სახლის პირობებში ვარჯიში მასაზე. ფულბოდი პროგრამა განტელებით.

იმისათვის, რომ სახლის პირობებში ივარჯიშოთ მასაზე /კუნთების განვითარებაზე, აუცილებლად დაგჭირდებათ განტელები. განტელები ჯობია დასააშლელი, რომ შეძლოთ სხვადასხვა წონებით ვარჯიში. განტელების დახმარებით შესაძლებელია ნებისმიერ კუნთზე სხვადასხვა ვარჯიშების შესრულება. დღეს წარმოგიდგენთ პირველ სავარჯიშო პროგრამას – ფულბოდის ტიპის (სავარჯიშო პროგრამა მთელი სხეულისათვის), როცა ყველა ვარჯიშზე ვავარჯიშებთ ყველა კუნთს.

ფულბოდი პროგრამა განტელებით:

კვირაში 3-ჯერ ვარჯიში დღეგამოშვებით:
ორშ, ოთხშ, პარასკ.
ვარჯიშის დაწყებამდე ყველა სახსარის 10 წუთიანი გახურება.
მისვლებს შორის შესვენება 1-2 წუთი.

1. განტელებით ხელში ნაბიჯის წინ გადადგმა ჯერ ერთი ფეხით, შემდეგ მეორეთი 15, 12, 12, 10

491780_original

2. განტელების ამოწევა ნიკაპთან 12, 12, 12

fa5a90

3. ცალი ხელით განტელის ამოწევა დახრილ მდგომარეობაში 12, 10, 8

gant

4. წოლჭიმი განტელებით იატაკზე დაწოლილ მდგომარეობაში 12, 12, 10, 8

a2ecc440c4a1b1be02a318a5109e7353_watermarked

5. განტელების აწევა თავს ზევით 12, 12, 10

zhim-gantelej-sidya_04

6. განტელების აწევა ბიცეპსით 16, 14, 12, 12

image043

7. განტელის აწევა თავს უკან ცალი ხელით 12, 12, 12

razgibanie-odnoy-rukoy-iz-za-golovy

ვარჯიშის ბოლოს გაწელვები.
ყველა ვარჯიშის შემდეგ, ან არასავარჯიშო დღეებში დღეგამოშვებით შეგიძლია გააკეთო პრესის ვარჯიშები 5-8 წუთის განმავლობაში.
შენიშვნა: ამ პროგრამით შეგიძლია ივარჯიშო 2-4 თვე, მერე შეგიძლია გადახვიდე სპლიტებზე.

ავტ. ირაკლი კენჭოშვილი – ფიტნეს-ცენტრ „თიდანის“ პერსონალური მწვრთნელი.

⭐ ⭐ ⭐ ვისაც გინდათ ჩემი პირადი მეთვალყურეობის ქვეშ ვარჯიში, უნდა მოხვიდეთ ფიტნეს-ცენტრ „თიდანი + “-ში მის. პოლიტკოვსკაიას ქ. 4 (ყოფილი ჯიქიას ქუჩა) მეტრო სახელმწიფო უნივერსიტეტთან, ან დამიკავშირდეთ ტ. 5 93 39 02 23

სავარჯიშო პროგრამებზე ჩემი სხვა პოსტები შეგიძლია ნახო http://tidani.ge/?cat=33

თუ მოგეწონა ეს პოსტი, გაუზიარე მეგობრებს და არ დაგავიწყდეს ჩემი ფეისბუქის გვერდის “ფიტნეს-ინსტრუქტორის რჩევები” – ის დალაიქება.

Facebook Comments