ლიპოლიზი.

maxresdefault

იმისათვის რომ დავწვათ კანქვეშა ცხიმი, ჯერ უნდა წავიდეს ლიპოლიზის პროცესი ცხიმის უჯრედში, ამის გარეშე ცხიმს ვერ დავწვავთ. ლიპოლიზი წარმოადგენს ყველაზე მნიშვნელოვან ენერგეტიკულ პროცესს უჯრედში, რომელიც უზრუნველყოფს ყველაზე დიდი რაოდენობის ატფ-ის სინთეზს.

ცხიმი ჩვენ ორგანიზმში ინახება ცხიმის უჯრედებში ტრიგლიცერიდების სახით. ქიმიური შემადგენლობით ცხიმები შედგება გლიცერინისგან და ცხიმოვანი მჟავებისაგან. ტრიგლიცერიდები არის სამი მოლეკულა ნახშირბადი – ამ ჯაჭვში სამი ცხიმოვანი მჟავა შეერთებულია გლიცერინით. ლიპოლიზი არის ფერმენტ ლიპაზას ზემოქმედებით ტრიგლიცერიდების ცხიმოვან მჟავებად და გლიცერინად დაშლის პროცესი. ეს ფერმენტები გამოიყოფა 30-40 წუთის აქტიური დატვირთვის შემდეგ. ლიპაზა მგრძნობიარეა ისეთი ჰორმონების მიმართ, როგორიცაა ზრდის ჰორმონი და კატექოლამინები – ადრენალინი.

ცხიმის წვის, ლიპოლიზის პროცესს აქვს 3 სტადია:

1. ჰორმონალური აღგზნება, სადაც მნიშვნელოვანია ისეთი ჰორმონები როგორიცაა სომატოტროპინი (ზრდის ჰორმონი), ტიროქსინი, ადრენალინი, ინსულინი.

2. ცხიმოვანი მჟავების გადატანა მიტოქონდრიებში ენერგიის მისაღებად.

3. ცხიმი ამცნობს სხეულს გააგრძელოს თუ არა ცხიმის მობილიზება ენერგიის მისაღებად თუ შეაჩეროს ცხიმის წვა.

როდესაც ორგანიზმში მატულობს ადრენალინის და ზრდის ჰორმონის დონე, აქტიურდება ეს ენზიმა – ჰორმონომგრძნობიარე ფერმენტი ლიპაზა, რომელიც განაცალკევებს ცხიმოვან მჟავებს გლიცერინიდან. როგორც კი ცხიმოვანი მჟავები განთავისუფლდება, ისინი გამოყენებული უნდა იქნან როგორც ენერგიის წყარო, რადგან მათ შეუძლიათ დაბრუნდნენ ცხიმის უჯრედებში და ისევ გაერთიანდნენ ტრიგლიცერიდებად. ცხიმოვანი მჟავების გამოყენების ყველაზე კარგი ხერხია ვარჯიში. როცა ცხიმოვანი მჟავები გამოთავისუფლდებიან ტრიგლიცერიდებიდან, საჭიროა ისინი მოხვდნენ ჩონჩხის კუნთების უჯრედების მიტოქონდრიებში. ამისათვის პირველ რიგში საჭიროა ჰორმონების დონის აწევა. ყველაზე კარგი ხერხი არის ინტერვალური ვარჯიში, რომელიც ორგანიზმში იწვევს ადრენალინის და ზრდის ჰორმონის მოზღვავებას, რომლებიც ხელს უწყობენ ლიპოლიზს და ცხიმოვანი მჟავების დაწვას.

ლიპოლიზის შემდეგ ცხიმოვანი მჟავები ხვდება სისხლში, საიდანაც კარნიტინის მეშვეობით ტრანსპორტირდება მიტოქონდრიებში. მიტოქონდრიებში ცხიმოვანი მჟავები იჟანგება და გამოიყოფა CO2, წყალი და ატფ. (მაგ. ერთი მოლეკულა ცხიმის დაჟანგვით წარმოიქმნება 131 მოლეკულა ატფ, ეს უფრო ეფექტურია, ვიდრე ნახშირწყლების დაწვის შედეგად მიღებული ატფ-ის 38 მოლეკულა). თუ არ მოხდა ცხიმოვანი მჟავების გამოყენება, მაშინ ისინი ხელახლა დეპონირდება ცხიმის ქსოვილში და გლიცერინთან გაერთიანდება ტრიგლიცერიდებში.

გასათვალისწინებელია სხვა ფაქტორებიც, რომლებიც გავლენას ახდენენ მიტოქონდრიების ფუნქციებზე. პირველ რიგში უნდა გავითვალისწინოთ, თუ რამდენი ნახშირწყალია თქვენს კუნთებში. ვარჯიში და დაბალ ნახშირწყლოვანი დიეტა გამოფიტავს კუნთის უჯრედებს გლიკოგენის მარაგებისგან, რის მერეც მიტოქონდრიები გამოიყენებენ ცხიმოვან მჟავებს ენერგიის წყაროდ.

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია მიტოქონდრიების რაოდენობა უჯრედებში, თუ მათი რაოდენობა მცირეა, თქვენ გექნებათ დაბალი მეტაბოლიზმი, რაც იმას ნიშნავს, რომ ცხიმს ეფექტურად ვერ დაწვავთ. ვარჯიშის დროს თქვენ ორგანიზმში არის ბევრი ცხიმოვანი მჟავები, რომლებსაც ზოგიერთი ადამიანი ვერ იყენებს, იმიტომ რომ მათ უჯრედებს აქვთ მიტოქონდრიების დაბალი რაოდენობა.

როგორ გავზარდოთ მიტოქონდრიების რაოდენობა უჯრედებში?

ინტერვალური ვარჯიში ზრდის მათ რაოდენობას, ამავე დროს ის ზრდის ცხიმოვანი მჟავების რაოდენობასაც, რადგან გაეშვება ლიპოლიზის პროცესი. ინტერვალური ვარჯიშის მერე თქვენ შეგიძლიათ გააგრძელოთ ცხიმოვანი მჟავების გამოყენება ჩვეულებრივი სიარულით. ეს ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორია, თუ თქვენ ინტერვალური ვარჯიშის მერე გადახვალთ უბრალო სიარულზე და არა ინტენსიურზე (რადგან ინტენსიურით დაწვავთ კუნთებს), ეს გააგრძელებს ცხიმოვანი მჟავების დაჟანგვის პროცესს.

შემდეგი ფაქტორი, რომელიც ეწინააღმდეგება ლიპოლიზს და ცხიმის დაჟანგვას არის ჰორმონი ინსულინი. მაგალითად თუ თქვენ მიიღეთ საკვები ცხიმის და ნახშირწყლების დიდი შემცველობით, ამით თქვენ დაბლოკეთ მიტოქონდრიების მიერ ცხიმოვანი მჟავების ტრანსპორტირების და დაჟანგვის უნარი. ამის შედეგად გაიზრდება ცხიმოვანი მჟავების დონე, ხოლო ნახშირწყლები და ინსულინი დაბლოკავენ მიტოქონდრიებში მათ მოხვედრას, ისინი დაბრუნდებიან უკან ცხიმის ქსოვილებში. ამიტომ მაღალნახშირწყლოვანი ცხიმიანი საკვები არ გვაწყობს თუ გვინდა გახდომა. თუმცა მარტო ცხიმიანი საკვები არ ეწინააღმდეგება ცხიმების დაჟანგვას. მოკლედ, იმისათვის, რომ ხელი შეუწყოთ ლიპოლიზს, თქვენ უნდა დაიცვათ დაბალნახშირწყლოვანი დიეტა და ივარჯიშოთ.

ინსულინი ასევე აფერხებს ლიპოლიზის პროცესს, ანუ თუ თქვენ გინდათ გახდომა და კარდიო ვარჯიშის მერე გადაწყვიტავთ ნახშირწყლოვანი ფანჯრის დახურვას რაიმე ტკბილით/სწრაფი ნახშრწყალით, გამოიყოფა ინსულინი, რომელიც შეაჩერებს ლიპოლიზის პროცესს. ამიტომ აერობული დატვირთვის მერე რეკომენდირებულია არ მივიღოთ საკვები 2 საათის განმავლობაში.

თეორიული ცოდნის გაღრმავებისთვის ჩემი სხვა პოსტები შეგიძლია ნახო http://tidani.ge/?cat=608

თუ მოგეწონა ეს პოსტი, გააზიარე და არ დაგავიწყდეს ჩემი ფეისბუქის გვერდის “ფიტნეს-ინსტრუქტორის რჩევები” – ის დალაიქება.

Facebook Comments