ლიმფური სისტემა და ლიმფური შეშუპება.

Lymph-System

ლიმფა და ლიმფური სისტემა

ლიმფური სისტემა სისხლძარღვთა სისტემის ნაწილია. სისხლძარღვთა სისტემა სისხლის საშუალებით უჯრედებს აწვდის საკვებ ნივთიერებებს ჟანგბადს, ცილებს, ცხიმებს, ნახშირწყლებს, მინერალებს და სხვ. უჯრედებში მათი გადამუშავების შედეგად წარმოიქმნება ნარჩენები – ყველაფერი, რაც ვერ აითვისა ორგანიზმმა: ზედმეტი წყალი, ტოქსინები, მძიმე მეტალები, მავნე ნივთიერებები, რომელიც უნდა გამოვიდეს ქსოვილების გარეთ და სწორედ ამისთვის არსებობს ლიმფური სისტემა.

სისხლძარღვთა სისტემის მსგავსად ლიმფური სისტემაც ასევე აღწევს ორგანიზმის ყველა ქსოვილში, მონაწილეობს ორგანიზმის ნივთიერებათა ცვლაში. ჩვენი ორგანიზმის ყველა უჯრედს აკრავს უჯრედშუა სითხე, რომელშიც არის ლიმფური კაპილარები. უჯრედშუა სივრციდან უჯრედებს ეწოდებათ საკვები ნივთიერებები, ხოლო ლიმფური კაპილარებით უჯრედებიდან გამოიყოფა ცვლის პროდუქტები და ტოქსინები. უჯრედშუა სივრცეში გროვდება ჩვენი ორგანიზმის შხამების, შლაკების, ტოქსინების 80%.

ლიმფა არის უჯრედშორისი გამჭვირვალე სითხე, რომელიც შემადგენლობით ძალიან გავს სისხლის პლაზმას. ლიმფის უჯრედები ატარებენ საკვებ ნივთიერებებს და ჟანგბადს, რის შემდეგაც ამ ნივთიერებების 90% ბრუნდება სისხლის მიმოქცევის სისტემაში, ხოლო დანარჩენი 10%, რომელსაც სისტემა აღიქვავს როგორც მავნებელს, ლიმფური სისტემა ფილტრავს და გაუსნებოვნებს ლიმფურ კვანძებში. შემდეგ კი, უკვე გაწმენდილ სითხეს, ლიმფოსისტემა აბრუნებს უკან სისხლძარღვთა სისტემაში, აგდებს დიდ ვენურ ძარღვებში. თუ კი სისტემა ვერ ასრულებს თავის ფუნქციებს, მავნე ნივთიერებები იწყებენ ქსოვილებში დაგროვებას.

ლიმფურ სისტემას მიეკუთვნება:

1. ლიმფური კაპილარები
ლიმფური კაპილარები ძალიან გავს სისხლის მიმოქცევის კაპილარებს ერთი განსხვავებით, უფრო მსხვილია დიამეტრში და მისი კედლები უფრო კარგად ატარებენ სხვადასხვა ნივთიერებებს. ლიმფური კაპილარები ყველა ორგანოსა და ქსოვილში წარმოქმნიან სხვადახვა კაპილარულ ლიმფურ ქსელებს.
2. ლიმფური ძარღვები
წარმოიქმნებიან ლიმფური კაპილარების შერწყმით. ლიმფური ძარღვები მომარაგებულია დიდი რაოდენობის წყვილი სარქველებით, რომლებიც ლიმფას ატარებენ მხოლოდ ცენტრალური მიმართულები. ლიმფური ძარღვები კრებენ ლიმფას ამა თუ იმ მიდამოს ლიმფური კაპილარებიდან და მიაქვთ მსხვილი ლიმფური სადინარების მიმართულებით.
3. ლიმფური კვანძები
ლიმფურ ძარღვებში განთავსებულია ლიმფური კვანძები, რომლებიც ღებულობენ ლიმფას იმ ქსოვილებიდან, საიდანაც ეს ძარღვები იწყებიან. კვანძში შესული ლიმფა შემოუვლის კვანძის ლიმფოიდურ ქსოვილს, თავისუფლდება უცხო სხეულებისაგან (ბაქტერიები, სიმსივნის უჯრედები და სხვ.) და ლიმფოციტებით გამდიდრებული, გაედინება კვანძიდან გამომტანი ძარღვებით.

ლიმფური კვანძები იმუნიტეტის დაქვეითების და ვირუსული, ინფექციური დაავადებების დროს ამწვავებენ ანთებით პროცესებს. ისინი მალე რეაგირებენ დაავადების კერაზე. თუ აგტკივდათ ყელი, მაშინ კვანძის ანთება ყბის ქვემოთ ხდება. აგტკივდათ ყური — ყბა-ყურის კვანძები შეგატყობინებენ ამას.

როგორ მუშაობს ლიმფური სისტემა

სისხლძარღვთა სისტემისგან განსხვავებით, ლიმფოსისტემას არ აქვს საკუთარი ტუმბო – გული, ხოლო მის გულს წარმოადგენენ სხეულის კუნთები. ლიმფა მიედინება მხოლოდ ერთი მიმართულებით, კერძოდ კი, გულისკენ. მიედინება ძალიან ნელა, ჩონჩხის კუნთების შეკუმშვის წყალობით. ლიმფა მოძრაობს ქვევიდან ზევით, იმ კუნთების მუშაობის ზემოქმედებით, რომლებიც გარს არტყავს ამა თუ იმ ლიმფურ ძარღვებს. თვითონ ლიმფური ძარღვები აღჭურვილია სარქველებით, რომლებიც არ აძლევენ საშუალებას ლიმფას დაბრუნდეს ქვევით. ფიზიკური აქტიურობის, კუნთების მუშაობის და ღრმა სუნთქვის ხარჯზე, ხდება ლიმფის გადაქაჩვა ლიმფურ სისტემაში. ლიმფა კუნთების დახმარებით ადის ტერფებიდან თავში, იქიდან კი ჩადის ფეხებში, ტერფებში. ასე ცირკულირებს ლიმფა და რაც უფრო ბევრ ბრუნვას აკეთებს, მით მეტი ლიმფა გაივლის ლიმფურ კვანძებში და მით უფრო გასუფთავდება თქვენი სხეული.

თავიდან კაპილარები აგროვებს ნარჩენებს, რომელიც მიემართება ლიმფური ძარღვებით ლიმფურ კვანძებში (ორგანიზმში 460-მდე ლიმფური კვანძია), სადაც ხდება ლიმფის გაწმენდა „ნაგავისგან“, ანუ გაფილტვრა მავნე ნივთიერებებისგან, რომლებიც ხვდება ჩვენს ორგანიზმში. ლიმფური კვანძები აწარმოებენ იმუნური სისტემის უჯრედებს – ლიმფოციტებს. ლიმფური კვანძები ახშობენ სხვადასხვა ინფექციებს, ყველანაირი ანტი სხეულების, ბაქტერიების, სიმსივნის უჯრედების მოქმედებას. ამის მერე ლიმფური სისტემა ცდილობს ორგანიზმიდან გამოიტანოს ჩვენთვის უცხო ელემენტები. ნარჩენებს ლიმფური სისტემა ორგანიზმიდან გამოყოფს ლორწოვანი გარსის მეშვეობით ნაწლავებიდან, ფილტვებიდან (ხველა), ცხვირ-ხახიდან, სასქესო ორგანოებიდან, და ასევე კანის საოფლე ჯირკვლებიდან. უამრავი ლიმფური კვანძი იმყოფება ნაწლავებში, აქედან და ნაღვლის ბუშტიდან გამოდის ყველანაირი „ნაგავი“, ხოლო რაც არ გამოდის ლორწოს სახით, ბრუნდება ისევ სისხლში და უკვე თირკმელები ცდილობენ მათ გამოდევნას ორგანიზმიდან.

ლიმფური სისტემის ფუნქციები

ლიმფური სისტემა ასრულებს სამ მნიშვნელოვან ფუნქციას:

აკონტროლებს სითხის ბალანსს და ახდენს ქსოვილებიდან ზედმეტი სითხის დრენაჟს

ლიმფური სისტემა გამოდევნის ზედმეტ სითხეს ორგანოებიდან და ქსოვილებიდან. თუ ეს ფუნქცია ირღვევა, მაშინ იზრდება შეშუპების შექმნის ალბათობა – ამის შედეგია ვენების ვარიკოზული გაფართოება და შეშუპება.

ქმნის იმუნურ ბარიერს, წარმოქმნის იმუნური სისტემის უჯრედებს

სწორედ ლიმფა იმუნიტეტთან ერთად მონაწილეობას იღებს ორგანიზმის დაცვაში და ქმნის ბარიერს უცხო ნივთიერებებისთვის, რომლებიც ხვდება ჩვენს ორგანიზმში. როდესაც ლიმფური სისტემა გამართულად მუშაობს, ორგანიზმი საიმედოდ დაცულია ტოქსინებისგან და სხვა გარე შეტევებისგან, მაგრამ როგორც კი სისტემა ირღევევა – მას უკვე არ შეუძლია გამოდევნოს ტოქსინები, არეგულიროს სითხის რაოდენობა და ასევე ებრძოლოს სოკოვან, ვირუსულ და ბაქტერიულ ინფექციებს.

ლიმფა აწარმოებს ლიმფოციტებს, რომლებიც იცავენ ორგანიზმს პარაზიტებისგან, ვირუსებისგან და ბაქტერიებისგან. ლეიკოციტებთან ერთად ეს უჯრედები მთავარია ადამიანის იმუნურ სისტემაში. ლიმფოციტების მაღალი დონე გვაუწყებს ორგანიზმში ანთებით პროცესზე.

როდესაც გაციების დროს ცხვირიდან მოდის თეთრი გამჭირვალე გამონადენი ლიმფა და ნახველი, ესეც მკვდარი ლეიკოციტებია, რომლებმაც გაანეიტრალეს პათოგენური ბაქტერიები. ამიტომ მნიშვნელოვანია მისცეთ მათ გამოყოფის საშუალება და არ გამოიყენოთ გაციების საწინააღმდეგო სხვადასხვა პრეპარატები.

წმინდავს ქსოვილებს მავნე ნივთიერებებისგან და შთანთქავს ცხიმს

ნახშირწყლები და ცილები ნაწლავიდან უშუალოდ სისხლში ხვდებიან, ხოლო სისხლი ხვდება დიდი სისხლძარღვთა სისტემიდან პირდაპირ თირკმელებში. მისი ამოცანაა – მაქსიმალურად გაწმინოს სისხლი ყველა ტოქსინებისგან, კანცეროგენებისგან, შხამებისგან და დაბინძურებისგან, რომლებიც ხვდებიან სისხლში საკვებთან ერთად. ხოლო ცხიმის უმეტესი რაოდენობა იწოვება არა სისხლში, არამედ – ლიმფაში. სწორედ წვრილი ნაწლავის ლიმფურ ძარღვებში ხვდება ყველა ის მავნე ცხიმები, რომლებიც მივირთვით სადილის დროს. შემდეგ, ეს ცხიმებით გაჯერებული ლიმფა ე.წ. „გულმკერდის ლიმფური სადინარიდან“ ხვდება პირდაპირ გულის მაცხენა წინაგულში, საიდანაც (გულის მარცხენა ვენური კვანძი) სისხლი კანცეროგენებითა და ტრანსცხიმებით გაჯერებული ხვდება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან ორგანოებში: ტვინში, თვალებში, სარძევე ჯირკვლებში და კიდურებში. სწორედ ამიტომ მნიშვნელოვანია ვიკვებოთ სუფთა და სასარგებლო ცხიმებით.

ლიმფური სისტემის მუშაობის დარღვევის ნიშნები

ლიმფა და ლიმფური სისტემა მყუდრო და კომფორტული საცხოვრებელია თითქმის ყველა პათოგენური და პარაზიტული ორგანიზმებისთვის, ჭიებისთვის, ორგანიზმში სხვადასხვა ინფექციების მატარებელი კიბოს უჯრედებისთვის.

ლიმფურ და სისხლძარღვთა სისტემას არ შეუძლიათ ერთდროულად ყველა ინფექციის მოკვლა თავისი ლეიკოციტებითა და ლიმფოციტებით, ამიტომ ზოგიერთი ინფექცია უბრალოდ სახლდება ლიმფაში. ეს არის დაავადებების გამომწვევი უჯრედები და მიკრობები, ვირუსები, კიბოს უჯრედები და პარაზიტული ორგანიზმები. ეს ხდება ორგანიზმის რთული დაავადებების დროს, ასევე გაუწყლოვნებისგან და იმუნიტეტის დაქვეითებისგან.

ლიმფა მოძრაობს მხოლოდ ერთი მიმართულებით, ზემოთ ვენურ ძარღვებთან, რომ დაბრუნდეს სისხლში. ლიმფის მოძრაობის ნებისმიერ დარღვევას მოჰყვება პრობლემები ჯანმრთელობასთან: შეშუპება, ვარიკოზი, იმუნიტეტის დაქვეითება, კანის სიმკვრივის უკმარისობა, ცელულიტი, ფსორიაზი და ბევრი სხვა, რომელიც დაკავშირებულია ლიმფის დაბინძურებასთან. გარდა ამისა, ლიმფის მუდმივი შემოდინების გარეშე, იწყება პრობლემები სისხლძარღვთა სისტემაშიც: ლიმფის არასაკმარისი ოდენობის გარეშე სისხლი სქელდება. იწევს სისხლის წნევა, მიდის დატვირთვა გულზე. ლიმფა სათანადოდ არ წმინდავს უჯრედშუა სითხეს და ამით ქმნის დატვირთვას სისხლძარღვთა სისტემაზე. უპირველეს ყოვლისა, მის ვენურ ნაწილებსა და თირკმელებზე, რომლებიც იძულებულები არიან აიღონ ლიმფის ფუნქცია თავის თავზე.

არსებობს ყველა საფუძველი ვიფიქროთ, რომ ლიმფური კვანძი არის კიბოს სიმსივნის განვითარების ადგილი. ხოლო ამ კვანძის მიმდებარე ლიმფური ძარღვების მეშვებით, ხდება მეტასტაზირება. ახალწარმონაქმნები კანზე პირდაპირ არის დაკავშირებული ლიმფური სისტემის დარღვევასთან: პაპილომები, მეჭეჭები, პიგმენტური ლაქები, კანის ფერის სხვადასხვა ცვლილება ადგილებში, სადაც საოფლე და ცხიმოვანი ჯირკვლებია და ამ ჯირკვლების ცვლილებებიც: შავი წერტილები, სიწითლე, ანთება და ა.შ. ყველაფერი ეს იუწყება იმაზე, რომ ლიმფურ სისტემაში ტოქსიკური ნივთიერებების ჭარბი რაოდენობაა და ლიმფურ სისტემას არ შეუძლია გაუმკლავდეს მათ ნორმალურ გამოყვანას. პრობლემური კანი ყოველთვის არის ლიმფური სისტემის მუშაობის დარღვევის შედეგი. მაგალითად, ცელულიტი არის დაშლაკული კანის ლიმფა და ცხიმის დაგროვებები არ მიედინება კანის ქსოვილების უჯრედშუა სივრციდან. სწორედ ეს ქმნის „ფორთოხლის კანს“.

ლიმფური შეშუპება

სიმსუქნის მიზეზი არ არის მარტო ზედმეტი ცხიმი, ხშირ შემთხვევაში ზედმეტი წონის მთავარი მიზეზი არის შეშუპება. ჩვენ უნდა შეგვეძლოს ერთმანეთისგან გავარჩიოთ სიმსუქნე შეშუპებისგან და რა სახის შეშუპებასთან გვაქვს საქმე. მე ადრე ვწერდი წყალ-მარილოვანი ბალანსის დარღვევით წარმოქმნილ შეშუპებაზე (იხ. სტატია აქ), დღეს კი ვისაუბრებთ ლიმფურ შეშუპებაზე.

მთელი ცხოვრების მანძილზე ადამიანის ორგანიზმს უწევს ბრძოლა მასში მოხვედრილ უცხო, მავნე ნივთიერებებთან. ისინი ჩვენ ორგანიზმში ხვდებიან მანქანების გამონაბოლქვით და სხვა გზით დაბინძურებული ჰაერიდან, მავნე, არაჯანსაღი საკვებიდან, შენახვის ვადის გასახანგრძლივებლად ქიმიურად დამუშავებული პროდუქტიდან რომლებიც გაჯერებულია ემულგატორებით, გემოს და ფერის მიმცემებით, და სხვა. ამას კიდევ ემატება ის წამლები, რომლებსაც ჩვენ ვიღებთ სხვადასხვა დაავადებების პერიოდში. ეს ყველაფერი ჩვენი ორგანიზმისთვის უცხოა და გადააქვს ლიმფურ სისტემაში, რომელმაც ისინი უნდა გამოდევნოს. დროთა განმავლობაში ეს ტოქსინები გროვდება და ლიმფური სისტემა ვეღარ ასწრებს ამ ტოქსინებისგან განთავისუფლებას.

ხშირ შემთხვევებში ჩვენ ხელოვნურად ხელს ვუშლით ტოქსინების გამოყოფას ორგანიზმიდან სხვადასხვა მედიკამენტური და ჰიგიენური საშუალებებით. მაგ. გაციების დროს ვხმარობთ ცხვირში შესასხურებელ სადინარების შემავიწროებელ მედიკამენტს, ან ოფლის საწინააღმდეგო დეზადორს, რითაც გზას ვუკეტავთ ლიმფურ სისტემას გარეთ გამოიტანოს ტოქსინები და მავნე ნივთიერებები. ოფლით იღლიის ქვეშა ფოსოდან გამოიყოფა ნახევარი ტოქსინები, რომლებიც დაგროვებული იყო ცენტრალურ ლიმფაში. ამის შედეგად ეს ნივთიერებები ბრუნდება ლიმფურ სისტემაში, რის გამოც ლიმფა დედდება და სქელდება. ორგანიზმი ცდილობს შედედებული ლიმფა რამენაირად გაათხელოს და იწყებს ახალი ლიმფის წარმოებას. აი სწორედ ეს დამატებითი სითხე იწვევს შეშუპებას. მთელი ლიმფის მოცულობა ნორმაშია, თუ 1-3 ლიტრია, გააჩნია ადამიანის მოცულობას. მაგრამ შეიძლება საკმაოდ გაიზარდოს ან შემცირდეს დაავადებების დროს, კერძოდ კი, თვით ლიმფური სისტემის დაავადებებისას. ეს არის ლიმფური შეშუპების ერთი მიზეზი.

არსებობს კიდევ ლიმფური შეშუპების მეორე მიზეზიც – უმოძრაობა. როგორც უკვე ზევით ავღნიშნე, ლიმფური სისტემა არ არის ჩაკეტილი სისტემა სისხლის მიმოქცევის სისტემისგან განსხვავებით და არ აქვს გულის მსგავსი ტუმბო და იმისათვის რომ ლიმფა გადაიქაჩოს ლიმფურ კვანძებში კიდურებიდან ზევით საჭიროა მოძრაობა, კუნთების ამუშავება. ამიტომ, ისინი ვინც ნაკლებს მოძრაობენ, აქვთ მჯდომარე სამუშაო, გადაადგილდებიან მანქანით და არ დადიან ფეხით, არ ვარჯიშობენ, არიან პირველ რიგში ლიმფური შეშუპების რისკის ჯგუფში. რახან უმოძრაობით ლიმფა არ ჩაიტუმბება ლიმფურ კვანძებში, ე.ი. არ სუფთავდება და შესაბამისად უფრო სქელდება ლიმფა და გასათხელებლად უფრო მეტი ახალი ლიმფა იწარმოება. შეშუპების ასეთი ჩაკეტილი წრე იქმნება უმოძრაობის შედეგად. გასაგებია, რომ უმოძრაო ცხოვრების წესის დროს ლიმფომიმოქცევა უარესდება.

გარდა ამისა, როცა ვზივართ უმოძრაოდ, კუნთების ცალკე ჯგუფები მაგ. ფეხები არ არის აქტიური. ლიმფოძარღვები გადახრილ-შებოჭილია, ლიმფის სადინარები მექანიკურად გადაიკეტება, არ აძლევს ლიმფას ზევით გადაადგილების საშუალებას, ყალიბდება ქვედა კიდურების ლიმფური შეშუპება.

მოკლედ ლიმფურ შეშუპებას იწვევს არასწორი კვება, უმოძრაობა, ასეთ სიტუაციაში, უჯრედშუა სითხეში გროვდება ნარჩენები, ირღვევა სისხლის შემადგენლობა და მისი ცირკულაცია.

ალბათ უკვე გასაგებია, როგორ შეიძლება ვებრძოლოთ ამ ტიპის შეშუპებას: უნდა ვიკვებოთ სწორად, უარი ვთქვათ მოწევაზე და დალევაზე, დიდხანს ვიყოთ სუფთა ჰაერზე, ბევრი ვიმოძრავოთ, ვივარჯიშოთ და ნაკლებად გამოვიყენოთ ოფლის და გაციების საწინააღმდეგო დეზოდორანტები.

როგორ ავიცილოთ თავიდან ლიმფური შეშუპება

ლიმფის მთავარი მამოძრავებელი არის დიაფრაგმის შეკუმშვა – ღრმა სუნთქვა აჩქარებს ლიმფურ ნაკადს. როგორც ზემოთ იყო უკვე აღნიშნული, ლიმფა მიედინება საკმაოდ ნელა, ხოლო უმოძრაო ცხოვრების წესს შეუძლია შეამციროს ლიმფური ნაკადი 94%-ით, ანუ პრაქტიკულად მთლიანად შეაჩეროს. ამას ემატება მავნე ნივთიერებების გამოყოფისთვის წინააღმდეგობის შექმნა მედიკამენტებით და დეზადორებით. ლიმფის მოძრაობის ძლიერი შენელების დროს ის შეიძლება გასქელდეს ხაჭოს/ფაფის მსგავს შემადგენლობამდე. ცხოვრების უმოძრაო წესი წარმოადგენს ერთ-ერთ ფაქტორს სხვადასხვა დაავადებების წარმოსაქმნელად.

ლიმფური შეშუპების თავიდან აცილება შესაძლებელია, თუ მთელი დღის განმავლობაში იქნებით ფიზიკურად აქტიური. დილის გამამხნევებელი ვარჯიში, სპორტით დაკავება, ყოველდღიური სეირნობა და სხვა ნებისმიერი აქტივობა ხელს უწყობს ლიმფური სისტემის ნორმალურ ფუნქციონირებას.

ლიმფური შეშუპების ერთერთი მთავარი მიზეზი არის არასწორი კვება და სიმსუქნე. დაიცავით სწორი კვება, მიიღეთ წყალი არანაკლებ 2 ლიტრი დღეში და აღდგება თქვენი ლიმფური სისტემის ნორმალური მუშაობა.

კიდევ ერთი გზა ორგანიზმში ლიმფის ასაჩქარებლად არის მასაჟი ან თვითმასაჟი. მასაჟი უნდა გაკეთდეს ქვემოდან ზემოთ, რაც დააჩქარებს ლიმფის მოძრაობას.

ლიმფის გაწმენდა ხდება საუნაში. უკეთ გაწმენდისთვის რეკომენდირებულია საუნით სარგებლობა კვირაში ერთხელ, ჰაერის ტემპერატურა არ უნდა იყოს 60°C-ზე დაბალი.

ყველა ეს ნაბიჯი დაგეხმარებათ არა მხოლოდ ლიმფური შეშუპების თავიდან აცილებაში, არამედ მთელი ორგანიზმის ჯანმრთელობის შენარჩუნებაში.

თეორიული ცოდნის გაღრმავებისთვის ჩემი სხვა პოსტები შეგიძლია ნახო http://tidani.ge/?cat=608
თუ მოგეწონა ეს პოსტი, გააზიარე და არ დაგავიწყდეს ჩემი ფეისბუქის გვერდის “ფიტნეს-ინსტრუქტორის რჩევები” – ის დალაიქება.

Facebook Comments