პროტეინი.

1b6105d22751e2d9651acb7741ec5262

ადამიანის სხეულის ცილა შედგება 20 ამინომჟავასგან. ამ ამინოებიდან 8 ამინომჟავა (ვალინი, ლეიცინი, იზოლეიცინი, ლიზინი, მეტიონინი, ტრეონინი, ტრიპტოფანი, ფენილალანინი, ნაწილობრივ შეუცვლელი არგინინი, გისტიდინი) არის შეუცვლელი, რაც იმას ნიშნავს, რომ ჩვენ ორგანიზმს არ შეუძლია მათი სინთეზირება დამოუკიდებლად, 12 კი ცვლადი, ანუ ორგანიზმს თვითონ შეუძლია მათი შექმნა სხვა ამინოებისგან. ეს ნიშნავს, რომ ცვლადი ამინომჟავების სინთეზირება ხდება დამოუკიდებლად, ხოლო შეუცვლელები აუცილებლად უნდა მოხვდნენ ღვიძლში გარედან.

რომელი პროდუქტია მდიდარი ცილით.

ეს არის პირველ რიგში კვერცხი, რძის პროდუქტი, ხორცი და თევზი. ასევე თხილეული, პარკოსნები, ხორბალი. მცენარეებიდან ყველაზე მეტი ცილა არის სოიოს შემადგენლობაში, დაახლოებით 35%. აქვე უნდა ითქვას, რომ სოიოს ცილა არ არის სრულფასოვანი. რაც შეეხება კვერცხს, მისი ბიოლოგიური ღირებულება შეადგენს 1, ეს ნიშნავს, რომ მასში არის შეუცვლელი ამინომჟავების სრული სია. შედარებისთვის, ხორბალი შეიცავს შეუცვლელი ამინოების მხოლოდ ნახევარს და ამიტომ მისი ბიოლოგიური ღირებულების კოეფიციენტი შეადგენს 0.54-ს. მიუხედავად იმისა, რომ ცილის შემცველობა ორივე პროდუქტში ერთნაირია, ორგანიზმს შეუძლია კვერცხიდან შეითვისოს უფრო მეტი ცილა, ვიდრე ხორბლიდან.

რა მოსდის ცილას, როცა ჩვენ მას ვჭამთ?

ცილა ჩვენს კუჭ-ნაწლავის სისტემაში იშლება ამინოებად. ამინოები შეიწოვება ჩვენი ნაწლავების კედლების მიერ და ნაწილდება მთელ ორგანიზმში. ცილები აუცილებელია კუნთოვანი ქსოვილის, ძვლების, ზოგიერთი ჰორმონების და ფერმენტების ასაშენებლად. აუცილებლობის შემთხვევაში ორგანიზმს შეუძლია ცილები გამოიყენოს როგორც ენერგიის წყარო, რაც იმას ნიშნავს, რომ თუ ადამიანი სპორტით არის დაკავებული მისი ორგანიზმისთვის აუცილებელია დამატებითი პროტეინის მიღება.

სამწუხაროდ პროტეინის შესახებ გავრცელებულია მითები, რომ პროტეინი ქიმიაა და უარყოფითად მოქმედებს ღვიძლსა და თირკმელებზე. სინამდვილეში ყველა პროტეინი მზადდება ნატურალური პროდუქტისგან, უბრალოდ მას ასუფთავებენ ზედმეტი კომპონენტებისგან და უარყოფითად რომ იმოქმედოს ღვიძლსა და თირკმელებზე უნდა მიიღოთ 300-400 გრამი პროტეინი, რაც ბუნებრივია შეუძლებელია. ზოგიერთს ასევე გონია, რომ პროტეინი აქვეითებს სექსუალურ ლტოლვას, რაც სინამდვილეში პირიქითაა, ცილებით მდიდარი საკვები ითვლება ყველაზე კარგ საკვებად რეპროდუქტიული ფუნქციის სტიმულირებისათვის. ასევე მითია, რომ პროტეინი იწვევს დამოკიდებულებას.

როგორი პროტეინები არსებობენ.

პროტეინები განსხვავდებიან ცილების წყაროებით და ათვისების ხანგრძლივობით. არსებობს შრატის, კვერცხის, მცენარეული, ხორცის პროტეინები. ყველაზე ძვირია კვრცხის და ხორცის, იაფია მცენარეული – რომლის ყიდვაც საერთოდ არ ღირს.

შრატის პროტეინი.

ის დამზადებულია ჩვეულებრივი რძის შრატისაგან და მას არავითარი კავშირი არ აქვს ქიმიასთან. ამ პროტეინს აქვს ყველაზე მაღალი ბიოლოგიური ღირებულება და ორგანიზმი ითვისებს ძალიან მალე. სწორედ იმიტომ, რომ ის სწრაფად შეიწოვება, მას იყენებენ ვარჯიშის დამთავრებისთანავე.

არსებობს 3 სახეობის შრატის პროტეინი: კონცენტრატი, იზოლატი და ჰიდროლიზატი. განსხვავება არის პროტეინის მიღების ხერხში – გასუფთავებაში. ყველაზე არასუფთა არის კონცენტრატი, რომელიც შეიძლება შეიცავდეს ცხიმებს და ლაქტოზას. უფრო სუფთაა იზოლატი, 90%-მდე ცილაა და გასუფთავება ჯდება უფრო ძვირი, ვიდრე კონცენტრატის. ჰიდროლიზატი უფრო სუფთაა და ჯდება ყველაზე ძვირი, ამიტომ მას ყველაზე მეტად აყალბებენ.

კვერცხის პროტეინი.

შრატის პროტეინისგან განსხვავებით ის საკმაოდ ძვირია. მასაც აქვს მაღალი ბიოლოგიური ღირებულება, ხოლო შეთვისების ხანგრძლივობა 4-6 საათი, რაც საშუალო მაჩვენებელია.

კაზეინის პროტეინი.

კაზეინი რძისგან მზადდება, აქვს არც ისე სასიამოვნო გემო და ცუდად იხსნება წყალში. მისი ბიოლოგიური ღირებულება შეადგენს 80%-ს და ძალიან ნელა აითვისება ორგანიზმის მიერ. მისი მიღება კარგია ძილის წინ, ამიტომ ვარჯიშის მერე კაზეინის მიღებას აზრი არ აქვს.

სოიოს პროტეინი.

აზიის ქვეყნებში სოიო პროტეინის მთავარი წყარო იყო. ის ძნელად გადამუშავდება. ცუდად გასუფთავებულმა სოიოს პროტეინმა შეიძლება გამოიწვიოს შებერილობა. მისი მთავარი უპირატესობაა, რომ ამცირებს ხოლესტერინის დონეს სისხლში.

კომპლექსური პროტეინი.

როგორც ვხედავთ ყველა პროტეინს აქვს თავის პლიუსები და თავის მინუსები, ამიტომ დაიწყეს კომპლექსური პროტეინის გამოშვება, სადაც ერთადაა გაერთიანებული ყველანაირი სახეობის პროტეინი, ამიტომ კომპლექსური პროტეინები უფრო სასარგებლოა.

ავტ. ირაკლი კენჭოშვილი – ფიტნეს-ცენტრ „თიდანის“ პერსონალური მწვრთნელი.

⭐ ⭐ ⭐ ვისაც გინდათ ჩემი პირადი მეთვალყურეობის ქვეშ ვარჯიში, უნდა მოხვიდეთ ფიტნეს-ცენტრ „თიდანის“ ფილიალში ყაზბეგის გამზ. 11ა, მეტრო სამედიცინოსთან, ან დამიკავშირდეთ ტ. 5 93 39 02 23

სპორტულ კვებაზე ჩემი სხვა პოსტები შეგიძლია ნახო http://tidani.ge/?cat=32

თუ მოგეწონა ეს პოსტი, გაუზიარე მეგობრებს და არ დაგავიწყდეს ჩემი ფეისბუქის გვერდის “ფიტნეს-ინსტრუქტორის რჩევები” – ის დალაიქება.

Facebook Comments