რა უნდა ვიცოდეთ დიაბეტის შესახებ.

პირველი ტიპის დიაბეტი (ინსულინდამოკიდებული) უვითარდებათ ძირითადად ბავშვობის ასაკში. დიაბეტის პირველი ნიშანია წყურვილი. თირკმელებს გამოაქვთ ყველაფერი ზედმეტი და შაქარის მცირე ზედმეტობა. დიდი რაოდენობით შაქრის შემთხვევაში შარდით გამოაქვს მთელი სითხე ორგანიზმიდან და ადამიანს მუდმივად სწყურია. ინსულინს გამოიმუშავებს კუჭქვეშა ჯირკვალის ბეტა უჯრედები, რომლებსაც ორგანიზმი შეცდომით იღებს როგორც უცხო სხეულს და იმუნური სისტემა მათ უტევს და ანადგურებს, ამიტომ ბეტა უჯრედების რაოდენობა მცირდება ან საერთოდ ქრება. ორგანიზმი დამოუკიდებლად ვეღარ გამოიმუშავებს ინსულინს და შაქრის დონე სისხლში აჭარბებს ნორმას. შაქარი გამოიყოფა შარდთან ერთად, ორგანიზმი კარგავს წყალს, რაც იწვევს სხეულის დეჰიდრაციას, ცხიმები იშლება რათა უზრუნველყოს ენერგიით ორგანიზმი, წარმოიქმნება კეტოაციდოზის მდგომარეობა და ადამიანი შეიძლება ჩავარდეს კომაში. ასეთ დროს ადამიანს პირიდან ამოსდის აცეტონის სუნი. საჭიროა ინსულინის შემცვლელი თერაპია. ინსულინი გასაღებივით აღებს უჯრედის კარებს და გლუკოზა ხვდება უჯრედის შიგნით.

მეორე ტიპის დიაბეტის დროს ნაწილობრივ არ არის საკმარისი ინსულინი, ანუ ბეტა უჯრედები გამოიმუშავებენ საკმარისი რაოდენობის ინსულინს, მაგრამ ინსულინზე დამოკიდებული ორგანოების უჯრედები ყოველთვის ვერ ამჩნევენ, ან ვერ ამოიცნობენ ინსულინს, რასაც მივყავართ გლუკოზის დონის მომატებასთან და ბევრი ორგანოების შიმშილთან. ისინი იძლევიან სიგნალს უფრო მეტი ინსულინის გამოსამუშავებლად, მაგრამ ეს არ იძლევა შედეგს და ინსულინის გამომუშავება მცირდება. ამ დროს შეიძლება მედიკამენტებით მკურნალობა, ხოლო აუცილებლობის შემთხვევაში, ინსულინოთერაპია.

უფროსი ასაკის დიაბეტია. მსუქანმა ადამიანებმა უნდა შეამოწმონ შაქარის დონე, სიმსუქნე ხელს უწყობს ინსულინის მიმართ რეზისტენტობას, ცხიმი ხელს უშლის ინსულინს გახსნას უჯრედის კარები გლუკოზის მისაღებად. გლუკოზა რჩება სისხლძარღვებში, რომელიც ჭამს მას და ვითარდება განგრენა, ინფარქტი, ინსულტი, ათეროსკლეროზი, მხედველობის დაკარგვა, თირკმელების უკმარისობა. 2 ტიპის დიაბეტის პირველი ნიშანია სიმსუქნე.

მეორე ნიშანია ტკბილის და ცომეულის უზომო ჭამის სურვილი, გაძლიერებული მადა. ჩვენი ტვინი იკვებება მხოლოდ გლუკოზით, მაგრამ 2 ტიპის დიაბეტის დროს ის ვერ აღწევს ტვინამდე, გლუკოზა ცხიმის ქსოვილში გარდაიქმნება ცხიმში და ჩვენი კანქვეშა ცხიმის უჯრედი იზრდება მოცულობაში, ეს უფრო ზრდის ინსულინის მიმართ რეზისტენტობას. ტვინი კი ამ დროს ითხოვს ტკბილს, მიუხედავად იმისა რომ სისხლში მომატებულია შაქრის დონე, ტვინს გლუკოზა არ მიეწოდება.

მესამე ნიშანი დიაბეტის არის ქრონიკული დაღლილობა, ძილიანობა, რაც გამოწვეულია გლუკოზის კუნთის უჯრედებში და ტვინში ვერ მოხვედრისგან. ორგანიზმი საკვებს კი იღებს, მაგრამ ქრონიკული დაღლილობის გამო ფაქტიურად ვერ მოძრაობს, შედეგად უფრო სუქდება.

დიაბეტის მკურნალობის პირველი წამალი არის წონის დაკლება. მეორე ტიპის დიაბეტის მკურნალობისთვის კვება უნდა კონტროლდებოდეს.

ავტ. ირაკლი კენჭოშვილი – ფიტნეს-ცენტრ „თიდანის“ პერსონალური მწვრთნელი.

⭐ ⭐ ⭐ ვისაც გინდათ ჩემი პირადი მეთვალყურეობის ქვეშ ვარჯიში, უნდა მოხვიდეთ ფიტნეს-ცენტრ „თიდანის“ ფილიალში ყაზბეგის გამზ. 11ა, მეტრო სამედიცინოსთან, ან დამიკავშირდეთ ტ. 5 93 39 02 23

თეორიული ცოდნის გაღრმავებისთვის ჩემი სხვა პოსტები შეგიძლია ნახო http://tidani.ge/?cat=608

თუ მოგეწონა ეს პოსტი, გაუზიარე მეგობრებს და არ დაგავიწყდეს ჩემი ფეისბუქის გვერდის “ფიტნეს-ინსტრუქტორის რჩევები” – ის დალაიქება.

Facebook Comments