ვიტამინი D.

Витамин-D

ვიტამინი D სპორტსმენებისათვის. მისი როლი კუნთის ზრდასა და ძალის მომატებაში, ცხიმის წვაში.

ეს ინფორმაცია ძალიან სასარგებლოა მათთვის, ვინც ვარჯიშობს ნატურალურად და არ იყენებს სტეროიდებს. ვიტამინი D მედიცინის მიერ ოფიციალურადაა აღიარებული როგორც ჰორმონი, რომელიც ფაქტიურად სტეროიდულ ჰორმონს წარმოადგენს (ამ ტერმინზე ბევრი კამათი მიდის) და რომელიც თავისი მნიშვნელობით შეიძლება ტესტოსტერონს გაუთანაბრდეს. ყველამ ვიცით ტესტოსტერონის მნიშვნელობა ბბ-ში, ვიტამინი D ტესტოსტერონის მსგავსად ანალოგიურად აგებს პასუხს ორგანიზმში ცილების სინთეზზე.

ჩატარებული კვლევებით დადგენილია, რომ მამაკაცებს, ვისაც აქვთ ვიტამინ D-ს დაბალი დონე, მათ ტესტოსტერონის დონეც დაბალი აქვთ. აღმოჩნდა, რომ ვიტამინი D ასტიმულირებს იმ ფერმენტს, რომელიც წარმოქმნის ტესტოსტერონს. გამოკვლევებით დადგინდა, რომ ვიტამინი D-ს სწორად გამოყენება ზრდის ტესტოსტერონის გამომუშავებას ორგანიზმში. მამაკაცები, რომლებსაც ბავშვობიდან ასმევდნენ თევზის ქონს, იკვებებოდნენ თევზით, დიდ დროს ატარებდნენ მზის სხივების ქვეშ, მათ აქვთ ტესტოსტერონის მაღალი დონე. დღეისათვის მამაკაცებში ხშირია ტესტოსტერონის დაბალი დონე, განსაკუთრებით ვისაც აწუხებს სიმსუქნე, წარმოუდგენელია მათი მკურნალობა ვიტამინ D-ს კომპენსაციის გარეშე.

ვიტამინი D ხელს უწყობს გახდომას სწორედ ცხიმის ხარჯზე. გარდა ამისა ის გავლენას ახდენს ჰორმონ ლეპტინზე (დანაყრების ჰორმონი), რითაც ასევე ხელს უწყობს წონის დაკლებას. დაბალკალორიული დიეტის დროს მისი მიღება დაგეხმარებათ 2-ჯერ სწრაფად დაიკლოთ წონაში. ინსულინრეზისტენტულობას და სიმსუქნის პრობლემებს უკავშირებენ ვიტამინ D-ს დეფიციტს.

ვიტამინი D საჭიროა იმისთვის, რომ ძვლები იყოს მაგარი, ის როგორც გასაღები აღებს ძვლის უჯრედს, რომ მასში მოხვდეს კალციუმი. ვინაიდან ის ხელს უწყობს კალციუმის ათვისებას, ეს მოქმედებს კუნთების მუშაობაზე და შესაბამისად კუნთები მუშაობენ უკეთესად. ის ასევე გვიცავს ართრიტისა და ოსტეოპოროზისგან, რაც ხშირად აწუხებთ სპორტსმენებს.

ჩვენი ორგანიზმის უჯრედები მელანოციტები გამოიმუშავებენ თავის, ენდოგენურ ვიტამინ D-ს, რომელიც დამოკიდებულია მზის გამოსხივებაზე. ასევე საკმარისი არ არის, რომ ჩვენ ორგანიზმში მოხვდეს ვიტამინი D საკვებთან ერთად, ამასთან ერთად ის უნდა გააქტიურდეს. ადამიანის ორგანიზმში ვიტამინი D2 ცირკულირებს და ხვდება კანის ქვეშ, სწორედ აქ ულტრაიისფერი გამოსხივების შედეგად ის ტრანსფორმირდება და გარდაიქმნება ვიტამინ D3-ად რომელიც უკვე აქტიურია. გამოდის რომ მზის გარეშე ვიტამინი D არ არის აქტიური და თუ არ ვართ ხშირად მზის ქვეშ ვიტამინი D არ გვყოფნის.

გავრცელებულია მოსაზრება, რომ ვიტამინი D მზის სხივებისგან სინთეზირდება და ეს საკმარისია ჩვენი ორგანიზმისთვის, თუმცა გამოკვლევები გვიჩვენებს, რომ ცხელ ქვეყნებში ვიტამინ D-ს დეფიციტი უფრო საგრძნობია. აქ მნიშვნელოვან როლს თამაშობს ისიც, რომ გარუჯული კანი არ ატარებს ულტრაიისფერ სხივებს. საქართველოშიც, მიუხედავად იმისა, რომ წელიწადის უმეტესი დღეები მზიანია, თუ ჩავიტარებთ გამოკვლევას, აღმოჩნდება რომ ჩვენც გვაკლია ვიტამინი D.

რას იწვევს ვიტამინი D-ს ნაკლებობა.

ვიტამინი D-ს დეფიციტი აქვს მოსახლეობის უმრავლესობას, მისი ნორმა არის 90 ერთეული. მისი ნაკლებობა იწვევს: ონკოლოგიურ და გულსისხლძარღვთა დაავადებებს, ჰიპერტონიას, რაქიტს, ასთმას, ართრიტს, დიაბეტს, უძილობას, დეპრესიას, კუნთების ტკივილს, ამცირებს სექსუალურ აქტიურობას.

რა დაავადებებისგან გვიცავს ვიტამინი D.

ვიტამინი D საჭიროა ჩვენი ტვინის ნორმალური მუშაობისათვის, ისეთი სახიფათო დაავადებების პროფილაქტიკისთვის როგორიცაა ალცგეიმერის და პარკინსონის დაავადებები, გაფანტული სკლეროზი.

ვიტამინი D გვიცავს აუტოიმუნური დაავადებებისგან, ეს არის ძალიან საშიში ანთებითი და ქრონიკული დაავადება, როდესაც ორგანიზმი საკუთარ ქსოვილებს აღიქვამს როგორც უცხო წარმოშობის ვირუსებს და ბაქტერიებს. ეს დაავადებები აზიანებს ჩვენი ნერვის მიელინურ გარსს. ნერვის მიელინური ცხიმოვანი გარსი იცავს ნერვს და არ აძლევს საშუალებას ნერვში გამავალ იმპულსს წავიდეს სხვაგან. აუტოიმუნური დაავადებები, როდესაც ჩვენ იმუნურ უჯრედებში ჩნდება აგრესია, ის თავს ესხმის ნერვს და აზიანებს ნერვის მიელინურ გარსს და ჩვენი ნერვული სისტემა გამოდის მწყობრიდან. ვიტამინ D-ს შეუძლია შეუერთდეს იმუნური უჯრედის რეცეპტორებს, შეცვალონ მათი მოდულაცია და ისინი შეწყვეტენ აგრესიას, აღარ დააზიანებენ ნერვის გარსს. სპეციალური გამოკვლევებით დადგინდა, რომ ორგანიზმში საკმარისი დოზით ვიტამინ D-ს არსებობა ამცირებს უმძიმესი აუტოიმუნური დაავადებების რისკს, კერძოდ გაფანტულ სკლეროზს.

ვიტამინი D ზემოქმედებს იმუნურ სისტემაზე, საგრძნობად ზრდის ორგანიზმის იმუნიტეტს. გვიცავს სასუნთქი გზების ინფექციებისგან, მაგალითად, გრიპისგან. ის ადამიანები ვინც იღებენ ამ პრეპარატს, ნაკლებად ინფიცირდებიან ვირუსული დაავადებებით გარშემომყოფთაგან განსხვავებით.

ვიტამინი D ასევე ზრდის იმუნიტეტს ონკოლოგიური დაავადებების მიმართ.

ვიტამინი D გვიცავს ჰიპერტონიისგან, გულის იშემიური დაავადებებისგან, მეორე ტიპის შაქრიანი დიაბეტისგან – ამაღლებს უჯრედის რეცეპტორების მგრძნობელობას ინსულინის მიმართ, ანუ ის ამცირებს ინსულინრეზისტენტულობას. ინსულინრეზისტენტობა ის მდგომარეობაა, როდესაც ქსოვილები და უჯრედები კარგავენ ამ ჰორმონისადმი მგრძნობელობას და ამის შედეგად სისხლში გლუკოზის დონე იმატებს. ამ პროცესს შეუძლია გამოიწვიოს როგორც II ტიპის დიაბეტი, ისე გულ-სისხლძარღვთა სისტემის მძიმე დაავადებები.

ვიტამინ D-ს იყენებენ როგორც ძვლებისთვის საჭირო პრეპარატს, რათა ძვლები არ იყოს დაბრეცილი (რაქიტი).

მას იყენებენ უშვილობის, მათ შორის მამაკაცური უნაყოფობის მკურნალობისას. ვიტამინი D პასუხს აგებს სპერმატოზოიდის ხარისხზე. სასარგებლოა თვალებისათვის, გვიცავს მხედველობის დაკარგვისაგან. გვიცავს კარიესისგან.

რომელი პროდუქტიდან ვიღებთ ვიტამინ D-ს.

ვიტამინ D-ს ჩვენ ვიღებთ ცხოველური წარმოშობის პროდუქტებიდან, მაგ. თევზი, ნატურალური ნაღების კარაქი, კვერცხის გული, ხორცის პროდუქტები, სუბპროდუქტები.
პროდუქტები რომლებიც შეიცავენ ვიტამინ D-ს: 3 ცალი კვერცხი შეიცავს ვიტამინ D -ს სადღეღამისო ნორმას. 100 გრამ თინუსში 3 დღის ნორმა, თევზის ქონი შეიცავს ვიტამინ D-ს.

თვითონ ვიტამინ D-ს დოზის გადამეტება შეუძლებელია, იმიტომ რომ ღვიძლში შევა იმდენი რამდენიც სჭირდება ორგანიზმს, დანარჩენი გამოვა ორგანიზმიდან. ვიტამინების კომპლექსები, რომლებიც შეიცავენ ვიტამინ D-ს მაქსიმუმ 1000 ერთეულს, როცა საჭირო დოზა იმუნიტეტის გასაზრდელად შეადგენს 5000 ერთეულს. მისი მიღება შესაძლებელია მუდმივად, ის ვერსად გროვდება, ის მიღებისთანავე იხარჯება.

თუმცა არის სამკურნალო პრეპარატები, D ვიტამინის აქტიური ფორმები, ეს უკვე D ჰორმონებია, რომლებიც თირკმელებში წარმოიქმნებიან, ეს პრეპარატები უნდა დანიშნოს მკაცრად ექიმმა და უნდა შემოწმდეს კალციუმის დონე, რომ არ მოხდეს დოზის გადამეტება. ვიტამინი D-ს გადამეტებული მიღება ტოქსიკურია და იწვევს კალციუმის დალექვას სისხლძარღვების კედლებზე. გართულების თავიდან აცილებისათვის საჭიროა ანალიზის ჩატარება და მისი მიღება ექიმის დანიშნულებით.

ვიტამინებზე და სპორტულ კვებაზე ჩემი სხვა პოსტები შეგიძლია ნახო http://tidani.ge/?cat=32

თუ მოგეწონა ეს პოსტი, გააზიარე და არ დაგავიწყდეს ჩემი ფეისბუქის გვერდის “ფიტნეს-ინსტრუქტორის რჩევები” – ის დალაიქება.

Facebook Comments