ლიპიდები.

1-1320500255_membrane-01

ლიპიდები არის ცხიმების და ცხიმისმაგვარი ნივთიერებების ფართო ჯგუფი, რომლებიც გვხვდება ყველა ცოცხალ უჯრედში. ლიპიდები ქმნიან ენერგეტიკულ რეზერვს, მცენარეთა და ცხოველთა წყალგაუმტარ და თერმოსაიზოლაციო საფარველს და იცავს მათ მექანიკური დაზიანებისაგან. ისინი არაპოლარულები არიან, შესაბამისად ჰიდროფობური, ანუ არ იხსნებიან წყალში, მაგრამ კარგად იხსნებიან ორგანულ გამხსნელებში, მაგ. ეთერში, ქლოროფორმაში, ბენზინში. ზოგიერთ უჯრედში ლიპიდები ძალიან ცოტაა 5-10%, ზოგში კი მათი შემცველობა 90%-ს აღწევს, მაგ. მზესუმზირა, ან კანქვეშა ცხიმის უჯრედები.

როგორი აგებულება აქვს ცხიმებს.

ცხიმები შედგება 2 ნაწილისგან, ერთი მოლეკულა გლიცერინისგან/სპირტისგან და 3 ცხიმოვანი მჟავისაგან. გლიცერინს აქვს 3 ნახშირბადი და 3 OH ჯგუფი, რომლებსაც შეუძლიათ შეუერთდნენ 3 ცხიმოვანი მჟავის OH ჯგუფს, რა დროსაც გამოიყოფა წყალი და რჩება ცხიმი. სპირტისა და მჟავების შეერთებას ეძახიან ეთერს.

ლიპიდები რთული ეთერებია. ქიმიური შემადგენლობის მიხედვით ლიპიდებს ყოფენ რამდენიმე კლასად.

მარტივი ლიპიდები:
ტრიაცილგლიცეროლები – ნეიტრალური ცხიმები, ცვილი

რთული ლიპიდები:
ფოსფოლიპიდები, გლიკოლიპიდები, სტეროიდები

მარტივი ლიპიდები.

ნეიტრალური ცხიმები ყველაზე გავრცელებული ცხიმებია ბუნებაში. მისი მოლეკულა წარმოიქმნება ცხიმოვანი მჟავების 3 მოლეკულისა და 3 ატომიანი ერთი მოლეკულა სპირტის, გლიცერინისგან. ამ ჯგუფში შედის ცხიმები, რომლებიც მყარ მდგომარეობაშია 20 გრადუს ტემპერატურაზე და ზეთები, რომლებიც თხევადია ამავე ტემპერატურაზე. ამ ჯგუფს მიეკუთვნება კანქვეშა ცხიმი.

ცვილი

ცვილი — ცხოველური ან მცენარეული წარმოშობის ცხიმისებრი ნივთიერებაა. შედგება უმაღლესი ცხიმოვანი მჟავებისა და მაღალმოლეკულური სპირტების რთული ეთერებისაგან. ისინი ფარავენ ცხოველების კანს, ტყავს და იცავს მათ წყლისგან. ფუტკრები ცვილისგან ამზადებენ ფიჭას.

რთული ლიპიდები.

სხვა ნივთიერებების, მაგ. ცილების და ნახშირწყლების მოლეკულებთან ლიპიდების კომპლექსს მიაკუთვნებენ რთულ ლიპიდებს.

ფოსფოლიპიდები – რთული ლიპიდები, რომელთა მოლეკულა ფოსფორმჟავას ნაშთს შეიცავს. ფოსფოლიპიდები შეიცავენ აგრეთვე გლიცერინს და ცხიმოვან მჟავებს. ფოსფოლიპიდები ფართოდაა გავრცელებული როგორც ცხოველურ ისე მცენარეულ ორგანიზმებში, აგრეთვე მიკრობებში. ისინი შედიან ყველა უჯრედის მემბრანების შემადგენლობაში და განაპირობებენ ამ უკანასკნელთა აღნაგობას, აგრეთვე განვლადობას, მათზე განლაგებული ფერმენტების აქტივობას.

ლიპოპროტეიდები – ლიპოპროტეიდები ცილისა და ლიპიდისაგან წარმოქმნილი კომპლექსები. შედის მცენარეული და ცხოველური ორგანიზმების ბიოლოგიური მემბრანების შემადგენლობაში და სხვა ფირფიტოვან სტრუქტურებში. თავისუფალი სახით ლიპოპროტეინებს შეიცავს სისხლის პლაზმა. ლიპოპროტეინები განსხვავდება ქიმიური შემადგენლობისა და ლიპიდისა და ცილის კომპონენტის თანაფარდობით. ლიპოპროტეინებს ყოფენ ოთხ მთავარ კლასად:

მაღალი სიმკვრივის ლიპოპროტეინები — ფოსფოლიპიდები
დაბალი სიმკვრივის ლიპოპროტეინები — უმთავრესად ქოლესტეროლი
მეტად დაბალი სიმკვრივის ლიპოპროტეიდები — ტრიგლიცერიდები
ქილიმიკრონები

ცხიმების ფუნქციები უჯრედში.

ენერგეტიკული ფუნქცია ლიპიდების მთავარი ფუნქციაა. ცხიმები არის საშუალება შეინახოს ენერგია დიდი ხნის განმავლობაში. 1 გრამი ლიპიდების დაჟანგვით გამოიყოფა 9 კკალ. ენერგია, თითქმის 2-ჯერ მეტი, ვიდრე ცილების და ნახშირწყლების დაწვით. ლიპიდები უჯრედში ენერგიის დეპონირების კომპაქტური ფორმაა, ანუ მასის ერთეულზე უფრო მეტ ენერგიას იძლევა. ამიტომ ლოგიკურია, რომ ცხოველები და ადამიანები საკვები ნივთიერებების გრძელვადიან მარაგებს ინახავენ ცხიმებში.

სტრუქტურული, ანუ სამშენებლო ფუნქცია. ცილებთან კომპლექსში ლიპიდები წარმოადგენენ ყველა უჯრედის მემბრანის სტრუქტურულ კომპონენტს.

მომმარაგებელი ფუნქცია. ცხიმები და ზეთები წარმოადგენენ სარეზერვო საკვებ ნივთიერებებს ცხოველებისა და მცენარეებისათვის.

ლიპიდები შეიძლება გამოყენებული იქნას როგორც წყლის მარაგი, ანუ 1 გრამი ცხიმოვანი მჟავების დაჟანგვით გამოიყოფა 1 გრამზე მეტი წყალი. ეს ძალიან მნიშვნელოვანია უდაბნოს ცხოველების თვითგადარჩენისთვის, მაგ. აქლემებისთვის. მათ კუზში მომარაგებული აქვთ ცხიმი, 1 კგ. ცხიმის დაჟანგვით გამოიყოფა 1.1 კგ. წყალი (იმიტომ, რომ ცხიმი იჟანგება ჟანგბადით, 1 კგ. ცხიმს დაემატა 100 გრამი ჟანგბადი).

დამცავი ფუნქცია. ლიპიდები გვიცავენ მექანიკური და ფიზიკური დაზიანებებისაგან. ცხიმის ფენა უზრუნველყოფს შინაგანი ორგანოების ამორტიზაციას, იცავს მათ მექანიკური დაზიანებისაგან. ცხოველებსა და მცენარეებში ცვილის ფენა გამოიყენება როგორც წყალგაუმტარი საფარველი. ცვილი, რომელიც ფარავს მცენარეებს, იცავს მათ წყლის ზედმეტი აორთქლებისგან. ეს ძალიან მნიშვნელოვანია მცენარეებისთვის გვალვის დროს წყლის დეფიციტის პირობებში.
თერმოსაიზოლაციო ფუნქცია. კანქვეშა ცხიმის ფენა ეწინააღმდეგება თბოგადაცემას, იცავენ ჩვენ ორგანიზმს ტემპერატურული ცვლილებებისგან. ეს მნიშვნელოვანია ცოცხალი არსებებისთვის რომლებიც ცხოვრობენ მკაცრი ცხელი და ცივი კლიმატის პირობებში.

რეგულატორული ფუნქცია. ლიპიდები არიან ზოგიერთი ვიტამინების (მაგ. ვიტამინები A, D, E შედგება ცხიმისაგან) და ჰორმონის, მაგ. სასქესო ჰორმონების ტესტოსტერონის და ესტროგენის წინამორბედები. არეგულირებს მცენარეების ზრდას.

ავტ. ირაკლი კენჭოშვილი – ფიტნეს-ცენტრ „თიდანის“ პერსონალური მწვრთნელი.

⭐ ⭐ ⭐ ვისაც გინდათ ჩემი პირადი მეთვალყურეობის ქვეშ ვარჯიში, უნდა მოხვიდეთ ფიტნეს-ცენტრ „თიდანის“ ფილიალში ყაზბეგის გამზ. 11ა, მეტრო სამედიცინოსთან, ან დამიკავშირდეთ ტ. 5 93 39 02 23

თეორიული ცოდნის გაღრმავებისთვის ჩემი სხვა პოსტები შეგიძლია ნახო http://tidani.ge/?cat=608

თუ მოგეწონა ეს პოსტი, გაუზიარე მეგობრებს და არ დაგავიწყდეს ჩემი ფეისბუქის გვერდის “ფიტნეს-ინსტრუქტორის რჩევები” – ის დალაიქება.

Facebook Comments