორ ავიცილოთ თავიდან შეშუპება. სასმელი წყლის დღიური ნორმა.

დღეს ვაგრძელებთ თემას წყალ-მარილოვანი ბალანსის დარღვევაზე და აქედან გამომდინარე შედეგებზე – შეშუპებაზე. ასევე იმაზე, თუ როგორ ავიცილოთ თავიდან შეშუპება. დავიწყოთ მარილებით და წყლით.

მარტივად რომ ვთქვათ, წყალ-მარილოვანი ცვლა არის სხეულში მარილების და წყლის მიწოდება და მათი გამოყოფა. წყალ-მარილოვანი ბალანსი დამოკიდებულია რამოდენიმე ფაქტორზე: ორგანიზმი როგორ იღებს და როგორ გამოდევნის მარილებს და წყალს. თუ ორგანიზმი ამას აკონტროლებს, შეშუპება არ იქნება.

პირველი რაც უნდა მოაწესრიგოთ თქვენს ორგანიზმში, ეს არის წყლის და მარილების მიწოდება. მთავარია ისინი მიაწოდოთ სწორი პროპორციებით, თუ ამას არ გააკეთებთ მიიღებთ შეშუპებას, ეხლა თუ არა, მომავალში მაინც.

ე.ი. პირველი პუნქტი არის მიწოდება, მეორე პუნქტი იქნება წყლის და მარილების გამოდევნა. თუ გამოყოფის სისტემა არ გაქვთ წესრიგში აქაც აუცილებლად გექნებათ შეშუპება. ამის მოწესრიგება კი გაცილებით რთულია, ამაზე ქვემოთ.

ეხლა განვიხილავთ წყლის და მარილების მიწოდებას. ეს შედარებით ადვილი გამოსასწორებელია. ჩვენ შეგვიძლია ადვილად მივაწოდოთ წყალი და მარილები. დავიწყოთ წყლით.

წყლის მიწოდება.

წყალი არის ყველა ნივთიერების გამხსნელი, ის მონაწილეობს ჩვენ სხეულში მიმდინარე ყველა პროცესში. ალბათ იცით, რომ ჩვენი სხეულის 70-80 % შედგება წყლისგან. ამიტომ უნდა მიიღოს თუ არა წყალი ორგანიზმმა ეს კითხვა არ დგას. თუ თქვენ ვინმე გეუბნებათ, რომ წყალი არ დალიოთ, არ მოუსმინოთ, გამონაკლისია სარეანიმაციო შემთხვევები.

ჯანმრთელ ადამიანში მიწოდებული და დახარჯული წყლის ბალანსი თავისით რეგულირდება. სხეული თვითონ არეგულირებს წყლის მიწოდებას. წყურვილი თვითონ გვკარნახობს როდის უნდა დავლიოთ წყალი. დღის განმავლობაში ადამიანი ხარჯავს ბევრ წყალს და თუ არ აღვადგენთ ბალანსს, გვექნება შეშუპება. თუ თქვენ არ სვავთ წყალს, ორგანიზმი იწყებს წყლის შეკავებას. შეგიძლიათ გამოსცადოთ, რამოდენიმე დღე არ დალიოთ საკმარისი წყალი, მერე დალიეთ გაცილებით მეტი, შეშუპება გაჩნდება თავისთავად. მოკლედ თუ არის წყლის დეფიციტი ორგანიზმში, გექნებათ შეშუპება. ეხლა განვიხილოთ მარილების მიწოდება.

მარილების მიწოდება.

ჩვენ ყოველდღე ვკარგავთ მარილებს და თუ არ აღვადგენთ წყალ-მარილოვან ბალანსს, გაჩნდება შეშუპება. ანუ, ელექტროლიტის დისბალანსი მიწოდებულ და დახარჯულ მარილებს (ნატრიუმი, კალციუმი, ქლორი და სხვა მინერალები) შორის, რომელიც გამოიყოფა ოფლთან და შარდთან ერთად აუცილებლად გამოიწვევს შეშუპებას. თუ ვინმე გეუბნებათ, რომ მარილი საზიანოა, ის ცდება, მან არ იცის მარილის მნიშვნელობა. თუ გინდებათ მარილის ჭამა უნდა ჭამოთ, თუ არ არის ისევ რაიმე განსაკუთრებული სარეანიმაციო შემთხვევა.

დავუშვათ უჯრედში არ არის საკმარისი მარილი. ამ დროს წყალი იწყებს უჯრედიდან გამოსვლას, რათა მარილის კონცენტრაცია უჯრედში გახდეს ნორმალური, თუ ის არის დაბალი. პირიქითაა, თუ მარილები მეტია და წყალი ცოტა. წყალი მიემართება უჯრედში, რათა უჯრედში მარილის კონცენტრაცია როგორმე გააზავოს.

ე.ი. ჩვენ დავადგინეთ რომ შეშუპების პრობლემა წყლის და მარილების მიწოდებაშია. პირველ რიგში ჩვენ რაც შეგვიძლია გავაკეთოთ შეშუპებასთან ბრძოლაში, ეს არის აღვადგინოთ წყლის და მარილების ბალანსი. შეშუპების პრობლემა მოგვარებადია, თუ შევიგნებთ რომ წყალი არის ყველაფრის გამხსნელი.

რამდენი წყალი უნდა მოვიხმაროთ დღეში.

ალბათ ხშირად გაგიგიათ, რომ უნდა დალიოთ 2-3 ლიტრი წყალი დღეში. ბევრს ჰგონია, რომ ყოველ დღე ისედაც იღებს ამ რაოდენობის წყალს, თუმცა ეს ასე არ არის. ლაპარაკია მხოლოდ სუფთა წყალზე და აქ არ ითვლება ჩაი, ყავა, წვენები, ბულიონი და სხვა სითხე. ჩვენ გვჭირდება სუფთა წყალი გამხსნელის სახით და არა სითხე – წყალში გაზავებული სხვადასხვა ნივთიერებები, რომლის გახსნისთვის და ზედმეტი ნარჩენების გამოდევნისთვის საჭიროა ისევ წყალი.

ამიტომ თუ გინდათ, რომ თავიდან აიცილოთ შეშუპება, უნდა დალიოთ მინიმუმ 2 ლიტრი სუფთა წყალი. იმ შემთხვევაშიც კი, თუ თქვენ 2-3 კვირა სვავთ 2-3 ლიტრ წყალს, შეშუპება ასე მოკლე დროში არ გაქრება, ეს პროცესი ნელა მომდინარეობს, მინიმუმ თვენახევარი.

როცა ჩვენ გვწყურდება, ეს ნიშნავს, რომ გვჭირდება წყალი, ანუ ჩვენმა ტვინმა მოგვცა სიგნალი გარკვეული მოქმედებისთვის, რისი იგნორირებაც იწვევს შეშუპებას. ეს არის წყალ-მარილოვანი ბალანსის რეგულირების სქემა ჩვენი ტვინის მეშვეობით. ასევე არსებობს ამ ბალანსის ჰორმონებით რეგულირების მექანიზმები. ასე რომ არ შეიძლება სხეულის მოთხოვნების იგნორირება, თორემ მივიღებთ პრობლემებს.

შეშუპების დროს ზოგიერთი „ჭკვიანი“ ექიმი ქალებს ურჩევს არ დალიონ წყალი. მოდით კიდევ ერთხელ გავერკვეთ რა ხდება ამ დროს: როცა წყალი ცოტაა უჯრედში ე.ი. მარილია ბევრი და წყალი მიემართება გარედან უჯრედში. ორგანიზმი იწყებს წყლის მომარაგებას, რათა გააზავოს უჯრედში მარილი და ამის გამო ჩვენი სხეული იწყებს შესიებას. ეს ყველამ ვიცით, რომ შესიება ხდება წყლისგან. სივდებიან იმიტომ, რომ ორგანიზმი დიდი ხნის განმავლობაში არ იღებდა წყალს. წყლის ნაკლებობის დროს ორგანიზმი ინარჩუნებს მარილებს, მარილები კი აკავებენ წყალს და შედეგად ჩვენ ვსივდებით, მოკლედ ასეთი სქემაა.

ეხლა რა ხდება მარილების, მინერალების, ელექტროლიტების ნაკლებობის შემთხვევაში. თუ ჩვენ ვსვავთ ბევრ წყალს და მარილებს არ ვიღებთ, მატულობს წყლის რაოდენობა და ჩვენ ისევ გვექნება შეშუპება, იმიტომ რომ ჩვენ ვკარგავთ მარილებს, რადგან თუ წყალი ბევრია ის აუცილებლად გამოდის შარდთან და ოფლთან ერთად.

რომელ მარილებზეა ლაპარაკი. მთავარი მარილი ორგანიზმში არის ნატრიუმქლორიდი, ჩვეულებრივი სუფრის მარილი. ნატრიუმი აკავებს წყალს და ის არის პასუხისმგებელი ჩვენ შეშუპებაზე. მოკლედ, მარილზეა დამოკიდებული ჩვენი შეშუპების 85%. სხვა მინერალებზე და მიკროელემენტებზე დამოკიდებულია შეშუპების მხოლოდ 15%. თქვენ ალბათ ხშირად გაიგონებთ, რომ მარილი მავნებელია და ის აკავებს წყალს, მაგრამ მავნებელია ბევრი მარილი ისევე, როგორც მავნებელია ბევრი წყალი, მათ შორის უნდა იყოს ბალანსი. თუ ბალანსი დაირღვა, მაშინ ჩნდება პრობლემები.

მოკლედ მარილი უნდა მიიღოთ, ოღონდ ზომიერად და არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება მის მოხმარებაზე უარის თქმა. ფეხმძიმე ქალებს უჩნდებათ მლაშეს მიღების მოთხოვნილება და მათ არავინ უკრძალავს მის მიღებას. მარილი იღებს მონაწილეობას ძვლების, ყველანაირი ქსოვილების, უჯრედების შექმნაში და აქვს ბევრი ფუნქცია. ასევე ფეხმძიმე ქალის ჰორმონალური სისტემაც განსაზღვრავს მარილზე მოთხოვნილებას. მოკლედ თუ გინდებათ მარილი, ე.ი. ასეა საჭირო თქვენი ორგანიზმისთვის და უნდა მიიღოთ.

კიდევ ერთი მიზეზი, თუ რატომ უნდა მიიღოთ მარილები და მიკროელემენტები გარედან – იმიტომ, რომ მათი სინთეზი ისევე არ ხდება ჩვენს ორგანიზმში, როგორც ვიტამინების. ადამიანს მიკროელემენტების და მინერალების საჭირო რაოდენობა შეუძლიათ მიიღოს წყლიდან, რადგან წყალი შეიცავს ყველა საჭირო მინერალს და მიკროელემენტს. მაგრამ წყალი ყველგან ერთნაირი არაა. ამიტომ ფასობს მინერალური წყალი, რომელიც მდიდარია მინერალებით და მიკროელემენტებით. თუმცა ესენიც განსხვავდებიან და უმჯობესია მიიღოთ ის მინერალური რომელიც მოგეწონებათ, ე.ი. მისი შემადგენლობაა თქვენთვის საჭირო.

საბოლოოდ რომ შევაჯამოთ: შეშუპების 2 მთავარი მიზეზია წყალი და მარილი. თუ თქვენ გაწუხებთ წყურვილი, ან მარილის მოთხოვნილება ეს არის თქვენი სხეულის ბრძანება, რომ დააბალანსოს წყალ-მარილოვანი ცვლა თქვენს ორგანიზმში. თუ თქვენ არ მიაწვდით საკმარის წყალს ან მარილს გექნებათ დისბალანსი და შესაბამისად შეშუპება.

ხშირია შემთხვევები, როცა ბოდიბილდერები გამოშრობის შემდეგ შუპდებიან. ეს ხდება იმიტომ, რომ გამოშრობის დროს ისინი წვავენ ცხიმს, გამოდევნიან წყალს და მარილებს ორგანიზმიდან, რათა მიიღონ სცენაზე გამოსასვლელად გამოკვეთილი რელიეფი. როდესაც გამოდიან გამოშრობის რეჟიმიდან, ისინი იწყებენ წყლის მიღებას და შუპდებიან. ვინაიდან ორგანიზმი გარკვეული პერიოდი მიჩვეული იყო უწყლობას და უმარილობას დაცული იყო ბალანსი, რომელიც მერე დაირღვა ზედმეტი წყლისგან, ასეთ დროს უნდა აღდგეს წყალ-მარილოვანი ბალანსი მარილის მიღებით.

თითქოს ყველაფერი ნათელია შეშუპებასთან დაკავშირებით, ვსვავთ წყალს, ვიღებთ მარილს და ყველაფერი კარგადაა, მაგრამ ბოლომდე ესე მარტივადაც არ არის საქმე. საქმე კარგად იქნება, თუ თქვენი სითხის გამომყოფი სისტემა წესრიგშია, კერძოდ წყლის და მარილების გამომდევნი მთავარი მარეგულირებელი ორგანო თირკმელები და ოფლის გამომყოფი ჯირკვლები, თუმცა ეს უკვე სხვა სტატიის თემაა და ამას სხვა დროს დავუბრუნდებით.

ავტ. ირაკლი კენჭოშვილი – ფიტნეს-ცენტრ „თიდანის“ პერსონალური მწვრთნელი.

⭐ ⭐ ⭐ ვისაც გინდათ ჩემი პირადი მეთვალყურეობის ქვეშ ვარჯიში, უნდა მოხვიდეთ ფიტნეს-ცენტრ „თიდანი + “ – ში

მის. პოლიტკოვსკაიას ქ. 4 (ყოფილი ჯიქიას ქუჩა) მეტრო სახელმწიფო უნივერსიტეტიდან 300 მეტრში, ან დამიკავშირდეთ ტ. 5 93 39 02 23

კვებაზე ჩემი სხვა პოსტები შეგიძლია ნახო http://tidani.ge/?cat=28

თუ მოგეწონა ეს პოსტი, გაუზიარე მეგობრებს და არ დაგავიწყდეს ჩემი ფეისბუქის გვერდის “ფიტნეს-ინსტრუქტორის რჩევები” – ის დალაიქება.

Facebook Comments

კომენტარის დატოვება