რამდენი გრამი ნახშირწყალია საჭირო ძალისმიერი ვარჯიშის მერე.


როგორც ცნობილია ძალისმიერი ვარჯიშის მერე უნდა მივიღოთ ნახშირწყლები, მაგრამ რამდენი?

როგორც გამოკვლევებმა აჩვენა ცილების სინთეზისათვის ვარჯიშის შემდეგ მიღებული ნახშირწყლების ოპტიმალური რაოდენობა შეადგენს 30 გრ-ს. ჩატარებული ცდებიდან მეცნიერები მივიდნენ დასკვნამდე, რომ ვარჯიშის მერე მიღებული 30 გრ-ზე მეტი ნახშირწყლები და შესაბამისად აწეული ინსულინის დონე, არ აუმჯობესებს ცილების სინთეზს და უფრო მნიშვნელოვანია შეუცვლელი ამინომჟავების შემადგენლობა.

რა საჭიროა საერთოდ ნახშირწყლები ვარჯიშის მერე?

ძალისმიერი ვარჯიშების მერე ორგანიზმში შეიმჩნევა ნეგატიური ჰორმონალური ფონი, რომელიც წარმოქმნის კატაბოლურ, ცილების დაშლის პროცესს. ნახშირწყლებს კი თავისი ზეგავლენით ინსულინზე, შეუძლიათ შეამცირონ კუნთოვანი ქსოვილების დაშლის პროცესი, მაგრამ ამავე დროს მათი დიდი რაოდენობა არ შეუწყობს ხელს ცილების სინთეზს, თუკი ამინომჟავების ბალანსი რჩება იგივე.

გამოკვლევებმა აჩვენეს, რომ თუ გავზრდით ამინომჟავების რაოდენობას, თუნდაც მხოლოდ ლ-ლეიცინის – ცილების დაშლის კატაბოლური პროცესი შემცირდება. ამიტომ დიეტის დროს (ცხიმის დაწვის მიზნით) ლ-ლეიცინის (BCAA) მიღებას შეუძლია შეამციროს კუნთოვანი მასის დაშლის, კატაბოლური პროცესი.

ბევრი პროფესიონალი ბოდიბილდერი გვირჩევს, რომ ინტენსიური ძალისმიერი ვარჯიშის მერე პერიოდულად მივიღოთ მაღალი გლიკემიური ინდექსის მქონე საკვები, რაც ასევე ხელს შეუწყობს შეამციროს კუნთოვანი ქსოვილის დაშლა.

ავტ. ირაკლი კენჭოშვილი – ფიტნეს-ცენტრ „თიდანის“ პერსონალური მწვრთნელი.

⭐ ⭐ ⭐ ვისაც გინდათ ჩემი პირადი მეთვალყურეობის ქვეშ ვარჯიში, უნდა მოხვიდეთ ფიტნეს-ცენტრ „თიდანის“ ფილიალში ყაზბეგის გამზ. 11ა, მეტრო სამედიცინოსთან, ან დამიკავშირდეთ ტ. 5 93 39 02 23

ჩემი სხვა პოსტები მასის მომატებაზე შეგიძლია ნახო http://tidani.ge/?cat=30

თუ მოგეწონა ეს პოსტი, გაუზიარე მეგობრებს და არ დაგავიწყდეს ჩემი ფეისბუქის გვერდის “ფიტნეს-ინსტრუქტორის რჩევები” – ის დალაიქება.

Facebook Comments

კომენტარის დატოვება