რატომ ვიმატებთ უფრო მეტს ყოველი მომდევნო დიეტის შემდეგ და რატომ ხდება გახდომა უფრო ძნელი.

საუბარია ე.წ. საქანელაზე, როდესაც ადამიანი ხან იმატებს წონაში, ხან ხდება. მერე ისევ იმატებს 10 კგ-ს და ისევ ხდება. შემდეგი დიეტის მერე იმატებს უკვე 15 კგ-ს და ა.შ. ყოველი მომდევნო დიეტის მერე უფრო მეტს და მეტს იმატებს წონაში და გახდომა თანდათან უფრო ძნელი ხდება.

ეხლა აგიხსნით, თუ რატომ არის ასეთი საქანელა ცუდი თქვენი ჯანმრთელობისთვის და რა ხდება ამ დროს თქვენს სხეულში.

ხშირად გაიგონებთ მსუქანი ადამიანისგან, რომ ადრე შეეძლო გახდომა დიეტით, 10-20 კილოგრამით, მაგრამ ეხლა ვეღარ ხდება, რაშია საქმე?

გახდომისათვის, ან უფრო სწორად ცხიმის დაწვისთვის აუცილებელია კუნთების არსებობა. რაც მეტი გვაქვს კუნთები, მით მეტ ენერგიას ვხარჯავთ, მით მეტია ჩვენი მეტაბოლიზმი და მით უფრო ადვილად ვწვავთ ცხიმს. რაც უფრო ნაკლებია კუნთები, მით უფრო ძნელია ცხიმის დაწვა. კუნთები ძილშიაც კი მოითხოვენ ენერგიას, ორგანიზმი მუდმივად ხარჯავს ენერგიას კუნთების მუშაობისთვის, მათი შენარჩუნებისთვის. ამიტომ, რაც მეტია თქვენი კუნთები, მით უფრო ადვილია თქვენთვის გახდომა.

ჩემთან მოვარჯიშე გახდომის მსურველებს მე ყოველთვის ვურჩევ გახდომისას დაიცვან სწორი კვება და ივარჯიშონ, რათა შეინარჩუნონ კუნთები. ანუ წონაში ისე დაიკლონ, რომ დაწვან უფრო მეტად ცხიმი და არა კუნთები, რადგან გახდომისას კუნთების რაღაცა ნაწილი ყოველთვის იწვება.

მოდით ვნახოთ რა ხდება დიეტის შემდეგ: დიეტის შემდეგ როცა გადადიხართ ძველებურ კვებაზე და არ ვარჯიშობთ, იმატებს მარტო ცხიმი და სწორედ ეს არის პრობლემა. როცა თქვენ ხდებით, ცხიმთან ერთად თქვენ წვავთ კუნთებსაც და რაც უფრო ხშირად აკეთებთ დიეტას, თანდათან უფრო მეტ კუნთს კარგავთ და აგროვებთ მხოლოდ ცხიმს. ჩვენ კი ვიცით, რომ ცხიმს წვავს კუნთები და რადგან ისინი უკვე დავწვით, გახდომა თქვენთვის თანდათან უფრო რთულდება.

რამოდენიმე ასეთი გახდომის შემდეგ, გახდომა უფრო რთული ხდება, რადგან ყოველი მომდევნო გახდომის შემდეგ კუნთები უფრო და უფრო ცოტა რჩება და ცხიმი უფრო მეტი. ე.ი. თუ თავიდან ყოველ დაკლებულ 10 კგ-ზე კარგავდით 4 კგ. კუნთს, და 6 კგ. ცხიმს, აკრეფისას იმატებთ 3 კგ. კუნთს და 7 კგ. ცხიმს. ეს პროპორცია შემდგომში უფრო ცხიმისკენ იხრება, თუ გახდომისას არ ვარჯიშობთ და მხოლოდ დიეტობთ, ან შიმშილობთ. აი ეს არის საქანელას ეფექტი.

აქედან არის ერთადერთი გამოსავალი: არ უნდა გახდეთ რაიმე თარიღისთვის, ან მოვლენისთვის, მაგ. ზაფხულის მოახლოვებასთან დაკავშირებით, ბანკეტისთვის, ან ქორწილისთვის და ა.შ. არასდროს არ დაჯდეთ დიეტაზე და არ დაელოდოთ როდის დამთავრდება დიეტა, რომ დაიწყოთ ჭამა. ერთადერთი გამოსავალია სამუდამოდ შეცვალოთ თქვენი ცხოვრების წესი, გადადით სწორ კვებაზე და ივარჯიშეთ, მაშინ თქვენ აღარ გექნებათ მოლოდინი როდის დამთავრდება დიეტა და თქვენი წამება.

ავტ. ირაკლი კენჭოშვილი – ფიტნეს-ცენტრ „თიდანის“ პერსონალური მწვრთნელი.

⭐ ⭐ ⭐ ვისაც გინდათ ჩემი პირადი მეთვალყურეობის ქვეშ ვარჯიში, უნდა მოხვიდეთ ფიტნეს-ცენტრ „თიდანი + “ – ში

მის. პოლიტკოვსკაიას ქ. 4 (ყოფილი ჯიქიას ქუჩა) მეტრო სახელმწიფო უნივერსიტეტიდან 300 მეტრში, ან დამიკავშირდეთ ტ. 5 93 39 02 23

გახდომაზე ჩემი სხვა პოსტები შეგიძლია ნახო http://tidani.ge/?cat=29

თუ მოგეწონა ეს პოსტი, გაუზიარე მეგობრებს და არ დაგავიწყდეს ჩემი ფეისბუქის გვერდის “ფიტნეს-ინსტრუქტორის რჩევები” – ის დალაიქება.

Facebook Comments

კომენტარის დატოვება