კეტო დიეტა.

5afae25d5e48ec9d0c8b4678-750-562 (1)

კეტო დიეტა, იგივე კეტოგენური დიეტა – არის დაბალნახშირწყლოვანი დიეტა, რომელიც გულისხმობს ცხიმოვანი და ცილოვანი პროდუქტების მიღებას ნახშირწყლების გარეშე.

როდესაც რაციონში არ არის ნახშირწყლები, ღვიძლი ცხიმს გარდაქმნის ცხიმოვან მჟავებად და კეტო სხეულებად. გლუკოზის ნაცვლად კეტო სხეულები მიეწოდება ტვინს და გამოიყენება როგორც ენერგიის წყარო (გლუკოზა ძალიან მნიშვნელოვანია ტვინის კვებისთვის და ფუნქციონირებისათვის).

კეტო დიეტის მენიუს მაგალითი:

საუზმე:
ერბო-კვერცხი – 3 კვერცხი; წონა – 180 გრ; 264 კკალ.
ცილოვანი კოქტეილი – ერთი პორცია – 30 გრ.; 121 კკალ.
ყველი – 30 გრ.; 109 კკალ.
სადილი:
ქათმის ფილე – შემწვარი ან მოხარშული – 170 გრ.; 276 კკალ.
ყველი – 30 გრ.; 109 კკალ.
სამხარი:
ცილოვანი კოქტეილი – ერთი პორცია – 30 გრ.; 121 კკალ.
ნუში – 30 გრ.; 134 კკალ.
ვახშამი:
სიომგა – 130 გრ.; 256 კკალ.
სალათა – 30 გრ.
მეორე ვახშამი:
ხაჭო – 100გრ,
კაზეინი – 30 გრ.

ამ მენიუდან თქვენ გაიგებთ რამდენი ცილა, ცხიმი და კალორიულობა უნდა მიიღოთ, პროდუქტები შეგიძლიათ თქვენ თვითონ შეარჩიოთ. კეტო დიეტის დროს მნიშვნელობა აქვს მიღებული პროდუქტების რაოდენობას, ცცნ-ის თანაფარდობას და კალორიულობას. ნახშირწყლები მთლიანად არ ამოიღოთ, 50 გრ. საკმარისი იქნება ტვინის ფუნქციონირებისათვის.

კეტო დიეტის პროდუქტების ჩამონათვალი:

ხორცი.
თევზი.
ხაჭო.
კვერცხი.
ყველი.
თხილეული.
ბოსტნეული (ყველა არა).
რძე.

პროდუქტების შავი სია კეტო დიეტის დროს:

ბურღულეული.
ყურძენი.
ბანანი.
გამოცხობილი ნაწარმი.
ჭარხალი.
სტაფილო.
კარტოფილი.
მაკარონი.
შაქარი.

კეტო დიეტის დადებითი მხარეები:

კეტო-დიეტის უპირატესობა ის არის, რომ კანქვეშა ცხიმი საკმაოდ სწრაფად იწვება, ხოლო სხვა დიეტებით კუნთური მასაც იკარგება. კუნთების დაკარგვასთან ერთად კი ნივთიერებათა ცვლაც მცირდება. კეტო დიეტის დროს არ გშივდება, არ გაცლის კალორიებს. ნახშირწყლების კომპენსირება ხდება ცილების და ცხიმების ხარჯზე, მაგრამ აქაც უნდა დავიცვათ ზომიერება, კალორიულობას არ უნდა გადავაჭარბოთ.

კეტო დიეტის დროს ადვილია მადის კონტროლი. სხვა დიეტებისგან განსხვავებით აქ შიმშილის გრძნობა არ გვაწუხებს, ეს აიხსნება სისხლში ინსულინის ნაკლებობით, რადგან ნახშირწყლებს არ ვიღებთ. სწორედ ინსულინია პასუხისმგებელი შიმშილის გრძნობაზე.

ხშირად სხვა დიეტების დასრულების შემდეგ წონა ძალიან მალე ისევ უბრუნდება ძველ მაჩვენებელს. ეს იმიტომ ხდება, რომ დიეტების უმეტესობა ორგანიზმისთვის მუდმივი სტრესია და როცა საკვები ნივთიერებები ცოტაა, ნივთიერებათა ცვლა ნელდება. შესაბამისად როგორც კი ადამიანი უბრუნდება ჩვეულებრივ კვებას, შენელებული მეტაბოლიზმი ვეღარ უმკლავდება საკვების გადამუშავებას და აგროვებს ცხიმს, რაც არ ხდება კეტო დიეტის დროს, რადგან ადამიანი არ შიმშილობს.

კეტო დიეტის უარყოფითი მხარეები.

ვინაიდან კეტო დიეტა ძირითადად ცხიმებზე და ცილებზეა აქცენტირებული, არ არის გამორიცხული საჭმლის მონელების დარღვევა – მუცლის შებერილობა, კუჭში სიმძიმის შეგრძნება, შეკრულობა. ეს გამოწვეულია იმით, რომ რაციონში საკმარისი რაოდენობით არ არის უჯრედისი – საკვები ბოჭკოები, რომელსაც შეიცავს პური, ხილი და ბოსტნეული. ამიტომ ასეთი პრობლემების თავიდან ასაცილებლად საჭიროა მინიმალური რაოდენობით მაინც მივიღოთ ბოსტნეული და ხილი (მჟავე ხილი).

ასევე უცნობია როგორ რეაგირებს თქვენი ორგანიზმი გლუკოზის დეფიციტზე. ორგანიზმის შეგუებას კეტონურ სხეულებთან დრო სჭირდება. როგორც წესი დიეტის პირველ კვირას ადამიანი თავს ცუდად გრძნობს, აქვს თავბრუსხვევა და საერთო სისუსტე. შედეგის დასანახად 21 დღე მაინც უნდა გავიდეს დიეტის დაწყებიდან.

კეტო დიეტა კატეგორიულად არ შეიძლება დიაბეტიანებისათვის: სისხლში კეტონური სხეულების დიდმა რაოდენობამ შეიძლება ავადმყოფის სიკვდილი გამოიწვიოს.
(დიაბეტური კეტოაციდოზი დიაბეტის მძიმე გართულებაა, რომლის დროსაც ორგანიზმში წარმოიქმნება კეტონ–მჟავების დიდი რაოდენობა. დიაბეტური კეტოაციდოზი ორგანიზმის მიერ არასაკმარისი ინსულინის წარმოქმნის შედეგია. ინსულინი ნორმაში არეგულირებს გლუკოზის დონეს სისხლში, რადგან ეხმარება მას უჯრედებში შესასვლელად. გლუკოზა კი უჯრედული ენერგიის მთავარი წყაროა. თუ არ გაქვთ საკმარისი ინსულინი ორგანიზმში, უჯრედები ვერ იყენებენ შაქარს. ეს იწვევს ჰორმონების გამოთავისუფლებას და ცხიმის დაშლას ენერგიის მისაღებად. დაშლის პროცესში გამოიყოფა ტოქსიური მჟავები–კეტონები. კეტონების დაგროვება სისხლში იწვევს შარდში მათ გადასვლას, დიაბეტურ კეტოაციდოზს).

ასევე არ უნდა გამოიყენონ კეტო დიეტა თირკმელებით დაავადებულებმა, საჭმლის მომნელებელი სისტემის და ნაწლავების დაავადებების მქონე პირებმა. გლუკოზის დეფიციტი უარყოფითად მოქმედებს ტვინის აქტიურობაზე, ამიტომ ვისაც აქვს გონებრივი სამუშაო, მათ არ უნდა მიმართონ ამ დიეტას.

ავტ. ირაკლი კენჭოშვილი – ფიტნეს-ცენტრ „თიდანის“ პერსონალური მწვრთნელი.

⭐ ⭐ ⭐ ვისაც გინდათ ჩემი პირადი მეთვალყურეობის ქვეშ ვარჯიში, უნდა მოხვიდეთ ფიტნეს-ცენტრ „თიდანი + ის“ ფილიალში 📍 პოლიტკოვსკაიას ქ. 4 (ყოფილი ჯიქიას ქუჩა) მეტრო სახელმწიფო უნივერსიტეტთან, ან დამიკავშირდეთ ტ. 5 93 39 02 23

გახდომაზე ჩემი სხვა პოსტები შეგიძლია ნახო http://tidani.ge/?cat=29
თუ მოგეწონა ეს პოსტი, გაუზიარე მეგობრებს და არ დაგავიწყდეს ჩემი ფეისბუქის გვერდის “ფიტნეს-ინსტრუქტორის რჩევები” – ის დალაიქება.

Facebook Comments