რატომ გვჩხვლიტავს ნეკნების ქვეშ სირბილის დროს.

bol-v-boku-pri-bege_580

როდესაც სირბილის დროს თქვენ გტკივდებათ მარჯვენა, ან მარცხენა მხარეს ნეკნების ქვეშ, ნუ შეგეშინდებათ, ეს არ ნიშნავს, რომ თქვენ ჯანმრთელობას რაიმე საფრთხე შეექმნა. თუ დააკვირდებით, ასეთი ტკივილი ან ჩხვლეტა ჩნდება მაშინ, როცა მკვეთრად იწყებთ სირბილს დიდი სიჩქარით, ან როდესაც თქვენ დიდი ხნის განმავლობაში არ გირბენიათ.

რა არის ამ ტკივილის მიზეზი?

ჩვენს ორგანიზმში შინაგანი ორგანოები, არ არის ჰაერში გამოკიდებული, ისინი ისევე როგორც კუნთები მოთავსებულია სპეციალურ კაფსულებში – ფასციებში, რომელიც შედგება შემაერთებელი ქსოვილისგან. ეს შემაერთებელი ქსოვილი საკმაოდ მკვრივია და არაელასტიური, ის ხშირად აჩერებს კუნთების ზრდას, სწორედ ამიტომ, ფასციების ელასტიურობისთვისაა აუცილებელი ვარჯიშის შემდეგ გაწელვები. ჩვენი შინაგანი ორგანოებიც, კერძოდ მარჯვნივ ღვიძლი და მარცხნივ ელენთა ასევე მოთავსებულია შემაერთებელი ქსოვილისგან შექმნილ ფასციებში.

რა ხდება სირბილის დროს: სირბილისთვის საჭირო ენერგიის მისაღებად კარდიო დატვირთვა აამოქმედებს ატფ-ის რესინთეზის პროცესს აერობული გლიკოლიზის საშუალებით, ანუ ჩვენთვის აუცილებელია მივაწოდოთ ჟანგბადის მაქსიმალური რაოდენობა უჯრედების მიტოქონდრიებში (სადაც ხდება ატფ-ის რესინთეზი) სისხლში არსებული ერითროციტების მეშვეობით. მკვეთრად სწრაფი სირბილის დროს სისხლის სწრაფად მიწოდების შედეგად ზომებში იზრდება მარჯვენა მხარეს ღვიძლი და მარცხენა მხარეს ელენთა. გადიდებული ღვიძლი და ელენთა აწვება შემაერთებელ ქსოვილს, რომელსაც აქვს დიდი რაოდენობით ნერვული დაბოლოებები/ტკივილის რეცეპტორები, რომელიც იწვევს ტკივილს.

რა უნდა ვქნათ, ეს რომ არ მოხდეს?

პირველ რიგში მივაქციოთ ყურადღება სუნთქვას. ჩვენ გვაქვს დიაფრაგმა, კუნთი, რომელიც პასუხს აგებს სუნთქვაზე და სისხლის გამოდინებაზე. იმისათვის, რომ სისხლმა ჩვენ ვენებში და არტერიებში იმოძრავოს მაქსიმალურად კარგად და არ შეფერხდეს ჩვენს ღვიძლში, დიაფრაგმის მოძრაობის ამპლიტუდა უნდა იყოს მაქსიმალური, ანუ ჩასუნთქვა უნდა იყოს ღრმა და ამოსუნთქვა ნელი. ხოლო მოკლე, ზედაპირული სუნთქვის დროს დიაფრაგმის მოძრაობის ამპლიტუდა არის პატარა და სისხლი ვერ ასწრებს უკან გამოდენას, რის გამოც სისხლი გროვდება ან ღვიძლში, ან ელენთაში.

მეორე, რაც არ უნდა გავაკეთოთ, არ უნდა დავიწყოთ კარდიო დატვირთვა მკვეთრად სწრაფად, გახურების გარეშე. სიჩქარეს მოუმატეთ თანდათანობით, რომ სისხლის მიმოქცევა სისტემაში თანაბრად განაწილდეს.

მესამე, არ უნდა ივარჯიშოთ ახალმა ნაჭამმა. სავსე კუჭი არ აძლევს საშუალებას დიაფრაგმას იმოძრავოს სრული ამპლიტუდით.

აქვე დავამატებ, რომ თუ არ ხართ ნავარჯიშევი, ეს ტკივილი უფრო მეტად ჩნდება, ვიდრე სისტემატიური კარდიო ვარჯიშის შემთხვევაში, რადგან ვარჯიშთან ერთად სისხლის მიმოქცევის მთელ სისტემაში თანაბრად განაწილების უნარიც ვარჯიშდება და უმჯობესდება.

ავტ. ირაკლი კენჭოშვილი – ფიტნეს-ცენტრ „თიდანის“ პერსონალური მწვრთნელი.

⭐ ⭐ ⭐ ვისაც გინდათ ჩემი პირადი მეთვალყურეობის ქვეშ ვარჯიში, უნდა მოხვიდეთ ფიტნეს-ცენტრ „თიდანის“ ფილიალში ყაზბეგის გამზ. 11ა, მეტრო სამედიცინოსთან, ან დამიკავშირდეთ ტ. 5 93 39 02 23

კარდიო დატვირთვებზე ჩემი სხვა პოსტები შეგიძლია ნახო http://tidani.ge/?cat=75

თუ მოგეწონა ეს პოსტი, გაუზიარე მეგობრებს და არ დაგავიწყდეს ჩემი ფეისბუქის გვერდის “ფიტნეს-ინსტრუქტორის რჩევები” – ის დალაიქება.

Facebook Comments