ავოკადო – სასარგებლო ხილი.

ავოკადოს რბილობი შედგება დიდი რაოდენობით ვიტამინებისაგან (B ჯგუფის, A, C, K, PP, ფოლიუმის მჟავა), მინერალებისგან (კალციუმი, ფოსფორი, კალიუმი, რკინა, ნატრიუმი, გოგირდი, სპილენძი, ქლორი, იოდი, მაგნიუმი) და ცხიმოვანი მჟავებისგან, რომლებიც კარგად შეითვისება ორგანიზმის მიერ. ავოკადოს თავისი შემადგენლობიდან გამომდინარე აქვს ისეთი თვისებები რომლებიც დადებითად აისახება ორგანიზმზე. მისი რაციონში შეტანა ამცირებს ისეთი დაავადებების რისკს როგორიც არის: ათეროსკლეროზი,  ინფარქტი, ჰიპერტონია, ანემია. ეს პროდუქტი აუცილებელია ადამიანებისთვის ვისაც აქვთ ქრონიკულად ნაწლავების ანთება, კუჭში სიმჟავიანობის მომატება, შაქრიანი დიაბეტი.

ნივთიერება მანნოგეპტულოზა, რომელსაც შეიცავს ავოკადო, კარგად მოქმედებს ნერვიული სისტემის დარეგულირებაზე. ეს ნივთიერება აქვეითებს გაღიზიანებას, დაღლილობას, სტრესს, აგრეთვე ამაღლებს ყურადღების კონცენტრაციას, აუმჯობესებს მახსოვრობას, შრომისუნარიანობას და გვიცავს  ალცჰეიმერის დაავადებისგან.

ავოკადო შეიცავს დიდი ოდენობით ანტიოქსიდანტ  A  და  E  ვიტამინს, რომლებიც დადებით ზეგავლენას ახდენენ სახის კანის სტრუქტურაზე, კარგად ასწორებენ პატარა ნაოჭებს და აპატარავებენ სახის კანზე სხვადასხვა სახის ანთებით უბნებს.

ანტიოქსიდანტური თვისებების გამო ავოკადო იცავს ორგანიზმის უჯრედებს თავისუფალი რადიკალებისგან და აახალგაზრდავებს მას. მაგალითად 50 გრ. ავოკადო შეიცავს კარიტონოიდების დღიურ ნორმას. კარიტონოიდები არის ცხიმის შემცველი პიგმენტები რომლებსაც შეუძლიათ უჯრედების დონეზე შეგვინარჩუნონ ახალგაზრდობა. ამ ხილის ხშირი გამოყენება კანის სიმკვრივის და კარგი მხედველობის საწინდარია.

მიუხედავად იმისა რომ თვითონ ავოკადო ძალიან კალორიულია (100გ ში არის 245 კალორია) მასში არ არის მავნე ცხიმები, ის მდიდარია ოლეინის მჟავით რომელიც ძალიან სასარგებლოა და გვიცავს ცუდი ქოლესტერინისგან.  ყოველდღიურად ერთი ცალი ავოკადოს მირთმევა ცუდი ქოლესტერინის დონეს წევს დაბლა და გვეხმარება დავიკლოთ წონაში. ავოკადო ასევე კარგია მათთვის ვისაც მუდმივად აქვს ფიზიკური დატვირთვები. მისი კვებითი ღირებულება ხორცისას უტოლდება, ხოლო თევზისას 2-ჯერ აჭარბებს.

აი რატომ უნდა შევიტანოთ რაციონში და ხშირად მივირთვავთ ავოკადო.

როგორ შევარჩიოთ ავოკადო?

ავოკადო არის მწვანე და მუქი ყავისფერი. მუქი ყავისფერი გამიორჩევა უკეთესი გემოთი. თუ თქვენ გინდათ ავოკადო ბუტერბროდისთვის ან ბოსტნეულის სალათისთვის მაშინ უნდა შეიძინოთ მწიფე მაგრამ მაგარი ნაყოფი, თითს რომ დააჭერთ ნაყოფი ოდნავ უნდა ჩაიზნიქოს.  თუ ნაყოფი ძალიან ჩაიზნიქა და დიდი ღრმული დარჩა ე.ი. ავოკადო ძალიან მწიფეა და ასეთი ნაყოფისგან შეგიძლიათ მოამზადოთ გუაკამოლე. თუ ნაყოფი ისეთი მაგარია რომ თითის დაჭერის შემთხვევაში ღრმული საერთოდ არ კეთდება ე.ი. ავოკადო მკვახეა, დადეთ ოთახის ტემპერეტურაზე და 3-5 დღეში დამწიფდება.

რა შეგვიძლია მოვამზადოთ ავოკადოთი?

1. ტოსტები –  დიეტ. პური + ყველი + ავოკადო + მწვანილები ან სუნელები;

2. ცოცხალი ბოისტნეულის სალათა ავოკადოთი ( განსაკუთრებით უხდება  პომიდვრის სალათას);

3. შეგიძლიათ ხაჭოს + ავოკადოს პიურე + სხვადასხვა მწვანილები და სუნელები აურიოთ და გადაუსვით დიეტურ პურზე;

4. მოამზადეთ გუაკამოლე –   1-2 ც. ავოკადო + 1-2 ს.კ. ლიმონის წვენი ან ვაშლის ძმარი + 2-4 ს.კ. დაჭრილი ქინძი + 2-4 ც პომიდორი  + 1-2  ნივრის კბილი +  მარილი და წიწაკა გემოვნებით. დააბლენდერეთ ყველაფერი და გემრიელად  მიირთვით.

ავტ. ირინა გონაშვილი – ფიტნეს ცენტრ „თიდანი +“-ის პერსონალური მწვრთნელი.

კვებაზე ჩემი სხვა პოსტები შეგიძლია ნახო http://tidani.ge/?cat=28

თუ მოგეწონა ეს პოსტი, გაუზიარე მეგობრებს და არ დაგავიწყდეს ჩემი ფეისბუქის გვერდის “ფიტნეს-ინსტრუქტორის რჩევები” – ის დალაიქება.

Facebook Comments