ცხიმისმწველები.

termogennie

დავიწყოთ იქიდან, რომ გახდომის მთავარი პირობაა კალორიების დეფიციტი და კარგი მეტაბოლიზმი. მეტაბოლიზმის ასაჩქარებლად ყველაზე კარგი ხერხია დანაწევრებული/დაბალანსებული მრავალჯერადი კვება და ვარჯიში. მეტაბოლიზმის კიდევ უფრო დაჩქარება და ენერგიის გამოსამუშავებლად ორგანიზმის მიერ უშუალოდ ცხიმის გაცემა შესაძლებელია სააფთიაქო პრეპარატების დახმარებითაც, რომლებსაც ასეც ეძახიან – ცხიმისმწველები.

ცხიმისმწველები შეიძლება დავყოთ მოქმედების მიხედვით 3 ტიპად:

1. ლიპოტროპული პრეპარატები.
2. თერმოგენული ცხიმისმწველები.
3. ადრენომიმეტიკები.

დავიწყოთ ლიპოტროპიკებით – ლიპოტროპული პრეპარატებით, რომლებიც ნაკლებად ეფექტურია, სამაგიეროდ სრულიად უსაფრთხო. ლიპოტროპიკები ნივთიერებათა ცვლის აჩქარებით ეხმარება ცხიმის სწრაფად დაშლას ორგანიზმში მისი გადატვირთვის და სტრესის გარეშე. ფიზიკური დატვირთვისას მათ შეუძლიათ ცხიმოვანი მჟავების გამოთავისუფლება ცხიმის უჯრედებიდან და მათი გამოყენება ენერგიის მისაღებად.

ლიპოტროპიკების შემადგენლობაში შედის:
ლიპოის მჟავა
ვიტამინი В6
მეთიონინი (ამინომჟავა)
სელენი
სხვადასხვა ბალახის ექსტრაქტები
ლ კარნიტინი
კოფეინი

ყველაზე ცნობილი ლიპოტროპიკია ლ კარნიტინი (იხ. აქ ლ კარნიტინი), რომელიც ეხმარება ცხიმოვანი მჟავების უჯრედის მიტოქონდრიაში ტრანსპორტირებას. მიტოქონდრიები გამოიმუშავებენ ენერგიას ცხიმიდან, ცხიმის მჟავის მიტოქონდრიაში მოხვედრისას ის გარდაიქმნება ატფ-ში, რომელიც არის უჯრედის ენერგიის წყარო. ლ კარნიტინი არის ჩვეულებრივი ამინომჟავა, რომელსაც ვიღებთ საკვებიდან.

შემდეგი ტიპის ცხიმისმწველებია თერმოგენიკები. თერმოგენიკების მუშაობის პრინციპი ასეთია: სხეულის ტემპერატურის აწევა, ნივთიერებათა ცვლის დაჩქარება და მიღებული ენერგიის დახარჯვა. თუ ენერგიას არ ვხარჯავთ, ის ვერსად ვერ გაქრება და გარდაიქმნება სითბოში, ამიტომ ასეთ ცხიმისმწველებს ეძახიან თერმოგენიკებს. ისინი ააქტიურებენ ცენტრალურ ნერვულ სისტემას და აქვეითებენ მადას.

თერმოგენიკების შემადგენლობაში შედის:

კოფეინი
ჰიდროქსილიმონის მჟავა – აქვეითებს მადას, ანელებს ჭარბი ნახშირწყლების გარდაქმნას ცხიმებად
ხოლინი
გუარანა
მწვანე ჩაის ექსტრაქტი

ასეთი ტიპის ცხიმისმწველების მიღებისას თქვენ გიჩქარდებათ გულის პულსი, 1-2 გრადუსით იმატებს შინაგანი ტემპერატურა, შეიძლება დაგეწყოთ თავის ტკივილი და გაღიზიანება.

თერმოგენიკები არ არის რეკომენდირებული მათთვის, ვისაც აწუხებს არითმია, ტახიკარდია და გულსისხლძარღვთა სხვა დაავადებები, ჰიპერტონია, ღვიძლის და თირკმელების უკმარისობა, ასევე ფარისებრი ჯირკვალის დაავადებები.

თერმოგენიკების უკუჩვენებები:

ტახიკარდია (გაძლიერებული გულისცემა)
წნევის მომატება
აღგზნებადობა და გაღიზიანებლობა
კანკალი
ოფლიანობა
უძილობა
გულის რევის შეგრძნება
საჭმლის მონელების არევა

თუ გაქვთ რაიმე უკუჩვენება ამ პრეპარატებზე, შეამცირეთ დოზა, ან შეწყვიტეთ მათი მიღება.

ცხიმისმწველების მიღების წესი.

ცხიმისმწველები უნდა მიიღოთ ერთი თვის განმავლობაში, ამის შემდეგ 1-2 კვირა უნდა შეისვენოთ. არ გადააჭარბოთ დოზირებას, რადგან დიდი დოზით მათი მიღება სახიფათოა ჯანმრთელობისთვის. ცხიმისმწველები არ მიიღოთ საღამოს, რადგან ამან შეიძლება გამოიწვიოს უძილობა. მათი მიღების ყველაზე კარგი დროა დილით და ვარჯიშამდე.

ადრენომიმეტიკები ისეთი ნივთიერებებია, რომლებიც აძლიერებენ ადრენალინის და ნორადრენალინის გამოყოფას, ან ასტიმულირებს რეცეპტორებს, რომლებიც რეაგირებენ ადრენალინზე და ნორადრენალინზე. ეს ჰორმონები ერთერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ჰორმონებია ცხიმისმწველი ჰორმონებიდან. ჩვენ ორგანიზმში არის ბევრი რეცეპტორები, რომლებიც რეაგირებენ სხვადასხვა სიგნალებზე, მათ შორის არის ალფა და ბეტა რეცეპტორები. ალფა რეცეპტორები ბლოკავენ ცხიმის წვას, ხოლო ბეტა რეცეპტორები ასტიმულირებენ ცხიმის წვას. ადრენომიმეტიკები მოქმედებს ალფა და ბეტა რეცეპტორებზე.

ყველაზე ცნობილი პრეპარატი ამ ჯგუფიდან არის კლენბუტეროლი, რომელიც აღაგზნებს ბეტა რეცეპტორებს და ცხიმის წვაც მიმდინარეობს უკეთესად. თუმცა მას აქვს უკუჩვენებებიც, ეს არის: გახშირებული გულისცემა, ტრემორი, მოუსვენრობა.

შემდეგი პრეპარატია იოხიმბინი, რომელიც მოქმედებს ალფა რეცეპტორებზე. ალფა რეცეპტორები ხელს უშლის ცხიმის წვას, ხოლო იოხიმბინი ბლოკავს ალფა რეცეპტორებს, შესაბამისად ცხიმის წვას ხელი აღარ ეშლება. იოხიმბინის უკუჩვენებებია: ის აფართოებს სისხლძარღვებს, განსაკუთრებით წელს ქვევით, იწვევს გახშირებულ გულისცემას, თავბრუს ხვევას და ძილიანობას.

კოფეინი. კოფეინს ბევრი ცხიმისმწველი თვისება აქვს და ის შედის ნებისმიერი ცხიმისმწველის შემადგენლობაში. კოფეინი ასტიმულირებს ბეტა რეცეპტორებს. მისი უკუჩვენებებია: ის მოქმედებს ჩვენს ნერვულ სისტემაზე, რამაც შეიძლება გამოიწვიოს ნერვული სისტემის გადაღლა, გონებრივი და ფიზიკური შრომისუნარიანობის დაქვეითება.

სინეფრინი. ამ ნივთიერებას იღებენ მწარე ფორთოხლისგან, რომელიც ძალიან ჰგავს ადრენალინს. მისი მიღება იწვევს ორგანიზმის იგივე რეაქციას, რასაც ადრენალინის გამოყოფა. მატულობს ნერვული სისტემის აქტიურობა და თერმოგენეზი, აქტიურდება მეტაბოლიზმი, ამცირებს მადას. ეს ყველაფერი დადებითად მოქმედებს ცხიმის წვაზე. უკუჩვენებები იგივეა, რაც აქვთ ყველა ადრენომიმეტიკებს: გახშირებული გულისცემა, წნევის მომატება და თავის ტკივილი.

ცხიმისმწველების მუშაობის ეფექტურობა დამოკიდებულია თქვენი ორგანიზმის რეაქციაზე მასში შემავალ ინგრედიენტებზე. ამავე დროს რაც უფრო დაბალეფექტურია ცხიმისმწველი, მით უფრო უსაფრთხოა ჯანმრთელობისთვის და პირიქით. მწარმოებლები ხშირად ეშმაკობენ და ცხიმისმწველების შემადგენლობაში შეყავთ დიურეტიკები/შარდმდენები, რომლებსაც ორგანიზმიდან გამოაქვთ სითხე, სითხის დაკარგვა კი არ ნიშნავს ცხიმის დაწვას. როგორც კი თქვენ მიიღებთ სითხეს, დაკლებული კილოგრამები კვლავ დაბრუნდება და თქვენი აღრფთოვანება, რომ ცხიმისმწველმა ერთი მიღებით დაგაკლებინათ 2 კგ. ცხიმი, შეიცვლება იმედგაცრუებით.

არ შეიძლება ცხიმისმწველების მიღება დიდი ხნის განმავლობაში, ვინაიდან ორგანიზმი ეგუება პრეპარატს და მისი ეფექტურობა საგრძნობლად მცირდება. გარდა ამისა იზრდება გულსისხლძარღვთა დაავადებების განვითარების რისკი.

არ არსებობს ისეთი ცხიმისმწველი, რომელიც იქნება ისეთივე ეფექტური, როგორც სწორი კვება. ნუ იჩქარებთ ცხიმისმწველების გამოყენებას. ცხიმისმწველები მუშაობენ მხოლოდ მაშინ, როდესაც ხართ სწორ კვებაზე, ერთდროულად უკონტროლოდ კვება, ცხიმისმწველების მიღება და გახდომა შეუძლებელია. როდესაც თქვენ გამოასწორებთ კვებას და მიიღებთ შედეგს, თქვენ შეგიძლიათ სცადოთ ცხიმისმწველები. კალორიების დეფიციტი ცხიმისმწველების მუშაობის აუცილებელი პირობაა.

კიდევ ერთი მიზეზი რატომ არ უნდა იჩქაროთ ცხიმისმწველების მიღება – გაუვარჯიშებელი გულსისხლძარღვთა სისტემა. როგორც კი თქვენ დაარეგულირებთ კვებას, დაიწყებთ ვარჯიშს, თქვენი გულსისხლძარღვთა სისტემა რამოდენიმე თვეში ადვილად გაუმკლავდება ცხიმისმწველების უკუჩვენებებს.

ავტ. ირაკლი კენჭოშვილი – ფიტნეს-ცენტრ „თიდანის“ პერსონალური მწვრთნელი.

⭐ ⭐ ⭐ ვისაც გინდათ ჩემი პირადი მეთვალყურეობის ქვეშ ვარჯიში, უნდა მოხვიდეთ ფიტნეს-ცენტრ „თიდანის“ ფილიალში ყაზბეგის გამზ. 11ა, მეტრო სამედიცინოსთან, ან დამიკავშირდეთ ტ. 5 93 39 02 23

ვიტამინებზე და სპორტულ კვებაზე ჩემი სხვა პოსტები შეგიძლია ნახო http://tidani.ge/?cat=32

თუ მოგეწონა ეს პოსტი, გაუზიარე მეგობრებს და არ დაგავიწყდეს ჩემი ფეისბუქის გვერდის “ფიტნეს-ინსტრუქტორის რჩევები” – ის დალაიქება.

Facebook Comments