როგორ ჯობია, ჯერ გავხდეთ და მერე მოვიმატოთ მასა, თუ პირიქით, ჯერ მასა მოვიმატოთ და მერე გამოვშრეთ? შესაძლებელია თუ არა ერთდროულად დავწვათ ცხიმი და მოვიმატოთ კუნთური მასა?

28043_900

დამწყებები ხშირად სვამენ ამ კითხვას:

როგორ ჯობია, ჯერ გავხდეთ და მერე მოვიმატოთ მასა, თუ პირიქით, ჯერ მასა მოვიმატოთ და მერე გამოვშრეთ?

ჩემი პასუხი ამ კითხვაზე ასეთია, გააჩნია რამდენი ცხიმი გაქვთ, თუ გაქვთ სიმსუქნის პირველი ხარისხი ან ზევით, ან თქვენი სხეულის მასის ინდექსი 30%-ზე მეტია, მაშინ ცალსახად ჯერ უნდა გახდეთ.

სხეულის მასის ინდექსი იანგარიშება შემდეგნაირად:
სხეულის მასის ინდექსი = მასა (კგ-ში)/სიმაღლე კვადრატში (მეტრებში).

როგორც ცნობილია, კუნთის ზრდაზე გავლენას ახდენს ჰორმონი ტესტოსტერონი, რომელიც გამომუშავდება სიმძიმეებით ძალისმიერი ვარჯიშით. რაც უფრო მეტი ტესტოსტერონია ჩვენ ორგანიზმში, მით მეტად შევძლებთ გავზრდოთ ჩვენი კუნთები. ტესტოსტერონი მამაკაცური ჰორმონია და მის საპირისპიროდ ზოგიერთი ჰორმონი მაგ. ქალური ესტროგენები, ან ჰორმონი ლეპტინი, ხელს უწყობენ ცხიმის დაგროვებას. რაც მეტია ტესტოსტერონი, მით ნაკლებია ცხიმი და მეტია კუნთი, და რაც მეტია ესტროგენები და ლეპტინი, მით მეტია ცხიმი.

ეხლა ვნახოთ, რა მოხდება, თუ ჩვენ გვაქვს ზედმეტი ცხიმი და დავიწყებთ მასის მომატებაზე ვარჯიშს.

1. ეს არის ფერმენტი არომატაზა, რომელიც გარდაქმნის ტესტოსტერონს ესტროგენებში/ესტრადიოლში. ამ ფერმენტს გამოიმუშავებს ცხიმის უჯრედები და რაც მეტი ცხიმი გვაქვს, მით მეტი არომატაზა გამომუშავდება და მეტი ტესტოსტერონი კონვერტირდება ესტროგენებში. როცა ვიწყებთ სიმძიმეებით ვარჯიშს, ტესტოს დონე მატულობს, მაგრამ მსუქანი ადამიანის კუნთებამდე ის ვეღარ აღწევს იმ რაოდენობით, როგორც ეს ათლეტში, რომელიც ჯერ გახდა და მერე დაიწყო ვარჯიში. უარესიც, ის ტესტო, რომელმაც ვერ მიაღწია კუნთებამდე, გარდაიქმნა/კონვერტირდა ესტროგენში, უფრო მეტიც, მომატებული ესტროგენები აფერხებენ ტესტოს გამომუშავებას.

2. ჰორმონი ლეპტინიამცირებს მადას და ზრდის დანაყრების გრძნობას. მონაწილეობს ცხიმის დაგროვებაში, არეგულირებს შიმშილის გრძნობას და გამომუშავდება ასევე ცხიმის ქსოვილებით. ნორმაში ლეპტინის მომატება ამცირებს მადას. მაგრამ თუ ლეპტინის მიმართ ორგანიზმი განიცდის რეზისტენტობას (რეზისტენტობა ის მდგომარეობაა, როდესაც ქსოვილები და უჯრედები კარგავენ ამ ჰორმონისადმი მგრძნობელობას) მაშინ ადამიანი ბევრს ჭამს და კიდევ უნდა ჭამა, მას არ ეუფლება სიმაძღრის შეგრძნება. რაც უფრო იმატებს ადამიანი წონაში, მით მეტს ჭამს, მით მეტად ვითარდება ლეპტინის მიმართ რეზისტენტობა და ქრება დანაყრების შეგრძნება, შედეგად ისევ იმატებს წონაში. ამიტომ, რაც მეტია ცხიმი, მით მეტია ლეპტინი და მეტი ცხიმი გროვდება.

3. ცხიმს აქვს ტესტოსტერონის მიმართ მგრძნობიარე რეცეპტორები. ეს რეცეპტორები იჭერენ თავისუფალ ტესტოსტერონს რაც იმას ნიშნავს, რომ კუნთებამდე მიდის ნაკლები ტესტოსტერონი, რაც აფერხებს მათ ზრდას.

წარმოიდგინეთ ორი დამწყები მოვარჯიშე, რომელთაგან ერთი ჯერ გახდა, დარჩა მხოლოდ ზედმეტი 5 კგ. ცხიმი და მერე დაიწყო ვარჯიში და მეორე, რომელსაც აქვს ზედმეტი 20 კგ. და პირდაპირ დაიწყო მასის მომატებაზე ვარჯიში. ვთქვათ ორივემ მოიმატა 10 კგ. აქედან პირველი მოვარჯიშე მომატებს 6 კგ. კუნთს და 4 კგ. ცხიმს, ხოლო მეორე, რომელმაც მაშინვე დაიწყო მასის მომატება, მოიმატა 2 კგ. კუნთი და 8 კგ. ცხიმი. თქვენი აზრით ამის მერე ვისთვის უფრო ადვილია გამოშრობა: ვისაც თავიდან ჰქონდა ზედმეტი 5 კგ. პლიუს ახალი 4 კგ. ცხიმი ჯამში 9 კგ, ამავე დროს აქვს მეტი კუნთი, თუ მეორეს, რომელსაც თავიდანვე ქონდა 20 კგ. ცხიმი, დაემატა 8 კგ. ჯამში 28 კგ. და კუნთი აქვს ნაკლები?!

ეხლა გავცეთ პასუხი კითხვას:
შესაძლებელია თუ არა ერთდროულად დავწვათ ცხიმი და მოვიმატოთ კუნთური მასა?

ზემოთ ჩამოთვლილი მიზეზები გვაძლევენ საფუძველს დავასკვნათ, რომ თუ ჩვენი სხეულის მასის ინდექსი 30%-ზე მეტია, მაშინ ერთდროულად გახდომა და მასის მომატება შეუძლებელია.

იმისათვის რომ გავხდეთ, ჩვენ უნდა მივიღოთ ნაკლები კალორია, ვიდრე ვხარჯავთ, ხოლო თუ გვინდა მასის მომატება, უნდა მივიღოთ მეტი, ვიდრე ვხარჯავთ. ამიტომ მასის მომატებისას იმატებს ცხიმიც. ეს თეორიულად, მაგრამ პრაქტიკაში ზოგჯერ სხვანაირადაა, მე მქონია უამრავი შემთხვევა, როდესაც ახალდამწყებებმა ერთდროულად დაწვეს ცხიმი და მოიმატეს კუნთური მასა.

ერთდროულად ცხიმის დაწვა და კუნთური მასის მომატება ხდება იმ შემთხვევაში, თუ: ადამიანის სხეულის მასის ინდექსი 30%-ზე ნაკლებია, არის დამწყები, გადავიდა სწორ კვებაზე და ვარჯიშობს სწორად შედგენილი სავარჯიშო პროგრამით. ეს პროცესი მიმდინარეობს ხანმოკლე დროით და აუცილებლად უნდა კონტროლდებოდეს არა სასწორით, არამედ სხვა პარამეტრებით. თუ თქვენი წელის გარშემოწერილობა შემცირდა, ხოლო მხრების და ბიცეპსის გარშემოწერილობამ მოიმატა, ე.ი. თქვენ ცხიმიც დაწვით და კუნთური მასაც მოიმატეთ.

სწორედ ამიტომ, ვინც მოდის ფიტნეს ცენტრ „თიდანში“ სავარჯიშოდ და აქვს ზედმეტი ცხიმი, ჩვენ პირველ რიგში ვიწყებთ გახდომით, ვასწავლით სწორ კვებას და ვუდგენთ ინდივიდუალურ ცხიმისმწველ სავარჯიშო პროგრამას. მას შემდეგ, რაც ცხიმის შემცველობა ორგანიზმში ჩამოვა ნორმამდე, ჩვენ გადავდივართ ძალისმიერ ვარჯიშებზე და ვიწყებთ მასაზე მუშაობას.

ავტ. ირაკლი კენჭოშვილი – ფიტნეს-ცენტრ „თიდანის“ პერსონალური მწვრთნელი.

⭐ ⭐ ⭐ ვისაც გინდათ ჩემი პირადი მეთვალყურეობის ქვეშ ვარჯიში, უნდა მოხვიდეთ ფიტნეს-ცენტრ „თიდანის“ ფილიალში ყაზბეგის გამზ. 11ა, მეტრო სამედიცინოსთან, ან დამიკავშირდეთ ტ. 5 93 39 02 23

დამწყებებისთვის ჩემი სხვა პოსტები შეგიძლია ნახო http://tidani.ge/?cat=34

თუ მოგეწონა ეს პოსტი, გაუზიარე მეგობრებს და არ დაგავიწყდეს ჩემი ფეისბუქის გვერდის “ფიტნეს-ინსტრუქტორის რჩევები” – ის დალაიქება.

Facebook Comments

დისკუსია დახურულია.