კუჭში პროდუქტების გადამუშავების დრო.

22236219_1434864839916034_1607338747_n

22236083_1434864863249365_1981345208_nიმისათვის, რომ ვიყოთ ჯანმრთელები მნიშვნელოვანია ვიცოდეთ და გავითვალისწინოთ კუჭში პროდუქტების გადამუშავების დრო. იმის გამო, რომ ადამიანები არ ითვალისწინებენ პროდუქტების გადამუშავების დროს, ისინი ატარებენ კილოგრამობით ლპობად პროდუქტს, რის გამოც ჩნდება უამრავი ავადმყოფობა და მცირდება სიცოცხლის ხანგრძლივობა.

საკვების კარგი მონელებისათვის უნდა გაითვალისწინოთ შემდეგი რჩევები:

დაუშვებელია ერთდროულად მივიღოთ ისეთი საკვები პროდუქტები, რომელთაც აქვთ სხვადასხვა გადამუშავების დრო – ამით თქვენ ზედმეტად ტვირთავთ კუჭს. მაგალითად ღორის ხორცის და კარტოფილის ერთდროულად მიღებით კუჭი მის გადამუშავებას მოუნდება 5-6 საათს, მაშინ როცა მარტო კარტოფილს 1 საათში გადაამუშავებდა.

ოპტიმალურია ისეთი პროდუქტების შერევა, რომელთა გადამუშავების დრო ერთნაირია. მაგალითად ბოსტნეული ვაშლთან და მსხალთან, ან სტაფილოს წვენთან. პროდუქტების ასეთი შერევა ოდნავ გაახანგრძლივებს კუჭში გადამუშავების დროს, რაც ფერმენტების შერჩევაზე იხარჯება, თუმცა ეს ვარიანტი უფრო დაზოგავს თქვენს კუჭს სხვა მრავალფეროვანი საკვების მიღებისგან განსხვავებით.

იგივე სალათებში ზეთის დამატება 2-3-ჯერ გაახანგრძლივებს მათ გადამუშავებას, რადგან ზეთში ამოვლებული საკვები შეუძლებელია რაციონალურად გადაამუშავოს კუჭმა კუჭის წვენით და ფერმენტებით.

არ შეიძლება სითხის (წყალი, ჩაი, კოკა-კოლა და ა.შ.) მიღება, თუ კუჭში ჯერ კიდევ არის გადაუმუშავებელი საკვები – ამით თქვენ ანეიტრალებთ კუჭის წვენს, ართულებთ საჭმლის მონელებას და ზედმეტად ტვირთავთ კუჭ-ნაწლავის სისტემას. ამას გარდა, სითხესთან ერთად ნაწლავებში ხვდება გადაუმუშავებელი საკვები, რომელიც იწყებს ლპობას და ნაწლავების დაბინძურებას.

თუ თქვენ სვავთ წყალს ცარიელ კუჭზე, ის პირდაპირ ხვდება ნაწლავებში.

კარგად დაღეჭილი საჭმელი უფრო ადვილად გადამუშავდება კუჭში, რადგან პირის ღრუშივე მუშავდება ფერმენტებით.

ცილოვანი საკვები გამოიყენეთ მხოლოდ თბილ მდგომარეობაში, თბილი ცილოვანი საკვები კუჭში გადამუშავდება 2-3 საათში. მხოლოდ ამის მერე გადადის წვრილ ნაწლავში, სადაც გრძელდება საკვებიდან მიღებული სასარგებლო ნივთიერებების დაშლა.

ცივი საკვები კუჭში გაცილებით სწრაფად გადამუშავდება, ამიტომ ცილები ვერ ასწრებენ ნორმალურად გადამუშავებას და ადრე გადადის ნაწლავებში, რის შედეგადაც ბაქტერიები, რომლებიც იმყოფება ხორცის პროდუქტებში იწყებენ გამრავლებას და მოგზაურობას ნაწლავებში, რაც იწვევს კუჭ-ნაწლავში დისკომფორტს, შებერილობას, გაზებს, გაუვალობას და ა.შ.

კვებაზე ჩემი სხვა პოსტები შეგიძლია ნახო http://tidani.ge/?cat=28

თუ მოგეწონა ეს პოსტი, გააზიარე და არ დაგავიწყდეს ჩემი ფეისბუქის გვერდის “ფიტნეს-ინსტრუქტორის რჩევები” – ის დალაიქება.

Facebook Comments