მელატონინი – ძილის ჰორმონი.

თითოეულმა ჩვენგანმა იცის რა არის გამოუძინებლობა, რამდენად ცუდად ვგრძნობთ თავს უძილობის შემდეგ. კიდევ უფრო ცუდია ორგანიზმისთვის, თუ ამას სისტემატიური ხასიათი აქვს.

მელატონინს გამოიმუშავებს ტვინში არსებული გირჩისებური ჯირკვალი – ეპიფიზი ძილის დროს. მელატონინი არის ჰორმონი, რომელიც პასუხს აგებს ჩვენ ძილზე და ძილის ხარისხზე, რომლის სეკრეციაც დამოკიდებულია განათებაზე. დღისით მელატონინის გამომუშავება 30 – 40-ჯერ ნაკლებია, ვიდრე ღამით იმიტომ, რომ ამ ჰორმონის გამომუშავების პიკი მოდის ღამის 12 საათიდან 3 საათამდე სიბნელეში (ფიზიოლოგებმა დაადგინეს, რომ 20 წლის ასაკის ადამიანში მელატონინის კონცენტრაცია მაქსიმუმს აღწევს ღამის 12 საათისთვის და 60-წლიანთა კონცენტრაციას 2-ჯერ აჭარბებს. ამასთან, 60-წლიანთათვის მაქსიმალური კონცენტრაციის მიღების დრო იწევს დილის 4 საათისთვის). სწორედ ამიტომ, როცა იწყება შებინდება, ჩვენ ძილი გვერევა.

რა შემთხვევაში არ გამომუშავდება ან ცუდად გამომუშავდება მელატონინი? პირველ რიგში, როცა თქვენ არ გძინავთ სიბნელეში. ამ ჰორმონის სეკრეცია დამოკიდებულია სადღეღამისო რიტმზე და ძილის პირობებზე. თუ თქვენ გძინავთ ოთახში, სადაც არ არის სიბნელე, ან გარედან შემოდის განათება, მუშაობს ტელევიზორი, კომპიუტერი, მელატონინი არ გამომუშავდება და როცა იღვიძებთ თქვენ ხართ გამოუძინებელი.

აფთიაქებში იყიდება ეს ნივთიერება როგორც დანამატი და მიუხედავად იმისა, რომ ის არის ჰორმონი, მისი მიღება არ უნდა გვეშინოდეს, რადგან არ იწვევს მიჩვევას და საკუთარი მელატონინის გამომუშავების დაქვეითებას, როგორც ეს ხდება სხვა ეგზოგენური პრეპარატების მიღებისას, მაგ. ტესტოსტერონის. ტესტოსტერონს გამოიმუშავებს ჰიპოფიზი, რომელსაც აქვს უკუკავშირი, რაც არეგულირებს საკუთარი ჰორმონის გამომუშავებას – თუ ჰორმონს იღებთ გარედან, თქვენი საკუთარის სეკრეცია ქვეითდება. მელატონინის შემთხვევაში ასეთი უკუკავშირი არ არის (რაც გამოკვლევებით დგინდება) და დიდი რაოდენობითაც რომ მიიღოთ, საკუთარი, ენდოგენური მელატონინის გამომუშავება არ შემცირდება.

მელატონინის გამოყენება კარგია იმათთვის, ვისაც აქვს არანორმირებული სამუშაო და ღამე უწევთ მუშაობა. ესეთი რეჟიმი ანგრევს მთელ ჰორმონალურ რიტმს ჩვენ ორგანიზმში და გახდომა ამ შემთხვევაში ძალიან ძნელდება. მელატონინი დაგირეგულირებთ სადღეღამისო რიტმს როცა გაწუხებთ უძილობა. ის შეგიცვლით უძილობის საწინააღმდეგო სხვა პრეპარატებს. ასაკის მომატებასთან ერთად მელატონინის გამომუშავება მცირდება, ამიტომ ხანშიშესულ ადამიანებსაც უწერენ მელატონინს.

მელატონინს აქვს ბევრი სხვა სასარგებლო თვისებებიც. პირველ რიგში ის არის ანტიოქსიდანტი. ეს რას ნიშნავს: ჩვენს უჯრედებში მუდმივად წარმოიქმნება მავნე ნივთიერება – თავისუფალი რადიკალები, რომლებიც აზიანებენ როგორც უჯრედის კედლებს, ასევე დნმ-ს, რომელსაც მიყავს უჯრედი გადაგვარებამდე. მელატონინი იჭერს თავისუფალ რადიკალებს და ისინი ვეღარ მოქმედებენ დნმ-ზე, რაც იმას ნიშნავს, რომ უჯრედის გადაგვარების ალბათობა მცირდება. მელატონინი საგრძნობლად ამცირებს ონკოლოგიური დაავადებების რისკს. საქმე იმაშია, რომ მელატონინი ბლოკავს უჯრედის რეცეპტორებს, რომლებიც ახდენენ მის გაყოფას და ეს პირველ რიგში ეხება ავთვისებიან უჯრედებს. მელატონინი ასევე მოქმედებს იმუნურ სისტემაზე, იმუნური სისტემის უჯრედები – ერითროციტები ცირკულირებენ სისხლში და თუ ჩვენ ორგანიზმში ხვდება რომელიმე ინფექცია, ერითროციტები ანეიტრალებენ მას. მელატონინი ააქტიურებს იმუნური სისტემის უჯრედებს და მათი რაოდენობა იზრდება. მეცნიერებმა ასევე დაადგინეს, რომ ვისაც აწუხებს დეპრესია, დაქვეითებული აქვს მელატონინის დონე და მისი მიღებით მცირდება დეპრესია.

ყოველივე ამათ გარდა მელატონინი ანტისტრესული პრეპარატიცაა. სტრესის დროს ჩვენი ორგანიზმი გამოიმუშავებს სტრესის ჰორმონს – კორტიზოლს, რომელიც დამანგრევებლად მოქმედებს ჩვენს ორგანიზმზე. მელატონინი ბლოკავს ამ პროცესს და კორტიზოლის დონეც ეცემა. მიმდინარეობს კვლევები მელატონინზე, როგორც სიცოცხლის გახანგრძლივების პრეპარატზე.

ავტ. ირაკლი კენჭოშვილი – ფიტნეს-ცენტრ „თიდანის“ პერსონალური მწვრთნელი.

⭐ ⭐ ⭐ ვისაც გინდათ ჩემი პირადი მეთვალყურეობის ქვეშ ვარჯიში, უნდა მოხვიდეთ ფიტნეს-ცენტრ „თიდანის“ ფილიალში ყაზბეგის გამზ. 11ა, მეტრო სამედიცინოსთან, ან დამიკავშირდეთ ტ. 5 93 39 02 23

სპორტულ კვებაზე ჩემი სხვა პოსტები შეგიძლია ნახო http://tidani.ge/?cat=32

თუ მოგეწონა ეს პოსტი, გაუზიარე მეგობრებს და არ დაგავიწყდეს ჩემი ფეისბუქის გვერდის “ფიტნეს-ინსტრუქტორის რჩევები” – ის დალაიქება.

Facebook Comments