რა არის ანაბოლიზმი, კატაბოლიზმი და მეტაბოლიზმი.

Katabolizm-i-anabolizm

მეტაბოლიზმი, ანუ ნივთიერებათა ცვლა არის ქიმიური რეაქციების ერთობლიობა, რომელიც მიმდინარეობს ცოცხალ ორგანიზმში სიცოცხლის შესანარჩუნებლად. ნებისმიერ ცოცხალ ორგანიზმს არსებობისთვის (სუნთქვისთვის, ტემპერატურისა და გულისცემის შესანარჩუნებლად) სჭირდება ენერგია.

მეტაბოლიზმს ყოფენ ორ სტადიად:

ყველა პროცესი, რომელიც მიმართულია ახალი ნივთიერებების შესაქმნელად, არის ანაბოლიზმი. ანაბოლიზმის დროს (პლასტიკური ცვლა) სინთეზირდება საკუთარი რთული ნივთიერებები, რაზეც იხარჯება ენერგია (ასიმილაცია). ქსოვილების, უჯრედების, ცილების, ჰორმონების სინთეზი, ცხიმის მარაგების დაგროვება – ეს ყველაფერი არის ანაბოლიზმი.

კატაბოლიზმი ანაბოლიზმის საპირისპირო პროცესია. კატაბოლიზმის მიმდინარეობისას (ენერგეტიკული ცვლა) რთული ორგანული ნივთიერებები იშლება უფრო მარტივ ნივთიერებებად (დისიმილაცია), რის შედეგადაც ვიღებთ ენერგიას.

ზოგს ჰგონია, რომ კატაბოლიზმი ცუდი პროცესია, მაგრამ ეს ასე არ არის. ცხიმებისა და ნახშირწყლების დაშლა ენერგიის მისაღებად, ესაც კატაბოლიზმია და ამ ენერგიის გარეშე ადამიანს არსებობა არ შეუძლია. მეტიც, ეს ენერგია შეიძლება მიმართული იყოს ახალი უჯრედების შექმნაზე, ახალი ქსოვილების სინთეზზე და ორგანიზმის აღდგენაზე, ანუ იმავე ანაბოლიზმზე.

როგორ მიმდინარეობს მეტაბოლიზმი ეტაპობრივად:

1. საკვებიდან ვიღებთ ორგანულ ნივთიერებებს (ცილები, ცხიმები, ნახშირწყლები) და ვშლით მცირე მოლეკულებად. ეს არის ჩვენი ქსოვილების საშენი მასალა და ენერგიის წყარო. ამით არის დაკავებული საჭმლის მომნელებელი სისტემა.

2. მიღებული საშენი მასალის გაგზავნა უჯრედებში სისხლის მიმოქცევის სისტემით.

3. საშენი მასალიდან და ძირითადად ნახშირწყლების დაშლისგან მიღებული ენერგია მოიმარაგოს ატფ-ის სახით.

4. დარჩენილი საშენი მასალისგან (ამონიმჟავები, ცხიმოვანი მჟავები, მარტივი სახარიდები) ააშენოს საკუთარი ცილები, ცხიმები და ნახშირწყლები.

5. თუ ჩვენ გვაქვს საკვების ზედმეტი რაოდენობა, მაშინ ვიმარაგებთ საშენი მასალის ნაწილს, გლიკოგენს – ღვიძლსა და კუნთებში, ცხიმს – კანქვეშ. მომავალში თუ ჩვენ არ გვექნება საკვები და დაგვჭირდება ენერგია, შეგვეძლება ავიღოთ ის მარაგებიდან. ამიტომ, გარკვეული პერიოდი ადამიანს შეუძლია იარსებოს საკვების გარეშე.

როგორც ხედავთ, კატაბოლიზმისა და ანაბოლიზმის პროცესები ურთიერთკავშირშია. ამ ორივე ტიპის ერთად აღებულ ყველა პროცესს მეტაბოლიზმი ეწოდება, რაც ნივთიერებათა ცვლას ნიშნავს. კატაბოლიზმისა და ანაბოლიზმის სწორი შეთავსება უზრუნველყოფს დაბალანსებულ ნივთიერებათა ცვლასა და თქვენი ორგანიზმის ჯანმრთელობას.

დამწყებებისთვის ჩემი სხვა პოსტები შეგიძლია ნახო http://tidani.ge/?cat=34

თუ მოგეწონა ეს პოსტი, გააზიარე და არ დაგავიწყდეს ჩემი ფეისბუქის გვერდის “ფიტნეს-ინსტრუქტორის რჩევები” – ის დალაიქება.

Facebook Comments