ცხიმისმწველი გრეიფრუტი – საშიში ციტრუსი.


გრეიფრუტზე ძალიან ბევრი დადებითი ინფორმაციის მოძიება შეიძლება, მაგრამ სინამდვილეში ის არც ისე სასარგებლო ციტრუსია ყველასათვის.

ძალიან ბევრ ადამიანს წონის დასაკლებად ყოველდღიურ რაციონში შეაქვს გრეიფრუტი და სისტემატიურად მიირთმევს. გრეიფრუტი შეიცავს ფლავანოიდებს, რომლებიც ზოგიერთი ადამიანისთვის საშიშია, განსაკუთრებით ქალებისთვის, რომლებმაც არ იციან, თუ რა დონეზეა მათ ორგანიზმში ესტროგენების დონე. ქალები, რომლებიც წონაში იკლებენ გრეიფრუტის სისტემატიური მოხმარების შედეგად, ესტროგენების დონე აქვთ დაბალი, გრეიფრუტში შემავალი ფლავანოიდების მოქმედების შედეგად მათი ესტროგენების დონე იწევს მაღლა, შესაბამისად ჰორმონალური ფონი ბალანსირდება და წონაში იკლებენ. მაგრამ თუ ქ-ნს ესტროგენების დონე ნორმაში აქვს და იწყებს გრეიფრუტის სისტემატიურ მოხმარებას ხდება ესტროგენების დონის მომატება, რაც ძალიან საშიშია 35 წლის ან ამ ასაკის ზევით მყოფი ქალბატონებისთვის.

გრეიფრუტში შემავალი ფლავანოიდები ესტროგენების დონეს ამაღლებენ. ქალებს რომლებიც არიან 35-40-50 წლის ასაკში და სისტემატიურად მოიხმარენ გრეიფრუტს ესტროგენების დონე აქვთ მაღალი. ასეთი ქ-ების 96%-ს ექმნებათ ქალური ორგანოების (საშვილოსნო, საკვერცხეები, მკერდი) ონკოლოგიური დაავადებების საშიშროება. ამიტომ ქალებმა, რომლებმაც არ იციან თავიანთი ჰორმონალური ფონის მდგომარეობა თავი უნდა შეიკავონ სისტემატიურად გრეიფრუტის მოხმარებისგან.

გრეიფრუტის სისტემატიური მოხმარება ქოლესტერინის დონეს წევს დაბლა და როდესაც ორგანიზმში ქოლესტერინი ბალანსირდება ადამიანი ადვილად იკლებს წონაში. მაგრამ ამავდროულად გრეიფრუტი ამცირებს ღვიძლში იმ ცილის მოქმედებას, რომელიც ჩართულია ამა თუ იმ მედიკამენტის მეტაბოლიზმის პროცესში. თუ ჩვენ ექიმის დანიშნულებით ვიღებთ გარკვეულ მედიკამენტს და თან ყოველდღურად მივირთმევთ გრეიფრუტს, ამ მედიკამენტის კონცენტრაცია ორგანიზმში შეიძლება იმ დონეზე გაიზარდოს, რომ ის გახდეს ტოქსიკური. მეცნიერული კვლევების საფუძველზე დამტკიცებულია, რომ გრეიფრუტის სისტემატიური მოხმარება ხელს უშლის ისეთი პრეპარატების მოქმედებას როგორიცაა: ანტიდეპრესანტები, ჩასახვის საწინააღმდეგო აბები, წნევის დამწევი, სტატინები, ალერგიის საწინააღმდეგო და სხვა პრეპარატები.

გრეიფრუტის შემადგენლობაში ყველაზე ცუდი ნივთიერება არის ფურანოკუმარინი რომელსაც შეუძლია 230-250%-ით აამაღლოს წნევის დამწევი პრეპარატის მოქმედება. ამიტომ ვინც სისტემატიურად იღებს წნევის დამწევ პრეპარატებს თავი შეიკავეთ გრეიფრუტის მოხმარებისგან. 

გრეიფრუტის და ყავის ერთდროული მოხმარება ცუდად მოქმედებს სისხლძარღვთა სისტემაზე და იწვევს თავის ტკივილს ან გულის აჩქარებას. ვინც იღებს სისხლის გამათხელებელ პრეპარატებს და მიირთმევს გრეიფრუტს შეიძლება შინაგან ორგანოებში დაემართოს სისხლის დენა ან სხეულზე გაუჩნდეს სისხლჩაქცევების ლაქები.

ყოველივე ზ.ა. გათვალისწინებით იყავით ფრთხილად, სანამ გადაწყვეტთ გრეიფუტის სიტემატიურად კვების რაციონში ჩართვას წონის დაკლების მიზნით. 

ავტ. ირინა გონაშვილი – ფიტნეს ცენტრ „თიდანი +“-ის პერსონალური მწვრთნელი.

კვებაზე ჩემი სხვა პოსტები შეგიძლია ნახო http://tidani.ge/?cat=28

თუ მოგეწონა ეს პოსტი, გაუზიარე მეგობრებს და არ დაგავიწყდეს ჩემი ფეისბუქის გვერდის “ფიტნეს-ინსტრუქტორის რჩევები” – ის დალაიქება.

Facebook Comments