ფრუქტოზა.

fruktoza-mini

ბევრს აქვს მცდარი შეხედულება, რომ ფრუქტოზა დიეტურია და უფრო სასარგებლოა გახდომისთვის, ვიდრე შაქარი. დავიწყოთ იქიდან, რომ კალორიულობა ფრუკტოზასაც და შაქარსაც თითქმის ერთნაირი აქვთ, 100 გრამში 390 კკალ. მე ადრეც ვწერდი, რომ კალორიების დათვლას აზრი არ აქვს, რადგან ორგანიზმი ერთნაირი რაოდენობის კალორიების შემცველ პროდუქტებს სხვადასხვანაირად ითვისებს.

ფრუქტოზა იყიდება დიაბეტიანებისთვის განკუთვნილ დიეტური კვების სექციაში როგორც შაქრის შემცვლელი, რაც არ არის სწორი. ფრუქტოზა არის ჩვეულებრივი მარტივი ნახშირწყალი – მონოსაქარიდი, რომელიც შედგება ერთი საქარიდისგან. შეგახსენებთ, რომ ნახშირწყლები შედგება საქარიდებისაგან. თუ მათი რაოდენობა ბევრია, მათ ეძახიან რთულს, ისინი ძნელად აითვისებიან, ბევრით არ უმატებენ სისხლში გლუკოზის დონეს და უფრო რეკომენდირებულია მათი მიღება მათთვის, ვინც ზრუნავს საკუთარ ჯანმრთელობაზე და არ სურს გასუქება. თუ საქარიდები ცოტაა, მაშინ ასეთ ნახშირწყლებს უწოდებენ მარტივს, მარტივი საქარიდები არიან ტკბილი გემოსი, მაღლა წევენ სისხლში გლუკოზის დონეს, რომელიც იწვევს ინსულინის მკვეთრ მომატებას, ინსულინი კი ხელს უშლის ცხიმის წვის პროცესს და აგროვებს ცხიმს ორგანიზმში. ამიტომ სასურველი არ არის მარტივი ნახშირწყლების მიღება საკვებად.

მაშინ რატომ ყიდიან დიეტურ სექციაში ფრუქტოზას? დიაბეტიანებისათვის ხომ არ შეიძლება ტკბილის მიღება?

ეს იმით აიხსნება, რომ ფრუქტოზა არ არის ინსულინ დამოკიდებული, მისი ათვისებისათვის არ არის საჭირო ინსულინი, რადგან გლუკოზის მკვეთრი აწევა სისხლში არ ხდება. არადა სწორედ ინსულინია დიაბეტიანების პრობლემა. ფრუქტოზა ინსულინის გარეშეც კარგად ხვდება უჯრედში, რაც კარგია დიაბეტიანებისათვის, მაგრამ ჩვენთვის საინტერესოა, უშლის თუ არა ფრუქტოზა ხელს გახდომას და როგორ იმოქმედებს ცხიმის წვაზე.

იმისათვის რომ ჩვენმა ორგანიზმმა არ შექმნას თითოეული მონოსაქარიდისათვის ცალკე ფერმენტი, ისწავლა ყველა მონოსაქარიდის – ფრუქტოზას, გალაქტოზას, ლაქტოზას და სხვების გარდაქმნა გლუკოზად, გლუკოზა კი უკვე ენერგიის წყაროა უამრავი პროცესებისათვის.

ფრუქტოზა უფრო სახიფათოა ჩვენი გასუქებისთვის, ვიდრე შაქარი და აი რატომ: როცა ჩვენს ორგანიზმში ხვდება ნორმალური რაოდენობის გლუკოზა, ჩვენი ორგანიზმის სხვადასხვა უჯრედები მაშინვე იღებენ და იყენებენ ენერგიის საწარმოებლად. ფრუქტოზის შემთხვევაში კი ეს ასე არ არის. დამტკიცებულია, რომ ფრუქტოზის მხოლოდ 20-25% ტრანსფორმირდება გლუკოზაში და გამოიყენება ენერგეტიკული საჭიროებებისთვის, ხოლო ფრუქტოზის დანარჩენი 75% ღვიძლის მიერ ტრანსფორმირდება ცხიმში, რაც იმას ნიშნავს, რომ გახდომისთვის ფრუქტოზა შაქარზე უარესია და სულაც არ არის დიეტური.

ამიტომ უმჯობესია შევამციროთ ტკბილის მოხმარება, ვიდრე ვჭამოთ ფრუქტოზის შემცველი პროდუქტები, მაგ. ხილი, რომელსაც ვჭამთ დიდი რაოდენობით, რადგან მიგვაჩნია, რომ არის სასარგებლო. როგორც სხვა შემთხვევებში აქაც საჭიროა დოზების დაცვა. იმისათვის, რომ ფრუქტოზა დაგროვდეს ცხიმის სახით, საჭიროა ერთ მიღებაზე მიიღოთ გარკვეულ რაოდენობაზე მეტი ფრუქტოზა, აი ეს კი, რამდენი შეიძლება და რამდენი არა, ამის დათვლა ძალიან რთულია. ამიტომ, რომ არ გავართულოთ ცხიმის წვის და გახდომის პროცესი, უმჯობესია ჩვენი რაციონიდან ამოვიღოთ ნებისმიერი მონოსაქარიდი, მათ შორის ფრუქტოზა.

ფრუქტოზას შეიცავს ყველა ხილი და რაც უფრო ტკბილია ხილი, მით უფრო მეტია მასში ფრუქტოზა. ფრუქტოზა 2-ჯერ უფრო ტკბილია, ვიდრე გლუკოზა და 1.5-ჯერ ტკბილი, ვიდრე უბრალო შაქარი. ამის მიუხედავად ფრუქტოზა აითვისება მხოლოდ ღვიძლის უჯრედებით და მხოლოდ ღვიძლი გარდაქმნის ფრუქტოზის ნაწილს გლიკოგენად და რაც ზედმეტია – ცხიმად.

ამერიკელი დიეტოლოგები სიმსუქნეს უკავშირებენ ფრუქტოზის ხშირ გამოყენებას. ასაკოვან ადამიანს გახდომა არ გამოუვა, თუ იყენებს ფრუქტოზას.

ავტ. Irakli Kenchoshvili – ფიტნეს-ცენტრ „თიდანის“ პერსონალური მწვრთნელი.

⭐ ⭐ ⭐ ვისაც გინდათ ჩემი პირადი მეთვალყურეობის ქვეშ ვარჯიში, უნდა მოხვიდეთ ფიტნეს-ცენტრ „თიდანის“ ფილიალში ყაზბეგის გამზ. 11ა, მეტრო სამედიცინოსთან, ან დამიკავშირდეთ ტ. 5 93 39 02 23

კვებაზე ჩემი სხვა პოსტები შეგიძლია ნახო http://tidani.ge/?cat=28

თუ მოგეწონა ეს პოსტი, გაუზიარე მეგობრებს და არ დაგავიწყდეს ჩემი ფეისბუქის გვერდის “ფიტნეს-ინსტრუქტორის რჩევები” – ის დალაიქება.

Facebook Comments

კომენტარის დატოვება