ორგანული და არაორგანული ნივთიერებები ცოცხალ ორგანიზმებში. მაკრო და მიკრო ნუტრიენტები.

ujredis qimiuri shemadgenloba - shevsebuli

დედამიწაზე არსებული ყველა ნივთიერება იყოფა 2 ჯგუფად, ორგანული და არაორგანული ნივთიერებები. ისინი შედგებიან ერთი და იგივე ქიმიური ელემენტებისგან იმ განსხვავებით, რომ ორგანული ნივთიერებების შემადგენლობაში აუცილებლად უნდა იყოს ნახშირბადი, შესაბამისად ყველა დანარჩენი ნივთიერება, რომელშიც არ შედის ნახშირბადი არის არაორგანული, რამოდენიმე გამონაკლისის გარდა, ესეთებია მაგ. მხუთავი გაზი (CO) და ნახშირორჟანგი (CO2).

ცოცხალი ორგანიზმები შედგება როგორც ორგანული, ასევე არაორგანული ნივთიერებებისგან.

ცოცხალ ორგანიზმებში და მათ უჯრედებში არის იგივე ქიმიური ელემენტები, რაც ბუნებაში არსებულ არაცოცხალ, უსულო საგნებში, მაგრამ ცოცხალი ორგანიზმების უჯრედებში არის კიდევ ორგანული ნივთიერებები ცილები, ცხიმები, ნახშირწყლები, ნუკლეინის მჟავები, რომლებიც ცოცხალი უჯრედის ძირითადი კომპონენტებია და სწორედ ისინი უზრუნველყოფენ სიცოცხლის წარმოშობას. ისინი პირველად გამოყვეს ცოცხალი ორგანიზმებიდან და ამიტომაც უწოდეს მათ ორგანული ნივთიერებები. ორგანიზმის სიცოცხლისუნარიანობის უზრუნველყოფაში მთავარ როლს ასრულებენ ნუკლეინის მჟავები (დნმ, რნმ) და ცილები, ისინი უზრუნველყოფენ ორგანიზმში ყველა პროცესების თვითრეგულაციას და მის თვითწარმოქმნას, რაც ნიშნავს თავად სიცოცხლეს.

ორგანული ნივთიერებებია როგორც უკვე ვთქვით ცილები, ცხიმები, ნახშირწყლები, ნუკლეინის მჟავები.

არაორგანული ნივთიერებებია: წყალი (70-80%) და მინერალური ნივთიერებები (1-1.5%).

ცოცხალი ორგანიზმის ერთერთი მთავარი თვისებაა ნივთიერებათა ცვლა, ორგანიზმში ყველა ქიმიური რეაქციის ერთობლიობა, რომელიც მიმდინარეობს საკვები ნივთიერებების გადამუშავებისას კვების და სუნთქვის პროცესში. ნივთიერებათა და ენერგიის ცვლა უზრუნველყოფს უჯრედის და მთლიანად ორგანიზმის სიცოცხლისუნარიანობას, მუდმივ კავშირს გარე სამყაროსთან.

ორგანიზმის სიცოცხლისუნარიანობისთვის აუცილებელი საკვები ნივთიერებები (ნუტრიენტები) იყოფა 6 კლასიფიკაციად, ესენია:

ნახშირწყლები.
ცხიმები.
ცილები.
წყალი.
ვიტამინები.
მინერალები.

აქედან ორგანიზმი მოითხოვს ნახშირწყლების, ცხიმების, ცილების და წყლის დიდ რაოდენობას, ამიტომ ისინი კლასიფიცირდებიან მაკრო ნუტრიენტებად.

მიკრო ნუტრიენტებია ვიტამინები და მინერალები, რადგან მათ ორგანიზმი მოიხმარს მცირე რაოდენობით.

ამ საიტზე თქვენ შეგიძლიათ მოძებნოთ ცალკე სტატიები ყველა ნუტრიენტზე.

ავტ. ირაკლი კენჭოშვილი – ფიტნეს-ცენტრ „თიდანის“ პერსონალური მწვრთნელი.

⭐ ⭐ ⭐ ვისაც გინდათ ჩემი პირადი მეთვალყურეობის ქვეშ ვარჯიში, უნდა მოხვიდეთ ფიტნეს-ცენტრ „თიდანის“ ფილიალში ყაზბეგის გამზ. 11ა, მეტრო სამედიცინოსთან, ან დამიკავშირდეთ ტ. 5 93 39 02 23

დამწყებებისთვის ჩემი სხვა პოსტები შეგიძლია ნახო http://tidani.ge/?cat=34

თუ მოგეწონა ეს პოსტი, გაუზიარე მეგობრებს და არ დაგავიწყდეს ჩემი ფეისბუქის გვერდის “ფიტნეს-ინსტრუქტორის რჩევები” – ის დალაიქება.

Facebook Comments