ძილი, გახდომა და ჰორმონები.

son_i_pohudenie

ცხიმის წვის პროცესი შედგება რამოდენიმე ეტაპისგან და პირველი ეტაპი – ეს არის ლიპოლიზი. ლიპოლიზი არის ცხიმის უჯრედის დაშლა ცხიმოვან მჟავებად და გლიცერინად.

ლიპოლიზი ბიოქიმიური პროცესია და მის გარეშე შეუძლებელია გახდომა. ეს იმას ნიშნავს, რომ ცხიმის უჯრედს დაშლის სიგნალს აძლევენ ჰორმონები და იმისათვის, რომ გავიგოთ, როგორ მოქმედებს ძილი ზედმეტ წონაზე და ცხიმის წვაზე, უნდა ვნახოთ ძილი როგორ მოქმედებს ჩვენს ჰორმონებზე.

მაშ ასე, პირველი და ყველაზე მნიშვნელოვანი ჰორმონი – სომატოტროპინი, ანუ ზრდის ჰორმონი. სომატოტროპინი წარმოადგენს ლიპოლიტურ ჰორმონს, სწორედ იმ ჰორმონს, რომელიც ცხიმის უჯრედს აძლევს სიგნალს დაშლისაკენ. ჰიპოფიზის მიერ სომატოტროპინის გამოყოფას აქვს მკაცრი რიტმული ხასიათი და მისი მაქსიმალური სეკრეცია ხორციელდება ძილის საწყის სტადიაზე. ამრიგად, თუ ძილი დაირღვა, გვიან წვებით დასაძინებლად ან არ გძინავთ ღამე, თქვენ ხელს უშლით გახდომას, არ იყენებთ ცხიმის წვის, ლიპოლიზის მთავარ ფაქტორს. თუ თქვენ არ გაქვთ სრულყოფილი ძილი, მაშინ სომატოტროპინის სეკრეცია საერთოდ ეცემა მთელი დღის მანძილზე.

ეხლა ვნახოთ როგორ მოქმედებს ძილი ისეთ ჰორმონებზე, როგორიცაა გრელინი და ლეპტინი. გრელინი აძლიერებს შიმშილის გრძნობას და მადას აღვიძებს ჭამის წინ. ითვლება, რომ ეს ჰორმონები ავსებენ ერთმანეთს. იმ დროს როდესაც გრელინი მადას აღვიძებს, ლეპტინი პირიქით – მას ამცირებს. გრელინის სეკრეცია მატულობს საჭმლის მიღებამდე, როცა ადამიანი მშიერია, ხოლო ლეპტინი, დანაყრების ჰორმონი, რომლის მაღალი დონეც უნდა აძლევდეს სიგნალს ენერგიის საკმარისი მარაგის თაობაზე. უძილობის შედეგად გრელინის სეკრეცია იზრდება, ხოლო ლეპტინის ეცემა, რაც იმას ნიშნავს, რომ შიმშილის გრძნობა მძაფრდება და დანაყრების გრძნობა დგება გვიან, რაც გვაიძულებს ზედმეტის ჭამას. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია კარგად გამოძინება.

ასევე მნიშვნელოვანია დროულად დავწვეთ დასაძინებლად და თანაც სიბნელეში, რადგან გრელინის სეკრეცია დამოკიდებულია დღის პერიოდზე და მისი სეკრეციის ზრდის პროვოცირება, შეიძლება გამოიწვიოს სინათლემ. ამიტომ, არ უნდა გაგიკვირდეთ, თუ თქვენ ღამის 2 საათამდე ზიხართ კომპიუტერთან და ვერ ხდებით.

რა იქნება, თუ თქვენ დაიცავთ გახდომის მთავარ პირობას – კალორაჟის დეფიციტს და არ შეჭამთ ღამე მიუხედავად შიმშილისა. რა თქმა უნდა ასეთ შემთხვევაში ცხიმი ჰაერიდან არ ჩნდება და თქვენ არ მოიმატებთ, მაგრამ გამოუძინებლობის შემთხვევაში ორგანიზმი ცდილობს შეანელოს ნივთიერებათა ცვლის პროცესები. ეს მდგომარეობა ალბათ ყველას გამოცდილი გვაქვს. თუ რამოდენიმე დღე ვერ გამოვიძინეთ, სხეული ხდება მოდუნებული, გვეძინება, გაღიზიანებული ვართ.

როცა ცდილობთ მუდმივად ღამე დათრგუნოთ შიმშილის გრძნობა, თქვენ ზრდით სტრესის დონეს. სტრესის გაზრდას მოყვება საჭმელით სტრესის ჩაქრობის სურვილის ზრდა, რასაც მივყავართ ისეთი ჰორმონების სეკრეციის გაზრდასთან, როგორიცაა კორტიზოლი და კორტიზონი. ესენია თირკმელს ზედა ჯირკვალის ჰორმონები, რომლებიც ცხიმის დაგროვებას უწყობენ ხელს.

ხანგრძლივი სტრესის დროს ორგანიზმში ძლიერდება ჰორმონ კორტიზონის გამომუშავება. კორტიზონი იწვევს მადის გაძლიერებას. ასევე ადამიანები ხშირად უარყოფითი ემოციების დათრგუნვის და ნერვული დაძაბულობის მოხსნის მიზნით უმიზეზოდ მიირთმევენ ბევრ საკვებს, რაც სხეულის მასის მატებას იწვევს. ანუ, თუ თქვენ ცდილობთ გახდომას, სტრესის შემთხვევაში ეს პროცესი შენელდება. სტრესთან გამკლავებისათვის აუცილებელია კვების სწორი რეჟიმის დაცვა.

მაშასადამე დასკვნა ერთია, დასვენების ნაკლებობა არღვევს ჰორმონალურ ფონს, ანელებს ნივთიერებათა ცვლას და ძლიერ აფერხებს ლიპოლიზის პროცესს. უძილობა არღვევს ჰორმონალურ ფონს და აძლიერებს შიმშილის გრძნობას. უძილობა ზრდის ცხიმის ახალი ქსოვილების წარმოქმნას ჰორმონების – კორტიზოლის და კორტიზონის მომატების გამო. ამიტომ სწორი კვების გარდა, არ დაგავიწყდეთ დროზე დაწვეთ დასაძინებლად და დაისვენოთ.

ავტ. ირაკლი კენჭოშვილი – ფიტნეს-ცენტრ „თიდანის“ პერსონალური მწვრთნელი.

⭐ ⭐ ⭐ ვისაც გინდათ ჩემი პირადი მეთვალყურეობის ქვეშ ვარჯიში, უნდა მოხვიდეთ ფიტნეს-ცენტრ „თიდანის“ ფილიალში ყაზბეგის გამზ. 11ა, მეტრო სამედიცინოსთან, ან დამიკავშირდეთ ტ. 5 93 39 02 23

გახდომაზე ჩემი სხვა პოსტები შეგიძლია ნახო http://tidani.ge/?cat=29

თუ მოგეწონა ეს პოსტი, გაუზიარე მეგობრებს და არ დაგავიწყდეს ჩემი ფეისბუქის გვერდის “ფიტნეს-ინსტრუქტორის რჩევები” – ის დალაიქება.

Facebook Comments