თემა 1. ადამიანის ჩონჩხის თეორიული და ფუნქციონალური (ძვლების შეერთება) ანატომია.

ძვლების შეერთების კლასიფიკაცია: უწყვეტი და წყვეტილი ძვლების შეერთება, ნახევრად მოძრავი სახსრები. უწყვეტი შეერთებების ტიპები. სახსრები – წყვეტილი შეერთებები. სახსრების ძირითადი და დამხმარე წარმონაქმნები. სახსრების კლასიფიკაცია. სახსრების აგებულების და ფორმის კავშირი შესასრულებელ ფუნქციასთან. ძვლების შერთებებში / ადგილებში მოქნილობის/მოძრაობის განმსაზღვრელი ფაქტორები.

სახსრები, მათი აგებულება. მკერდ – ლავიწის სახსარი, ლავიწ – აკრომიონის სახსარი, მკერდის და ნეკნების, მხარის, იდაყვის, სხივის, მენჯსახსარის, მუხლის და წვივის სასრების ადგილმდებარეობა და აგებულება. ამ სახსრებში მოძრაობა და ბრუნვის ღერძები. ხერხემლის სვეტი: განყოფილებები, რაოდენობა და მალების აგებულების თავისებურებები მისი ფუნქციებიდან გამომდინარე, ხერხემლის არხი/ხვრელი/ღრუ. ხერხემლის სვეტის ძვლების შეერთება. ხერხემლის სვეტის შემაერთებელი აპარატი. ხერხემლის სვეტის ფიზიოლოგიური ნადრეკები და გამრუდებები, მათი ფუნქციონალური დანიშნულება და ფორმირება. ხერხემლის სვეტის მოძრაობები.

მკერდის უჯრედის შემადგენლობა. მკერდის უჯრედის შეერთებები – ნეკნების შეერთება მკერდთან და ხერხემლის სვეტთან. ნეკნების ბრუნვის მექანიზმი.

Facebook Comments