რა არის ინსულინრეზისტენტობა და როგორ შევამციროთ ინსულინი სისხლში.

ინსულინი ძირითადი სატრანსპორტო ჰორმონია, რომელსაც გადააქვს გლუკოზა კუნთებში, ან ცხიმში. პრობლემა იმაშია, რომ ჩვენ ვერ ვუბრძანებთ ინსულინს წაიღოს გლუკოზა იქ, სადაც გვინდა. ინსულინს შეუძლია მთლიანად დაბლოკოს ცხიმის წვის – ლიპოლიზის პროცესი, ანუ მაღალი ინსულინის პირობებში ცხიმს ვერ დავწვავთ. სწორედ ამიტომ არ გირჩევთ მიიღოთ მაღალი გ.ი. – ის მქონე პროდუქტები გახდომისას, რადგან ის აწევს ინსულინის დონეს და დაბლოკავს ცხიმის წვის პროცესს.

როგორ დავწიოთ ინსულინი, თუ ვიკვებებით სწორად და არ ვიღებთ ტკბილეულს, ცომეულს და სხვა შაქრის შემცველ პროდუქტს, მაგრამ ინსულინის დონე მაინც მაღალი გვაქვს?

როცა ჩვენ ვიკვებებით სწორად, მაგრამ მაინც გვაქვს ინსულინის მაღალი დონე, ეს ნიშნავს, რომ ვაქვს ინსულინრეზისტენტობა, რაც არის მეტაბოლური დარღვევა. კუნთის და სხვა ქსოვილები ხელს უშლიან ინსულინს მიიტანონ გლუკოზა ამ ქსოვილებში. ანუ, როცა გლუკოზა მატულობს სისხლში, ამის საპასუხოდ კუჭქვეშა ჯირკვალი – პანკრეასი იწყებს ინსულინის სეკრეციას, რომელსაც გადააქვს გლუკოზა სისხლიდან ქსოვილებში, მაგრამ ქსოვილების უჯრედების რეცეპტორები არ იღებენ გლუკოზას – ეს არის ინსულინრეზისტენტობა. ამ დროს პანკრეასი ზრდის ინსულინის სეკრეციას და მისი დონე მატულობს, ამის შემდეგ ქსოვილების უჯრედების რეცეპტორებმა შეიძლება მიიღოს გლუკოზა და დაიწყოს მისი გამოყენება. სანამ პანკრეასი თავს ართმევს ამ მდგომარეობას, უჭირავს გლუკოზის დონე ნორმაში და სისხლის ანალიზი გვიჩვენებს, რომ ყველაფერი წესრიგშია, ვართ მშვიდად, მაგრამ სინამდვილეში ამ დროს პანკრეასი მუშაობს ცვეთაზე და ადრე თუ გვიან პანკრეასი ვეღარ შეძლებს ასეთი დატვირთვით მუშაობას, ის შეწყვეტს ინსულინის სეკრეციას და გავხდებით ინსულინ დამოკიდებული, ეს მდგომარეობა მიგვიყვანს პირველი ტიპის დიაბეტამდე. ამიტომ, ასეთ დროს ჩვენ უნდა ავიღოთ სისხლის ანალიზი არა მარტო შაქარზე, არამედ ინსულინზეც, რადგან შაქარი შეიძლება იყოს ნორმაში და ინსულინის დონე აწეული.  

მაღალი ინსულინის გამო ჩვენ ვეღარ ვხდებით, ის ბლოკავს ცხიმის წვას და მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ვიცავთ სწორ კვებას, არ ვჭამთ შაქრის შემცველ პროდუქტს, ჩვენ მაინც ვერ ვიკლებთ წონაში.

როგორ მოვიქცეთ ასეთ დროს, როგორ დავწიოთ ინსულინის დონე სისხლში, რომ ჩვენი ცხიმის წვა არ შეჩერდეს?

იმისათვის რომ გავიგოთ, თუ როგორ შეიძლება დავწიოთ ინსულინის დონე სისხლში, გავიხსენოთ, როგორ წარმოიშობა ენერგია ჩვენ ორგანიზმში. ჩვენი ორგანიზმის თითოეული უჯრედი ბიოქიმიური რეაქციებისთვის ინახავს და იყენებს ენერგიას ატფ-ის საშუალებით ანუ, ატფ არის უჯრედის საწვავი. ამ საწვავის მარაგი უჯრედებში არის ძალიან მცირე და მუდმივად ხდება მისი რესინთეზი სხვადასხვა გზით -ცხიმებიდან, გლიკოგენიდან, ცილებიდან. მოდით განვიხილოთ ატფ-ის რესინთეზი ანაერობული გლიკოლიზის საშუალებით. ანაერობული გლიკოლიზით წარმოიქმნება მხოლოდ 2 მოლეკულა ატფ და ლაქტატი, მაგალითად, როდესაც ჩვენ ვვარჯიშობთ შტანგით, ან განტელებით გვეწყება კუნთის წვა, რაც ლაქტატის, რძემჟავას დაგროვებითაა გამოწვეული, ეს ნიშნავს, რომ თქვენ მუშაობთ ანაერობულ რეჟიმში.

ეხლა ვნახოთ რა არის კარგი იმაში, რომ ანაერობული გლიკოლიზის შედეგად წარმოიქმნება მხოლოდ 2 მოლეკულა ატფ? ეს კარგია იმიტომ, რომ სწორედ ანაერობული გლიკოლიზი უშვებს ჩვენ ორგანიზმში ადაპტაციური პროცესების მთელ ჯაჭვს, რომელიც ზრდის ქსოვილების მგრძნობელობას ინსულინის მიმართ.

ინსულინის ურთიერთქმედება ქსოვილების უჯრედებთან ხდება რეცეპტორების საშუალებით, ინსულინი მოედება რეცეპტორს და შეძლებს შეიტანოს უჯრედში გლუკოზა. როცა ვითარდება ინსულინრეზისტენტობა, ეს ნიშნავს, რომ რეცეპტორებმა დაკარგეს მგრძნობელობა ინსულინის მიმართ, ანუ უჯრედს კი სჭირდება გლუკოზა, მაგრამ რეცეპტორები არ იღებენ ინსულინს, უკან აბრუნებენ. სწორედ ამ დროს თქვენ იწყებთ ძალისმიერ ვარჯიშს სიმძიმეებით, თქვენ აიძულებთ კუნთებს იმუშავონ ანაერობულ რეჟიმში, რომელშიც შესაძლებელია ერთი მოლეკულა გლუკოზიდან მივიღოთ სულ რაღაც 2 მოლეკულა ატფ, მაგრამ ამ დროს გვჭირდება ბევრი ენერგია. ამას მივყავართ ორგანიზმის სტრესთან, ის იწყებს პანიკას და ატეხს განგაშს: ,, ჩვენ გვაიძულებენ მუშაობას და თუ სასწრაფოდ არ მივიღებთ გლუკოზას სისხლიდან, დავიღუპებით!,, ამ დროს ერთადერთი გზა, რომ კუნთის უჯრედებმა სისხლიდან აიღოს გლუკოზა, არის რეცეპტორების მგრძნობელობის გაზრდა. აი ამაშია ამ მეთოდის მთელი საიდუმლო! ე.ი. კუნთების მუშაობას ანაერობულ რეჟიმში მივყავართ ქსოვილების მგრძნობელობის გაზრდასთან ინსულინის მიმართ და ინსულინის რაოდენობის შემცირებასთან – ნაკლები ინსულინია საჭირო, რადგან მგრძნობელობამ მოიმატა. თუ ადრე რეცეპტორის გარშემო დაცურავდა 10 ინსულინის მოლეკულა გლუკოზით, მაგრამ რეცეპტორი მაინც არ იღებდა გლუკოზას, ეხლა აღარ არის საჭირო ამდენი ინსულინი, კუნთის უჯრედი სასწრაფოდ ითხოვს შველას და აიძულებს რეცეპტორს მიიღოს გლუკოზით დატვირთული ინსულინი. შესაბამისად კუჭქვეშა ჯირკვალს ნაკლები ინსულინის გამომუშავება სჭირდება და ნაკლებად იტვირთება, რადგან მთელი გლუკოზა გაიხარჯა, თანაც კუნთის უჯრედების საშუალებით, რადგან სწორედ კუნთის უჯრედების რეცეპტორების მგრძნობელობამ მოიმატა, ეს არის მნიშვნელოვანი.

ამიტომ, როცა ჩვენ გვაქვს მეტაბოლური დარღვევა, მაღალი ინსულინი და ინსულინრეზისტენტობა, სწორედ ამ დროს გახდომისას ჩერდება წონა და ვეღარ ვიკლებთ, ჩვენთვის აუცილებელია არა სირბილი სარბენ ბილიკზე, რაც აერობული დატვირთვაა, არამედ სწორედ ანაერობული დატვირთვა სიმძიმეებით. სწორედ ის აიძულებს კუნთის უჯრედების რეცეპტორებს გაზარდონ ინსულინის მიმართ მგრძნობელობა და შეამციროს პანკრეასის მიერ ინსულინის სეკრეცია. შესაბამისად ინსულინის დონე სისხლში ნორმალიზდება და ჩვენ ვიწყებთ ცხიმების წვას ლიპოლიზის პროცესის გაშვების ხარჯზე.

აერობული დატვირთვისას ატფ-ის რესინთეზი მიმდინარეობს ცხიმოვანი მჟავების დაჟანგვის ხარჯზე. ამ დროს ერთი ცხიმოვანი მჟავას მოლეკულიდან ვიღებთ ატფ-ის 138 მოლეკულას, მაგრამ ეს არ ზრდის კუნთის უჯრედების რეცეპტორების მგრძნობელობას ინსულინის მიმართ, იმიტომ რომ ცხიმოვან მჟავას შეუძლია ინსულინის გარეშეც შეაღწიოს უჯრედის მემბრანის შიგნით. ამის გარდა ინსულინის მაღალი დონე ხელს გვიშლის მივიღოთ ეს ცხიმოვანი მჟავები, რადგან მაღალი ინსულინი ბლოკავს ლიპოლიზის პროცესის გაშვებას ცხიმის უჯრედში. ამიტომ სარბენი ბილიკი არ გამოგვადგება რეცეპტორების მგრძნობელობის ასაწევად და ინსულინის დონის შესამცირებლად. 

ე.ი. როდესაც ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ სწორად, არ ვჭამთ ტკბილეულს, ცომეულს, შემწვარს, არ ვჭამთ ბევრს, მაგრამ მაინც ვერ ვიკლებთ, სავსებით შესაძლებელია, რომ ჩვენ გაგვივითარდა ინსულინრეზისტენტობა. ამავე დროს, თუ გავიზომავთ სისხლში შაქრის დონეს, ჩვენ ის გვექნება ნორმაში. მაგრამ თუ ჩვენ ჩავაბარებთ სისხლის ანალიზს უშუალოდ ინსულინზე, აღმოჩნდება, რომ გვაქვს ჰიპერინსულემია. ეს აროს კომპენსატორული მექანიზმი რომელიც აიძულებს პანკრეასს იმუშავოს ცვეთაზე, გამოყოს მეტი ინსულინი, რათა შეინარჩუნოს გლუკოზის ნორმალური დონე სისხლში. ამ დროს ინსულინის მაღალი დონე ხელს გვიშლის დავწვათ ცხიმი, რადგან ის ბლოკავს ლიპოლიზს. იმისათვის, რომ გავზარდოთ კუნთის უჯრედის რეცეპტორების მგრძნობელობა ინსულინის მიმართ, რათა სწორედ კუნთებმა მიიღონ გლუკოზა, ჩვენ ვიწყებთ ძალისმიერ ვარჯიშს ანაერობულ რეჟიმში, იმიტომ რომ სწორედ ანაერობულ რეჟიმში ვარჯიში აიძულებს სხეულს აწიოს კუნთის რეცეპტორების მგრძნობელობა ინსულინის მიმართ, რადგან ამ დროს ერთი მოლეკულა გლუკოზიდან ვიღებთ მხოლოდ 2 მოლეკულა ატფ-ს, რაც ძალიან ცოტაა და სხეული იმისათვის რომ გააგრძელოს მუშაობა ადაპტაციის და კოპენსაციის მექანიზმით ზრდის რეცეპტორების მგრძნობელობას ინსულინის მიმართ. შესაბამისად კუჭქვეშა ჯირკვალი ამცირებს ინსულინის გამომუშავებას, დაიწია ინსულინის დონემ და წავიდა ლიპოლიზის პროცესი, ჩვენ ისევ დავიწყეთ ცხიმის წვა და გახდომა.

ინსულინრეზისტენტობა არის ძალიან საშიში მეტაბოლური დარღვევა, სწორედ ინსულინრეზისტენტობას მივყავართ სიმსუქნესთან და მეორე ტიპის დიაბეტთან.

ავტ. ირაკლი კენჭოშვილი – ფიტნეს-ცენტრ „თიდანის“ პერსონალური მწვრთნელი.

⭐ ⭐ ⭐ ვისაც გინდათ ჩემი პირადი მეთვალყურეობის ქვეშ ვარჯიში, უნდა მოხვიდეთ ფიტნეს-ცენტრ „თიდანი + ის“ ფილიალში 📍 პოლიტკოვსკაიას ქ. 4 (ყოფილი ჯიქიას ქუჩა) მეტრო სახელმწიფო უნივერსიტეტთან, ან დამიკავშირდეთ ტ. 5 93 39 02 23

გახდომაზე ჩემი სხვა პოსტები შეგიძლია ნახო http://tidani.ge/?cat=29

თუ მოგეწონა ეს პოსტი, გაუზიარე მეგობრებს და არ დაგავიწყდეს ჩემი ფეისბუქის გვერდის “ფიტნეს-ინსტრუქტორის რჩევები” – ის დალაიქება.

Facebook Comments