რა მოხდება, თუ არ შეჭამთ შაქარს.

შაქრის დიდი რაოდენობით მოხმარება იწვევს უამრავ დაავადებას, სიმსუქნეს, ხასიათის ცვლილებას და დამოკიდებულებას შაქარზე. ზოგიერთი დიეტოლოგი შაქარს თვლის უფრო სახიფათოდ, ვიდრე ცხიმს. ჩვენ არ ვაქცევთ ყურადღებას, თუ რა რაოდენობის შაქარს ვიღებთ ყოველდღიურად.

რა მოხდება, თუ არ შეჭამთ შაქარს:

1. დაგეკარგებათ შაქარზე მოთხოვნილება და დაძლევთ დამოკიდებულებას შაქარზე, რომელიც ნარკოტიკის დამოკიდებულებაზე ძლიერია. იმიტომ რომ შაქრის ყოველ მიღებაზე გამომუშავდება ჰორმონი ინსულინი, რომელიც აგდებს შაქრის დონეს სისხლში, ამას ეძახიან ჰიპოგლიკემიას, რაც იწვევს შაქარზე დამოკიდებულებას, ანუ თუ აღარ მიიღებთ შაქარს, თქვენ აღარ გექნებათ შაქარზე მოთხოვნილება.

2. შეგიმცირდებათ შიმშილის გრძნობა.   

ეს ხდება იმიტომ, რომ შაქრის არ მიღებით ნორმალიზდება შაქრის დონე სისხლში და ეხლა უჯრედები მიიღებენ ნამდვილ კვებას. სანამ არ იტყვით უარს შაქარზე, მანამდე ამას ვერ მიხვდებით, სწორედ შაქრის გამო გვაქვს შიმშილის გრძნობა.

როცა თქვენ იღებთ შაქარს, იმსულინს ზედმეტი შაქარი მიაქვს უჯრედებში, ინსულინი ხომ აკონტროლებს შაქრის დონეს სისხლში. სხეული კი ცდილობს შეზღუდოს შაქრის დონე უჯრედის შიგნით, რადგან სხეული თვლის რომ შაქარი არ არის სასარგებლო და მომწამვლელია ჩვენთვის. სხეული იწყებს წინააღმდეგობის გაწევას და ბლოკავს ინსულინს, უჯრედების რეცეპტორები აღარ რეაგირებენ ინსულინზე, აი ეს არის ინსულინრეზისტენტობა. თუ თქვენ უარს იძახით შაქარზე, სხეული იწყებს ნორმაში ჩადგომას და საწვავის საჭირო რაოდენობის მოცულობასთან ერთად სხეულს შეუძლია მიიღოს გაცილებით მეტი საკვები ნივთიერებები, რადგან ინსულინრეზისტენტობა ასევე ხელს უშლის საკვების (მიკრო და მაკრო ელემენტების) მიღებას, ეს კი ინსულინის ერთერთი ფუნქციაა.   

3. სწრაფად შემცირდება წონა.

როცა ჭამთ დიდი რაოდენობით შაქარს, განსაკუთრებით ფრუქტოზას, თქვენ უფრო ხართ მიდრეკილი  გადამეტებული ჭამისკენ, კუჭქვეშა ჯირკვალი იძულებულია გამოიმუშავოს მეტი ინსულინი, ასე რომ მეტაბოლიზმის დამარეგულირებელი სხვა ჰორმონები ნაკლებად გამომუშავდებიან. სხეული აგზავნის ცრუ სიგნალს, რომ საჭიროა წახემსება.

4. ნაკლები გექნებათ დაღლილობა.

განსაკუთრებით საკვების მიღების შემდეგ. თუ თქვენ რეგულარულად იყენებთ შაქარს, ჩვეულებრივად თქვენ იქნებით დაღლილები ჭამის შემდეგ და ეს კავშირშია სისხლში შაქრის დონესთან. თქვენ აღმოაჩენთ, რომ ჭამის მერე დაღლილობა შემცირდა. ეს ნიშნავს, რომ თქვენი შაქრის დონე შემცირდა, გონებრივ გადაღლას იწვევს სწორედ შაქარი, მაგრამ ეხლა შაქარი ნორმაშია და ტვინი ფხიზელი .  

5. თქვენ გაგიუმჯობესდებათ ძილი.

როგორც კი თავს დაანებებთ შაქრის მიღებას, თავიდან გექნებათ მოთენთილობა და ძილიანობა, მაგრამ როცა თქვენი სხეული მიეჩვევა უშაქრობას, უფრო ენერგიული გახდებით მთელი დღის განმავლობაში და უპრობლემოდ დაგეძინებათ.

6. თქვენგან გამოვა ზედმეტი წყალი და ცხიმი.

პირველ კვირას თქვენგან გამოვა ბევრი წყალი და ბევრი ცხიმი, შემდგომში ეს იქნება ძირითადად ცხიმი. თქვენ გაოცებული დარჩებით, როცა დაინახავთ, თუ რამდენი წყალია შეკავებული ორგანიზმში, ზოგიერთები კარგავენ 6 კილოს სითხის სახით. თქვენ ატარებთ ამ ზედმეტ სითხეს და რა თქმა უნდა ეს ცუდია გულისთვის. თქვენ შეამჩნევთ, რომ ტანსაცმელი გახდა დიდი, განსაკუთრებით წელზე. შაქარის შემცირებით მუცლის და წელის გარშემოწერილობა შემცირდება.

7. გაუმჯობესდება სუნთქვა.

შაქარი იწვევს პირის ღრუს და ღრძილების დაავადებებს, ის ხდება ბაქტერიების კვების წყარო, ეს აჩქარებს ბაქტერიების გამრავლებას, რაც იწვევს პირიდან უსიამოვნო სუნს. შაქარს ხშირად უკავშირებენ ფილტვების უამრავ დაავადებებს. ამიტომ შაქრის შემცირებით თქვენ შეამცირებთ ასთმის სიმპტომებს. 

8. მოიმატებს გონებრივი შესაძლებლობები.

გამოკვლევებმა აჩვენა, რომ შაქარი ხელს კი არ უწყობს ახალი მასალის ათვისებას და დამახსოვრებას, როგორც ეს ადრე ეგონათ, არამედ პირიქით, ხელს უშლის. გაუმჯობესდება კონცენტრაცია, გახდებით უფრო ყურადღებიანი.  

9. გაუმჯობესდება მხედველობა.

გლუკოზის და ინსულინის მომატებას მივყავართ სისხლძარღვების დაზიანებასთან და თვალების სისხლით ცუდ მომარაგებასთან, რაც იწვევს მხედველობის დაქვეითებას.

 10. გაუმჯობესდება ხასიათი, გუნება განწყობილება.

თუ აქამდე იყავით ბუზღუნა და გაღიზიანებული, თქვენ გახდებით უფრო დამშვიდებული. მართალია თავიდან იქნებით გაღიზიანებული, მაგრამ მერე, როცა მიეჩვევით უშაქრობას თავს იგრძნობთ გაცილებით კარგად. დადგენილია, რომ ვინც იღებს შაქარს მცირე რაოდენობით, ნაკლებად ემართებათ დეპრესია.

 11. კანის მდგომარეობა გაუმჯობესდება.

კანი გაახალგაზრდავდება და გასუფთავდება. გაქრება აკნე – გამონაყარი, რადგან შაქარი პროვოცირებს ანთებას და ეს არის აკნეს მიზეზი. როცა ჭამთ შაქარს, მატულობს ინსულინი, ქალებში მასთან ერთად მატულობს ანდროგენები (მამაკაცური ორმონები), რაც იწვევს გამონაყარს. მამაკაცში მაღალი ინსულინი შეამცირებს ტესტოსტერონის დონეს, რაც შექმნის ჯანმრთელობის სხვა პრობლემებს.  

12. შემცირდება ანთებები და გექნებათ ნაკლები ტკივილი.

შაქრის ამოღებით ჩვენ ერთი საწვავიდან – შაქარიდან გადავერთვებით სხვა საწვავზე – ცხიმზე. ამას დაჭირდება 3 დღე, თქვენ ამცირებთ ნახშირწყლებს, რომელიც შეიცავს შაქარს, თქვენ შეიძლება გაგიმწვავდეთ სიმპტომები 3 დღით, რასაც უნდა გაუძლოთ, ხოლო თუ თქვენ მიიღებთ B ჯგუფის ვიტამინებს, სიმპტომები აღარ გექნებათ და ყველაფერს ადვილად გადაიტანთ. თქვენ აშენებთ ახალ ფერმენტებს უჯრედების დონეზე, რათა თქვენმა სხეულმა საწვავის სახით გამოიყენოს ცხიმი, სხეული გადაერთვება ახალ საწვავზე.

13. შემცირდება ინსულტის და ინფარქტის რისკი.

შემცირდება ანთება არტერიებში, ეს ხელს შეუშლის სისხლძარღვებში ათეროსკლეროზული ბალთების წარმოქმნას და შეამცირებს ინსულტის და ინფარქტის რისკის საშიშროებას. დაიწყება ტვინის უჯრედების წარმოქმნა იმიტომ, რომ შაქრის დეფიციტის დროს სხეული იწყებს სხვა საწვავზე  – კეტონებზე მუშაობას, კეტონები კი ხელს უწყობენ ახალი ნერვული უჯრედების წარმოქმნას. გული ამოისუნთქებს. შაქრის ზედმეტად გამოყენება ზრდის ინფარქტის რისკს. გ ულის იშემიური დაავადებების წარმოქმნის მთავარი მიზეზიც ეს არის. შაქარზე უარის თქმით შემცირდება გლუკოზის დონე სისხლში, შესაბამისად შემცირდება გულის პულსი, ეს შეამცირებს არტერიულ წნევას, შესაბამისად გულს და სისხლძარღვებს მოუწევთ ნაკლები მუშაობა, ამით თავიდან აიცილებთ ინსულტს და ინფარქტს.

14. შემცირდება ცუდი ქოლესტერინი.

ბევრი შაქრის გამოყენება ზრდის მავნე ქოლესტერინის დონეს, რაც იწვევს ათეროსკლეროზული ბალთების წარმოქმნას და სისხლძარღვების ბლოკირებას, ეს კი გულის დაავადებებს იწვევს.

 15. გასუფთავდება ღვიძლი.

თქვენ შეგიმცირდებათ ცხიმი, რომელიც დაგროვილი იყო ღვიძლში და შეძლებთ მის როგორც საწვავის გამოყენებას.ასევე გაეშვება ღვიძლის გასუფთავების პროცესი.

16. უკეთესად ამუშავდება თირკმელები.

დიაბეტიანებში სწორედ თირკმელებია დარტყმის ქვეშ, თუ შევამცირებთ შაქარს და ნახშირწყლებს, თირკმელების მუშაობა გაცილებით გაუმჯობესდება.  

17. მცირდება ალცჰეიმერის დაავადების რისკი.

სწორედ შაქრის გადამეტებული მიღება იწვევს ამ დაავადებას.

18. შემცირდება დიაბეტით დაავადების რისკი.

დიდი რაოდენობით შაქრის მიღებისას ვითარდება ინსულინის მიმართ მაღალი წინააღმდეგობა, რაც იმას ნიშნავს, რომ შაქარს არ შეუძლია შეაღწიოს უჯრედში და შეიძლება გაიჭედოს სისხლში. ამას მივყავართ დიაბეტისწინა მდგომარეობამდე და შემდგომში თავად დიაბეტთან.

19. შემცირდება სიმსივნით დაავადების რისკი.

კუჭქვეშა ჯირკვალის სიმსივნეს ხშირად უკავშირებენ შაქრის გადამეტებულად გამოყენებას.

20. ნაკლებად დაგჭირდებათ მკურნალობა და ექიმები.

დიდი რაოდენობით შაქრის მიღება სერიოზულად მოქმედებს იმუნურ სისტემაზე, მას უჭირს გაუმკლავდეს ბაქტერიებს და ვირუსებს. თქვენ ნაკლებად იავადმყოფებთ და აღარ დახარჯავთ ფულს ექიმებში და წამლებში. შაქარი ასევე აზიანებს კბილებს და ღრძილებს, ასე რომ თქვენ ნაკლებად დაგჭირდებათ სტომატოლოგთან ვიზიტი. თქვენ დაზოგავთ უამრავ ფულს მკურნალობაზე, ტკბილეულზე დაზოგილი ფულით თქვენ შეძლებთ სხვა მოთხოვნილებების დაკმაყოფილებას.    

ავტ. ირაკლი კენჭოშვილი – ფიტნეს-ცენტრ „თიდანის“ პერსონალური მწვრთნელი.

⭐ ⭐ ⭐ ვისაც გინდათ ჩემი პირადი მეთვალყურეობის ქვეშ ვარჯიში, უნდა მოხვიდეთ ფიტნეს-ცენტრ „თიდანი + ის“ ფილიალში 📍 პოლიტკოვსკაიას ქ. 4 (ყოფილი ჯიქიას ქუჩა) მეტრო სახელმწიფო უნივერსიტეტთან, ან დამიკავშირდეთ ტ. 5 93 39 02 23

გახდომაზე ჩემი სხვა პოსტები შეგიძლია ნახო http://tidani.ge/?cat=29

თუ მოგეწონა ეს პოსტი, გაუზიარე მეგობრებს და არ დაგავიწყდეს ჩემი ფეისბუქის გვერდის “ფიტნეს-ინსტრუქტორის რჩევები” – ის დალაიქება.

Facebook Comments