მაგნიუმი (Mg) – სასწაულმოქმედი მინერალი.

მაგნიუმი (Mg) არის ყველაზე მნიშვნელოვანი ელემენტი, რომელიც მონაწილეობას იღებს ადამიანის ორგანიზმში მიმდინარე 350-ზე მეტ მნიშვნელოვან პროცესში, მათ შორის ენერგოწარმოების პროცესშიც.

 . მაგნიუმის ნაკლებობა იწვევს თუთიის, სპილენძის, კალციუმის, კალიუმის, სილიციუმის დეფიციტს და შემდგომში მათ შენაცვლებას მძიმე ტოქსიკური ლითონებით: ტყვიით, კადმიუმით, ალუმინით.

. მაგნიუმს შეიცავს ჩვენი ტვინის, ძვლების, გულის, ღვიძლის, თირკმელების, კბილის ემალის უჯრედები და ყველა ამ ორგანოს მუშაობა დამოკიდებულია ამ მიკროელემენტის რაოდენობაზე.  

. Mg ხელს უწყობს B ჯგუფის ვიტამინების შეწოვას.

. Mg შედის საჭმლის მომნელებელი ფერმენტების შემადგენლობაში და ხელს უწყობს კუჭ-ნაწლავის მოქმედებას.

. Mg მონაწილეობს ცუდი და კარგი ქოლესტერინის დაბალანსირებაში.

. Mg სტიმულაციას უკეთებს ნაღველის გამოტყორცნას, აბალანსებს კუჭის მჟავიანობას.  

     თუ ორგანიზმში D3 ვიტამინის ნაკლებობა გვაქვს, ცუდად შეიწოვება მაგნიუმი. მაგნიუმის შეწოვას ხელს უშლის ყავა, ჩაი (კოფეინის შემცველი პროდუქტი), ფიტინის შემცველი ბურღულეული, რაფინირებული პროდუქტები, ცომეულობა, ალკოჰოლი, ნიკოტინი, ზედმეტად მარილიანი საკვები, შარდმდენი პრეპარატები. ორსულობის და ძუძუთი კვების პერიოდშიც ორგანიზმიდან გამოიდევნება დიდი რაოდენობით მაგნიუმი.

  სისხლის ანალიზში შეიძლება მაგნიუმი იყოს ნორმაში, მაგრამ უჯრედები განიცდიდნენ მის დეფიციტს. ამიტომ უნდა ვიცოდეთ რა სიმპტომებს იწვევს ამ მინერალის ნაკლებობას:

1. მეხსიერების და კონცენტრაციის დაქვეითება;

2. უძილობა, ან ღამის განმავლობაში ხშირი გამოღვიძება;

3. თავის ტკივილები და თავბრუსხვევა;

4. კუნთების ტკივილი რომელიც არ არის ვარჯიშთან კავშირში;

5. სპაზმები ფეხის კუნთებში (კრუნჩხვა) წვივში, ბარძაყში ან ტერფში;

6. ტკბილის და განსაკუთრებით შოკოლადის მიმართ ლტოლვა;

7. გაზების წარმოქმნა ნაწლავებში და ტკივილი;

8. დაღლილობა, განსაკუთრებით დილიდან;

9. გულის პრობლემები, არითმია, ტკივილები გულის არეში;

ზემოთ აღნიშნული სიმპტომები შეიძლება დაგვემართოს  ძლიერი სტრესის დროს, რადგან სტრესის დროს გამოიყოფა კორტიზოლი და სხვა სტრესის ჰორმონები, ხდება სისხლძარღვების სპაზმირება, რის შედეგადაც ორგანიზმი კარგავს მაგნიუმს. ასეთ დროს ძალიან კარგია სისტმატიურად მივიღოთ დღეში ერთი ჭიქა მინერალური წყალი მაგნიუმის შემცველობით. ის ადვილად აღწევს სისხლში და შესაბამისად ღვიძლში, ღვიძილიდან გადადის ნაღვლის სადინარებში. ასეთი მინერალური წყალი არა მხოლოდ ავსებს ორგანიზმს მაგნიუმით, არამედ აკეთებს ღვიძლის უჯრედების აქტივაციას ნაღვლის გამომუშავებაში, უკეთესად გამოიდევნება დაგროვებული ნაღველი და  კუჭ-ნაწლავიც უფრო ენერგიულად იწყებს ფუნქციონირებას.

    ქალბატონები, რომლებიც სისტემატიურად მოიხმარენ კონტრაცეპტივებს, დაახლოებით 3 თვის შემდეგ, ორგანიზმში ექმნებათ მიკროელემენტების ნაკლებობა. მაგნიუმის დეფიციტისას მენსტრუაციის პერიოდში ვლინდება ძლიერი მოთხოვნილება ტკბილზე და შოკოლადზე.

   ყოველივე ზემოთ აღნიშნულის გათვალისწინებით უნდა ვიცოდეთ მაგნიუმით მდიდარი პროდუქტები, რათა ჩავრთოთ ჩვენს ყოველდღიურ რაციონში.

           მაგნიუმით მდიდარი პროდუქტებია:

. გოგრის, მზესუმზირის, სეზამის თესლი;

. ნუში, კედრის კაკალი, კეშიუ;

. ქინძი, ბაზილიკი, შალფეი, ხმელი ქინძის მარცვალი;

. შავი შოკოლადი კაკაოს მაღალი შემცველობით, ორგანული  კაკაო;

. მუქი მწვანე ფერის ბოსტნეული;

. მწვანე წიწიბურა, ოსპი, ბარდა, ველური ბრინჯი;

. ავოკადო;

. ლეღვი, ლიმონი, გრეიპფრუტი, ვაშლი, ბანანი, გარგარი;

. კამბალა, კობრი, კრევეტები, ზღვის ქორჭილა, პალტუსი, ქაშაყი, სკუმბრია, ვირთევზა;

  მაგნიუმი სჭირდება ყველას. უბრალოდ სცადეთ და თქვენ შეამჩნევთ დიდ ცვლილებებს თქვენს ორგანიზმში. თქვენ გახდებით ბევრად უფრო  სიცოცხლისუნარიანი და ენერგიული.

ავტ. ირინა გონაშვილი – ფიტნეს ცენტრ “თიდანი +” -ის პერსონალური მწვრთნელი.

Facebook Comments