მუცლის კუნთების აგებულება.

მუცლის კუნთი

მუცლის კუნთები იყოფა მუცლის წინა, უკანა და გვერდითი კედლის კუნთებად.

მუცლის წინა კედლის კუნთებია მუცლის სწორი კუნთი და პირამიდული კუნთი, რომელიც ხრის ტანს წინისაკენ;

მუცლის უკანა კედლის კუნთს მიეკუთვნება წელის კვადრატული კუნთი, რომელიც მდებარეობს მუცლის უკანა კედელზე და გამოყოფილია ზურგის ღრმა კუნთებისაგან, მონაწილეობს ხერხემლის სვეტის წელის ნაწილის გვერდით გადახრაში.

მუცლის გვერდითი კედლის კუნთები სამ შრედაა განლაგებული:
ყველაზე ზედაპირულად მოთავსებულია მუცლის გარეთა ირიბი კუნთი, რომელიც კორპუსის შემობრუნებისთვისაა.
შემდეგ – მუცლის შიგნითა ირიბი კუნთი, რომელიც აწვრილებს წელს.
და ყველაზე ღრმად მდებარეობს მუცლის განივი კუნთი, რომელიც არ ჩანს და ფარავს შინაგან ორგანოებს. პასუხს აგებს წელის სიწვრილეზე და შინაგანი ორგანოების მდებარეობაზე, ეწინააღმდეგება ორგანოების ჩამოწევას.

მუცლის კუნთების ფუნქციები:

მუცლის კუნთები მდებარეობას უცვლიან ხერხემლის სვეტს; მუცლის კუნთები და დიაფრაგმა მონაწილეობენ სუნთქვაში, საჭირო დონეზე ინარჩუნებენ მუცელშიდა წნევას, რაც უზრუნველყოფს მუცლის ღრუს ორგანოების გარკვეულ მდგომარეობაში შენარჩუნებას. მუცლის კუნთების შეკუმშვისას მცირდება მუცლის ღრუს მოცულობა, ორგანოები განიცდიან ზეწოლას და ხდება მათი გამოთავისუფლება (დეფეკაციის, მოშარდვის, მშობიარობის აქტები). გამომდინარე აქედან, მუცლის კედლის კუნთებს მუცლის პრესის კუნთები ეწოდება.

ავტ. ირაკლი კენჭოშვილი – ფიტნეს-ცენტრ „თიდანის“ პერსონალური მწვრთნელი.

⭐ ⭐ ⭐ ვისაც გინდათ ჩემი პირადი მეთვალყურეობის ქვეშ ვარჯიში, უნდა მოხვიდეთ ფიტნეს-ცენტრ „თიდანის“ ფილიალში ყაზბეგის გამზ. 11ა, მეტრო სამედიცინოსთან, ან დამიკავშირდეთ ტ. 5 93 39 02 23

ფიტნესში პერსონალური მწვრთნელისთვის დამხმარე მასალები შეგიძლია ნახო http://tidani.ge/?cat=642

თუ მოგეწონა ეს პოსტი, გააზიარე და არ დაგავიწყდეს ჩემი ფეისბუქის გვერდის “ფიტნეს-ინსტრუქტორის რჩევები” – ის დალაიქება.

Facebook Comments