როგორ გავარჩიოთ „ნატურალი“ ბბ-რი ქიმიკოსისგან.

სტატიაში გამოყენებულია მასალები საიტიდან: nattyornot.com სტატია „50 ხერხი, როგორ გავარჩიოთ ნატურალი ქიმიკოსისგან“.

მე ხშირად მეკითხებიან არის თუ არა სტეროიდებზე ლაზარ ანგელოვი, სიმეონ პანდა, ან შვარცნეგერის დროს იყენებდნენ თუ არა სტეროიდებს. იმისათვის რომ გავფანტო თქვენი ეჭვები, გთავაზობთ 20-ზე მეტ ხერხს, როგორ გაარჩიოთ ნატურალი ბბ-რი ქიმიკოსისგან.

ერთს დავამატებ მხოლოდ, რომ ფარმას გამოყენება არაფრით არ აკნინებს ამ დიდი სპორტსმენების სახელს, უბრალოდ ასეთია თამაშის წესები დღევანდელ სპორტში. სპორტსმენები დაბმულები არიან ხელშეკრულებით ფედერაციებთან, დანამატების მწარმოებელ კომპანიებთან და თუ ვინმე აღიარებს, რომ იყენებდა ფარმას, მას გარიცხავენ ფედერაციიდან, ან შეუწყვეტენ კონტრაქტს მწარმოებლები.

თუ თქვენ ფიქრობთ, რომ ქიმიკოსები ვინმეზე ნაკლებად ვარჯიშობენ, ან ნაკლებად იცავენ კვების და დასვენების რეჟიმს, ან საკმარისია თქვენც დაჯდეთ სტეროიდებზე და კუნთები თავისით გაიზრდება, ძალიან ცდებით. სტატისტიკით 90% იმათგან, ვინც იყენებს ქიმიას, არავითარ შედეგს არ აღწევს და თავს ანებებს ბბ-ს.

და ბოლოს, იმედია არ დაიწყებთ თითის გაშვერას ვინმეზე „აჰა, აი ის სტეროიდებზეა“ და კიდევ უარესი, არ დაუსვავთ გულუბრყვილო კითხვებს რომელიმე ათლეტს – თავისით მიაღწია დიდ კუნთებს თუ ქიმიაზეა. ეს ცუდი ტონია ბბ-ში და ამაზე შეიძლება კარგი პანღურიც აირტყათ.

1. თუ ვინმე შოულობს ფულს საკუთარი სხეულით, დიდი ალბათობით ფარმაზეა.
2. შევსებული ზედა მკერდი, მრგვალი და მასიური მხრები 3დ ეფექტით, ძალიან დიდი ტრაპეციებით და თხელი კანით – ეს ყველაფერი ქიმიის შედეგია.
3. თუ ვინმე მეტია წონაში, ვიდრე სიმაღლეს მინუს 100 და არის გამომშრალი 8%-ზე ქვევით, ის ვერ იქნება ნატურალი.
4. თუ ვინმე თავის სახელში იყენებს ნატურალური ბბ-რი, მაშინ ის ქიმიაზეა.
5. თუ გოგონას აქვს მამაკაცის ხმა, თუნდაც იყოს კროსფიტერი, უჩანს რელიეფი პრესზე და ვენები ფეხებზე, დიდი მხრები და სავსე ზედა მკერდი, მაშინ ის ქიმიაზეა.
6. თუ ვინმე არის საკმაოდ გამომშრალი და წოლჭიმს აკეთებს 180 კგ-ზე ზევით, ან უჯდება სამმაგ საკუთარ წონას, მაშინ ის ქიმიაზეა.
7. თუ ვინმეს აქვს დიდი კუნთები და იმავე დროს ქალის ძუძუები (საუბარია გინეკომასტიაზე), ან დაბერილი ძუძუები, მაშინ ის ქიმიაზეა.
8. თუ რომელიმე ბბ-რი გეუბნებათ, თქვენ არ ხართ ისეთივე დიდი როგორც ის, იმიტომ რომ არ ითვლით კვებისას მაკრონუტრიენტებს – ცილებს, ცხიმებს და ნახშირწყლებს, რომ მთავარია 6-ჯერადი კვება, რძე, რომ მოიმატა პროტეინით და კრეატინით, cell-tech-ით და ბევრ ფულს ხარჯავს კვების დანამატებზე, აქვს საიდუმლო მეთოდიკა, თქვენც გახდებით იმხელა, თუ გააკეთებთ ჩაჯდომებს და ამოწევებს დიდი წონებით, მაშინ ის ქიმიაზეა.
9. ყველა პროფესიონალი ბბ-რი, სპორტსმენი ძალისმიერ სპორტში, ან სპორტში, სადაც მოითხოვება საკმაოდ დიდი კუნთები, ძალა, სისწრაფე ან გამძლეობა, იყენებს სტეროიდებს.
10. ყველა ასაკოვანი ათლეტი, რომელსაც აქვს დიდი კუნთები და ამავე დროს რელიეფი, ქიმიაზეა.
11. თუ გასახდელში ვინმესგან მოდის ეთილის სპირტის სუნი, ე.ი. მან ეხლახანს დაირჭო შპრიცი და გაიკეთა ნემსის ჭრილობის დეზინფექცია.
12. თუ ვინმე ხშირად იმატებს და იკლებს მასას, მაშინ ის ქიმიაზეა.
13. თუ ვინმეს პატარა სათესლე ჯირკვლები აქვს, მაშინ ის ქიმიაზეა.
14. თუ ვინმე, რომელსაც აქვს 50 სმ-ზე მეტი ბიცეპსი გეუბნებათ, რომ ხელებისთვის მთავარია სკოტის სკამზე ვარჯიში, მაშინ ის ქიმიაზეა.
15. თუ ვინმემ ძალიან სწრაფად მოიმატა მასა 2 წელზე ნაკლებ დროში, მაშინ ის ქიმიაზეა.
16. ყველა ბბ-რი, რომელიც მონაწილეობდა შეჯიბრებებში 1950 წლიდან, იყენებდა ქიმიას.
17. თუ ვინმეს აქვს რელიეფური დუნდულები და ამავე დროს დიდი ხელები, მაშინ ის ქიმიაზეა.
18. თუ ვინმე, დიდი, განვითარებული მკერდის კუნთებით გეუბნებათ, რომ განგაშლა დიდი წონებით მთავარი ვარჯიშია მკერდის გასაზრდელად, ან ყოველდღე მკერდის დაბომბვით თქვენ არ გადაამეტებთ, მაშინ ის ქიმიაზეა და სტეროიდებით ვაჭრობს.
19. თუ ვინმე გეუბნებათ, რომ ციხეში, ან ქუჩაში ვარჯიშით საკაიფოდ მოიმატა მასა შტანგების და სიმძიმეების გარეშე, მაშინ ის ქიმიაზეა.
20. ყველა სპორტსმენი, რომლებიც წარმოდგენილია საიტებზე simplyshredded.com, t-nation.com, ქიმიაზე არიან.
21. თუ ვინმე ვარჯიშობს და სახეზე გამოიყურება 10-15 წლით მეტად, მაშინ ის სავარაუდოდ ქიმიაზეა, სტეროიდები აბერებს სახეს.
22. თუ დაიჭირეთ თქვენი „კაჩოკი“ ბიჭი შპრიცით ხელში და თქვენ დაიჯერეთ, რომ ეს ვიტამინებია, მაშინ იდიოტი ხართ.
23. თუ ვინმე დიდი კუნთებით რეგულარულად იღებს გასაიდუმლოებულ ამანათებს, მაშინ ეს არ არის კვების დანამატები, უფრო სტეროიდებია.
24. და ბოლოს: ძალიან დიდი კუნთები = სტეროიდებს!

დამწყებებისთვის ჩემი სხვა პოსტები შეგიძლია ნახო http://tidani.ge/?cat=34

თუ მოგეწონა ეს პოსტი, გააზიარე და არ დაგავიწყდეს ჩემი ფეისბუქის გვერდის “ფიტნეს-ინსტრუქტორის რჩევები” – ის დალაიქება.

Facebook Comments