რატომ არის ცურვა ვარჯიშის ყველაზე არაეფექტური სახეობა კანქვეშა ცხიმის წვისთვის?

63

დიდი შეცდომა იქნება, თუ კი ნებისმიერ კარდიო დატვირთვას აღვიქვამთ როგორც კალორიების დაწვის საშუალებას, რადგან ჩვენ არ ვხდებით მარტო კალორიების დაწვის ხარჯზე, იმისათვის რომ ჩვენ შევქმნათ კალორიების დეფიციტი და დავხარჯოთ მეტი კალორია ვიდრე ვიღებთ, გაცილებით ადვილია შევამციროთ კვება, ვიდრე ვირბინოთ ან ვიცურავოთ რამოდენიმე კილომეტრი.

მეორე, ცხიმი იწვება განსაკუთრებულ პირობებში, კერძოდ ორგანიზმში ჯერ უნდა დაიწვას სისხლში გლუკოზის და კუნთში გლიკოგენის მარაგები და ამის მერე ჩვენი მაჯისცემა უნდა იყოს ცხიმის წვის განსაზღვრულ დიაპაზონში, რათა გაეშვას ცხიმოვანი მჟავების დაჟანგვის პროცესი. როგორც ცნობილია ჩვენი ორგანიზმი ფუნქციონირებისათის საწვავად იყენებს ნივთიერება ატფ-ს და როდესაც სისხლში და კუნთებში გამოილევა გლუკოზის და გლიკოგენის სახით ატფ-ის რესინთეზის წყარო, სხეულმა საიდანღაც უნდა აიღოს ენერგია. თუ ჩვენი პულსი პირობითად არის 220 მინუს ჩვენი ასაკის 70%-ის ფარგლებში, ეს არის ცხიმის წვის აერობული ზონა, რა დროსაც ორგანიზმი ატფ-ის რესინთეზისათვის იყენებს ცხიმოვან მჟავებს. ამ დროს იწყება ჩვენ ორგანიზმში ცხიმის წვის პროცესი.

ეხლა ვნახოთ რატომ არის ცურვა არაეფექტური ცხიმის წვისთვის.

თუ ვნახავთ მოცურავეებს, მიუხედავად იმისა, რომ ისინი ცურვისას ხარჯავენ დიდი რაოდენობის კალორიებს, მათ მაინც არ აქვთ მუცელზე კუბიკები ისე, როგორც ეს ვთქვათ ბბ-ებს. მათ მცირე რაოდენობით, მაგრამ მაინც აქვთ კანქვეშა ცხიმი.

მოდით გავერკვეთ რატომ არ ეწვებათ მოცურავეებს კანქვეშა ცხიმი.

პირველი. იმისათვის, რომ ორგანიზმმა დაიწყოს ცხიმის წვა და არა უაზროდ კალორიების დაწვა, თქვენი გულისცემა უნდა იყოს გარკვეულ დიაპაზონში, წყალში ცურვისას კი პულსის დათვლას ვერ მოახერხებთ.

მეორე, წყლის ტემპერატურა აუზში, რომელშიც თქვენ გიწევთ ცურვა, არის საკმაოდ დაბალი. თქვენი ორგანიზმი გრძნობს, რომ გიწევთ ისეთ გარემოში ცურვა, სადაც გიხდებათ სითბოს გაცემა. ცივ წყალში ორგანიზმი ავტომატურად რთავს ისეთ მექანიზმებს, რომლებიც ეწინააღმდეგებიან სხეულის მიერ მომატებულ სითბო გაცემას. ანუ ორგანიზმი ცდილობს შეინარჩუნოს სითბო, არ გასცეს ენერგია სითბოს სახით. ამას მივყავართ იქამდე, რომ თქვენ კანქვეშა ცხიმში სისხლის მიმოქცევა ფერხდება, სხეულს არ აწყობს ცხიმის უჯრედიდან ცხიმოვანი მჟავების ამოღება. იმის გამო, რომ რაც არ უნდა თბილი წყალი იყოს აუზში, ის მაინც თქვენს შინაგან ტემპერატურაზე დაბალია და კანქვეშა ცხიმი ყველაზე ახლოსაა ცივ გარემოსთან, ეს ამცირებს ამ ადგილებში სისხლძარღვების კაპილარების გამტარობას იმისათვის, რომ შეამციროს სითბოს გაცემა და თბოდანაკარგები. სწორედ ამ მიზეზის გამო არ არიან მოცურავეები ბოლომდე გამომშრალები და კანქვეშ მაინც აქვთ გარკვეული ცხიმის ფენა.

თუ შევადარებთ მოცურავეებს მორბენლებთან, მორბენლებს ადვილად შეუძლიათ აკონტროლონ საკუთარი პულსი და საჭიროების შემთხვევაში თბილად ჩაიცვან და ისე ირბინონ სიცივეში. ამიტომ სირბილისას არ არის აუცილებლობა სხეულმა შეამციროს სითბოს გაცემა და თქვენ უკეთესად წვავთ ცხიმს, ვიდრე ცურვისას.

ავტ. ირაკლი კენჭოშვილი – ფიტნეს-ცენტრ „თიდანის“ პერსონალური მწვრთნელი.

⭐ ⭐ ⭐ ვისაც გინდათ ჩემი პირადი მეთვალყურეობის ქვეშ ვარჯიში, უნდა მოხვიდეთ ფიტნეს-ცენტრ „თიდანის“ ფილიალში ყაზბეგის გამზ. 11ა, მეტრო სამედიცინოსთან, ან დამიკავშირდეთ ტ. 5 93 39 02 23

კარდიო დატვირთვებზე ჩემი სხვა პოსტები შეგიძლია ნახო http://tidani.ge/?cat=75

თუ მოგეწონა ეს პოსტი, გაუზიარე მეგობრებს და არ დაგავიწყდეს ჩემი ფეისბუქის გვერდის “ფიტნეს-ინსტრუქტორის რჩევები” – ის დალაიქება.

Facebook Comments