ზემო კიდურის ჩონჩხი.

zemo_kiduri_M


ზემო კიდურის სარტყელი.
ზემო კიდურის თავისუფალი ნაწილის ჩონჩხი.

ზემო კიდურის სარტყელი.
ლავიწი

ლავიწი, წყვილი ლულოვანი, S-ისებრი ფორმის ძვალია; აქვს სხეული და ორი ბოლო – სამკერდე ბოლო და აკრომიული (სამხრე) ბოლო.

ლავიწის სამკერდე ბოლო მომრგვალებული, გასქელებულია და აქვს სამკერდე სასახსრე ზედაპირი, რითაც იგი ენაწევრება მკერდის ტარს. აკრომიული სასახსრე ზედაპირით კი ლავიწი ენაწევრება ბეჭის აკრომიონს.

ბეჭის ძვალი

ბეჭი, ბრტყელი ძვალია, რომელიც მდებარეობს ზურგის კუნთებს შორის II – VIII ნეკნების დონეზე. ბეჭის ძვალს აქვს სამკუთხედის ფორმა და შესაბამისად მასზე განარჩევენ სამ კიდეს: ზემოს, მედიალურსა და ლატერალურს.

ზემო კიდურის თავისუფალი ნაწილის ჩონჩხი.

მხრის ძვალი

მხრის ძვალი გრძელი ლულისებრი ძვალია; მასში არჩევენ სხეულსა (ეპიფიზი) და ორ ბოლოს – ზემო (პროქსიმალური ეპიფიზი) და ქვემო (დისტალური ეპიფიზი) ბოლოებს.

წინამხრის ძვლები (სხივი, იდაყვი)

წინამხრის ჩონჩხი შედგება ორი ლულისებრი ძვლისაგან:
სხივის ძვლისა და იდაყვის ძვლისაგან.

სუპინაციის მდგომარეობაში ძვლები ერთმანეთის პარალელურად მდებარეობენ; მათ შორის არსებულ თავისუფალ სივრცეს წინამხრის ძვალთაშუა სივრცე ეწოდება. იდაყვის ძვალი მდებარეობს მედიალურად, სხივის ძვალი – ლატერალურად.

სხივის ძვალი.

სხივის ძვალი, მიეკუთვნება ლულისებრ ძვლებს; სუპინაციის მდგომარეობაში სხივის ძვალი თავსდება გარეთა მხარეზე, ცერის გასწვრივ, ხოლო იდაყვის ძვალი შიგნითა მხარეზე, ცერის გასწვრივ. სხივის ძვალს აქვს სხეული და ორი ბოლო: ზემო და ქვემო ბოლოები.

იდაყვის ძვალი.

იდაყვის ძვალი, გრძელი ლულისებრი ძვალია. მასში განარჩევენ სხეულს და ორ ბოლოს: ზემო და ქვემო ბოლოებს. იდაყვის ძვლის სხეული, სამწახნაგიანია.

მტევნის ძვლები

მტევანი შედგება შემდეგი ძვლებისაგან:
1. მაჯის ძვლები
2. ნების ძვლები
3. მტევნის თითების ფალანგები

მაჯის ძვლები დაწყობილია ორ რიგად. მათგან ზედა, ანუ პროქსიმალური რიგის ძვლები ენაწევრება წინამხრის ძვლების დისტალურ ნაწილს, ხოლო მეორე, ანუ დისტალური რიგის ძვლები მიმართულნი არიან ნებისაკენ.

პროქსიმალური რიგის ძვლებია: ნავისებრი ძვალი, მთვარისებრი ძვალი, სამწახნაგიანი ძვალი და ცერცვისებრი ძვალი. დისტალური რიგის ძვლებია: ტრაპეციული ძვალი, ტრაპეცოიდული ძვალი, თავდიდა ძვალი და კავიანი ძვალი.

ნების ძვლები წარმოდგენილია 5 მოკლე ლულოვანი ძვლით. თითოეულ ძვალში განარჩევენ სხეულსა და ორ ბოლოს: ზემო და ქვემო ბოლოებს.

მტევნის თითების ძვლები (ფალანგები) პატარა, ლულოვანი ძვლებია. პირველ (დიდ) თითს აქვს ორი ფალანგი: პროქსიმალური ფალანგი და დისტალური ფალანგი. დანარჩენ თითებს აქვთ კიდევ ერთი, შუა ფალანგი. ყველა ფალანგს აქვს ფუძე, სხეული და თავი.

ფიტნესში პერსონალური მწვრთნელისთვის დამხმარე მასალები შეგიძლია ნახო http://tidani.ge/?cat=642

თუ მოგეწონა ეს პოსტი, გააზიარე და არ დაგავიწყდეს ჩემი ფეისბუქის გვერდის “ფიტნეს-ინსტრუქტორის რჩევები” – ის დალაიქება.

Facebook Comments