როგორ უნდა მივიღოთ ბცაა და პროტეინი ვარჯიშამდე.

მოდით ჯერ ვნახოთ რით განსხვავდებიან ერთმანეთისგან ბცაა და პროტეინი. ჩვენი კუნთები შედგება 20 ამინომჟავისაგან, აქედან 8 შეუცვლელი ამინომჟავაა. შეუცვლელი ამინომჟავების სინთეზს ვერ ახდენს ორგანიზმი და ჩვენ მას ვიღებთ გარედან, საკვებიდან. შრატის იზოლატი შეიცავს ყველა ოცივე ამინომჟავას, რომელიც ჩვენ გვჭირდება კუნთის მშენებლობისთვის, ხოლო ბცაა-ში არის მხოლოდ 3 შეუცვლელი ამინომჟავა – ლეიცინი, იზოლეიცინი და ვალინი. კუნთების 35% შედგება ბცაა-სგან. ბცაა მეტაბოლირდება/იშლება უშუალოდ კუნთებში, ამიტომ როცა ჩვენ ინტენსიურად ვვარჯიშობთ ორგანიზმი ცილებს შლის ამინომჟავებად სწორედ ამ 3 შეუცვლელი ამინომჟავიდან ენერგიის მიღებისთვის.

ჩვენი ორგანიზმი ცილებს ვერ ითვისებს მიღებისთანავე, ჯერ საჭმლის მონელებისას ფერმენტების დახმარებით ცილა წინასწარ უნდა დავშალოთ ამინომჟავებამდე, რომელთა გამოყენებაც უკვე ჩვენ ორგანიზმს შეუძლია. ე.ი. იმისათვის რომ ჩვენ ავითვისოთ ცილები, ორგანიზმმა უნდა გაუშვას საჭმლის მონელების პროცესი, ანუ მოახდინოს საჭირო ფერმენტების სეკრეცია, ასევე აამუშავოს კუჭ-ნაწლავში საკვების პერესტალტიკა/გადაადგილების მექანიზმი და სხვ.

ჩვენ გვაქვს ვეგეტატიური (ავტონომიური) ნერვული სისტემა, რომელიც შედგება ორი ნაწილისაგან – სიმპათიკური და მისი თანამგზავრი პარასიმპათიკური ნაწილებისაგან. ისინი არეგულირებენ შინაგანი ორგანოების (მომნელებელი, სუნთქვის, სისხლის მიმოქცევის, გამრავლების, გამომყოფი და სხვ.) მოქმედებას, ნივთიერებათა ცვლის პროცესებს და ამით — ყველა ქსოვილის ფუნქციურ მდგომარეობას. სიმპათიკური და პარასიმპათიკური ნაწილების მოქმედება ურთიერთსაწინააღმდეგოა, მაგალითად სიმპათიკური ნერვული სისტემა აძლიერებს და ახშირებს გულის რიტმულ მუშაობას, პარასიმპათიკური კი თრგუნავს მას, სიმპათიკური ნაწილი პასუხს აგებს ადრენალინის გამოყოფაზე, ყველანაირ დაძაბვაზე, ვარჯიშზე, ხოლო პარასიმპათიკური ნაწილი დასვენებაზე, მოდუნებაზე, ძილზე და საჭმლის მონელებაზე. ვინაიდან ნერვული სისტემის ეს ორი ნაწილი ერთმანეთის ანტაგონისტია, ასრულებენ ურთიერთსაწინააღმდეგო მოქმედებებს, ისინი ვერ იქნებიან ერთდროულად აქტიურები, თქვენ ხომ არ შეგიძლიათ თვალის გუგები გააფართოვოთ და მოჭუტოთ ერთდროულად.

პრობლემა იმაშია, რომ როდესაც ჩვენ ვიღებთ საკვებს, აქტიურდება ვეგეტატიური ნერვული სისტემის პარასიმპათიკური ნაწილი, რომელიც ჩართავს საჭმლის მონელების სისტემას და თუ ამ დროს ჩვენ დავიწყებთ ვარჯიშს, ავტომატურად ჩაერთვება ვეგეტატიური ნერვული სისტემის სიმპათიკური ნაწილი, რომელიც პასუხს აგებს ვარჯიშზე და შესაბამისად პარასიმპათიკური ნაწილის მოქმედება ჩაცხრება და ცილები რომლის გადამუშავებაც თქვენ ვერ მოასწარით რჩება კუჭში და თქვენ ვერ იღებთ საჭირო ამინომჟავებს. აქედან გამომდინარე, თუ ჩვენ გვინდა გამოვიყენოთ შრატის პროტეინი, ის უნდა მივიღოთ 30-40 წუთით ადრე, სანამ დავიწყებთ ვარჯიშს, რათა მანამდე მომნელებელმა სისტემამ მოასწროს პროტეინის გადამუშავება.

ეხლა ვნახოთ რა მოხდება ბცაა-ს შემთხვევაში. ბცაა არის 3 შეუცვლელი ამინომჟავა უკვე თავისუფალ ფორმაში და იმისათვის რომ ორგანიზმმა ისინი აითვისოს, მას არ სჭირდება საჭმლის მონელების პროცესის გაშვება, ამინომჟავები მიღებისთანავე შეიწოვება სისხლში და ტრანსპორტირდება იმ კუნთებში, სადაც მოხდება მათი გამოყენება. ანუ ამ შემთხვევაში არ ჩაერთვება თქვენი ვეგეტატიური ნერვული სისტემის პარასიმპათიკური ნაწილი, ბცაა-ს არ სჭირდება მონელება, ის უკვე თავისუფალ ფორმაშია და მეტაბოლირდება უშუალოდ კუნთებში. მძიმე ფიზიკური დატვირთვის დროს ორგანიზმს აღარ დასჭირდება ამ 3 ამინომჟავას (ლეიცინი, იზოლეიცინი და ვანილი) მისაღებად კუნთების დაშლა. მაშასადამე, თუ ჩვენ ვარჯიშის დროს მივიღებთ ბცაა-ს, ჩვენ დავიცავთ კუნთებს კატაბოლიზმისგან.

გამოდის რომ პროტეინი უნდა მივიღოთ ვარჯიშამდე 30-40 წუთით ადრე, ან ვარჯიშის მერე, ხოლო ბცაა შესაძლებელია მივიღოთ ვარჯიშამდეც, ვარჯიშის დროსაც და ვარჯიშის მერეც.

ავტ. ირაკლი კენჭოშვილი – ფიტნეს-ცენტრ „თიდანის“ პერსონალური მწვრთნელი.

⭐ ⭐ ⭐ ვისაც გინდათ ჩემი პირადი მეთვალყურეობის ქვეშ ვარჯიში, უნდა მოხვიდეთ ფიტნეს-ცენტრ „თიდანის“ ფილიალში პოლიტკოვსკაიას ქ. 4 (ყოფილი ჯიქიას ქუჩა) მეტრო სახელმწიფო უნივერსიტეტთან, ან დამიკავშირდეთ ტ. 5 93 39 02 23

სპორტულ კვებაზე ჩემი სხვა პოსტები შეგიძლია ნახო http://tidani.ge/?cat=32

თუ მოგეწონა ეს პოსტი, გაუზიარე მეგობრებს და არ დაგავიწყდეს ჩემი ფეისბუქის გვერდის “ფიტნეს-ინსტრუქტორის რჩევები” – ის დალაიქება.

Facebook Comments