გინეკომასტია.

გინეკომასტია არის მკერდის გაზრდა მამაკაცებში, .რომლის შედეგად მამაკაცის მკერდი ემსგავსება ქალისას. დიდი მკერდი მამაკაცებს უქმნის ესთეტიურ და მორალურ დისკომფორტს.

გინეკომასტია მამაკაცებში შეიძლება იყოს სამი ტიპის:

ნამდვილი/ჭეშმარიტი – ჯირკვლების ქსოვილის გაზრდა;

ცრუ – ცხიმოვანი ნადების გაზრდა;

შერეული – ნამდვილი და ცრუ გინეკომასტიის ნარევი.

გინეკომასტიის ნიშნებია:

სარძევე ჯირკვლების გამაგრება და გადიდება (საშუალოდ 1-4 სმ);

თავიდან წვა, შესაძლოა ტკივილი და ძუძუს თავებიდან გამონადენი.

განსაკუთრებით ხშირია გინეკომასტიის შემთხვევები ჰორმონალური პიკების პერიოდში:

ახალშობილ ბავშვებში;

გინეკომასტია მოზარდებში – სქესობრივი მომწიფების პერიოდში 12-15 წ. ასაკში ბიჭების თითქმის 50%-ს ემართება ე.წ. ასაკობრივი გინეკომასტია, ძირითადად ცრუ გინეკომასტია, რაც შემდეგ თავისით ქრება. ის ჩნდება გარდატეხის პერიოდში ჰორმონალური ცვლილებების გამო, ეს გამოწვეულია ასაკთან დაკავშირებული ტესტოსტერონის დონის მატებასთან. მკერდის გადიდების ზომა შეიძლება განსხვავებული იყოს – 1-დან 10 სმ-მდე. საშუალოდ, ზომა დაახლოებით 4 სმ-ია. მას ჩვეულებრივ არ მკურნალობენ.  

ხანდაზმულ ასაკში – 45 წ. გადაცილებულ მამაკაცებს უმეტესად ჭეშმარიტი გინეკომასტია აწუხებთ. მამაკაცის ცხოვრების ამ პერიოდში გინეკომასტია გვხვდება ხშირად და მას ეწოდება ფიზიოლოგიური გინეკომასტია. 

იმისათვის, რომ დავადგინოთ რომელი ტიპისაა გინეკომასტია, ცრუ თუ ჭეშმარიტი, უნდა ხელით მოვსინჯოთ სარძევე ჯირკვალი, რომელიც მამაკაცებსაც აქვთ, მაგრამ არ არის განვითარებული, თუ ძუძუს თავის გარშემო რბილია, ანუ გადიდებულია, მაგრამ რბილია, იგრძნობა რომ ცხიმოვანი ქსოვილია, მაშინ ეს ცრუ გინეკომასტიაა. თუ იგრძნობა გამაგრება, ან ტკივილის შეგრძნება, მაშინ ეს ჭეშმარიტი გინეკომასტიაა. ამ შემთხვევაში ჯირკვალური ქსოვილია, ეს ჯირკვალი შეიძლება გაიზარდოს და მისი მკურნალობაა საჭირო.  ის შეიძლება გაიზარდოს 1-დან 10 სმ-მდე.

გინეკომასტიის წარმოშობის მიზეზები.

დაავადების წარმოშობის მიზეზები შეიძლება იყოს სხვადასხვა:

ზოგიერთი სამკურნალო პრეპარატის და ანაბოლიური სტეროიდების მიღება;

სიმსუქნე;

სათესლე ჯირკვლების დასიება;

თირკმელზედა ჯირკვლის გადიდება;

ფილტვების, კუჭის, კუჭქვეშა ჯირკვლის პრობლემები;

პროსტატის ადენომა;

შაქრიანი დიაბეტი;

ღვიძლის დაავადება;

ნივთიერებათა ცვლის დარღვევა;

დიფუზიური, ტოქსიკური ჩიყვი;

გულ-სისხლძარღვთა უკმარისობა;

ფილტვების ტუბერკულოზი, ღვიძლის ქრონიკული უკმარისობა;

ალკოჰოლიზმი.

გინეკომასტია შეიძლება წარმოიშვას მამაკაცის სქესობრივი ჰორმონების-ტესტოსტერონის შემცირებით ან ესტროგენების (ქალის სქესობრივი ჰორმონი) მეტობით. ეს ჰორმონები აქვთ როგორც მამაკაცებს, ასევე ქალებს. ის გამომუშავდება ქალებში საკვერცხეებში, მამაკაცებში სათესლე ჯირკვლებში,  თირკმელზედა ჯირკვლებში და თავად ცხიმის ქსოვილში. ორივე ჰორმონი – ტესტოსტერონიც და ესტროგენებიც მზადდება ქოლესტერინისგან. არის კიდევ ასეთი პროცესი ცხიმის ქსოვილში – არომატიზაცია, როდესაც ტესტოსტერონი გარდაიქმნება ესტროენებში და რაც უფრო დიდია ცხიმის რაოდენობა, მით მეტია ესტროგენები.   

 გინეკომასტიის 25% -ის შემთხვევაში უცნობია რის გამო ჩნდება გინეკომასტია. კიდევ 25% მოდის სამკურნალო პრეპარატებზე. სამკურნალო პრეპარატების გარდა პროსტატის მკურნალობის ჰორმონალური საშუალებები. დანარჩენ შემთხვევებში გინეკომასტია მოდის ონკოლოგიაზე (გინეკომასტიის უკან შეიძლება იყოს სათესლე და თირკმელზედა ჯირკვლების სიმსივნე), დიაბეტზე, თირკმელების უკმარისობაზე, ღვიძლის ფუნქციის მოშლა იწვევს ტესტოსტერონის დაქვეითებას.

გინეკომასტია და სიმსუქნე.

სიმსუქნით გამოწვეული გინეკომასტია დაკავშირებულია იმასთან, რომ მამაკაცური ჰორმონების ქალურ ჰორმონებად გადაქცევა ძირითადად ხდება ცხიმოვან ქსოვილში, შესაბამისად, დიდი რაოდენობით ცხიმოვანი ქსოვილის არსებობა იწვევს ჰორმონების უფრო ინტენსიურ გარდაქმნას.

როგორც წესი სიმსუქნე არ იწვევს ჭეშმარიტ გინეკომასტიას, მაგრამ ხშირად იწვევს ფსევდო-გინეკომასტიას, რომელიც ხასიათდება სარძევე ჯირკვალში ცხიმოვანი ქსოვილის დაგროვებით, ჯირკვლოვანი ქსოვილის ჰიპერტროფიის გარეშე.

მკურნალობა და პრევენცია.

ძირითადი პრევენციული ზომებია: წონის დაკლება სიმსუქნის დროს და ქირურგიული ფორმით მკურნალობა მძიმე ფორმებში გამოხატული გინეკომასტიის შემთხვევაში.

როგორ მოვიშოროთ გინეკომასტია ბუნებრივი გზით.

გინეკომასტიასთან ბრძოლა აუცილებელია და რაც ადრე, მით უკეთესი, რადგან საწყის ეტაპზე მისი განკურნება შესაძლებელია.  თუ არ ვუმკურნალებთ გინეკომასტიას, ჯირკვალი გახდება ფიბროზული ქსოვილი და მკერდი დარჩება ასეთივე გადიდებული. ჯირკვალის ქსოვილი შეიძლება როგორც გადიდდეს, ასევე შემცირდეს, მაგრამ ფიბროზული ქსოვილი ვეღარ პატარავდება და უკვე ქირურგიული ჩარევაა საჭირო. ასევე მკერდის კეთილთვისებიანი გამაგრება შეიძლება გადაიზარდოს ავთვისებიანში, მამაკაცის მკერდის კიბოში.

კლასიკური სამედიცინო გზით ამ პრობლემის გადაჭრა არ არის მარტივი. ვინაიდან ინეკომასტია ამოწვეულია ძირითადად ჰორმონების დისბალანსით, ტესტოსტერონის შემცირებით და ესტროენების მომატებით. შესაბამისად მკურნალობა უნდა იყოს მიმართული ტესტოსტერონის მომატების და ესტროენების შემცირებისკენ. უნდა შემოწმდეს ანალიზი ჰორმონებზე და მკურნალობენ ჰორმონალური პრეპარატებით, ძირითადად ეს არის ტამოქსიფენი.

სინთეტიკურ ჰორმონებს აქვთ ბევრი გვერდითი მოვლენები, უფრო  უსაფრთხო  მეთოდზე ქვემოთ ვისაუბრებთ. არ არის სასურველი ჰორმონალური პრეპარატებით მკურნალობა, თუ შეამჩნიეთ, რომ გაქვთ გინეკომასტიის ნიშნები, სასწრაფოდ შეცვალეთ ცხოვრების წესი. პირველ რიგში შეამცირეთ წონა, მიიღეთ მიკროელემენტების და მინერალების კომპლექსი, საკმარისი რაოდენობის ცხოველური ცილები, მეტი უჯრედისი, რომ შემცირდეს ესტროენების შეწოვა, მთლიანად შეწყვიტეთ ყავის და ალკოჰოლის მიღება, ამოიყენეთ ბუნებრივი ფიტოესტროენები.

ესტროგენების ინაქტივაციისთვის საჭიროა შემდეგი მიკროელემენტები და ვიტამინები: სპილენძი, თუთია, რკინა, სელენი, B3. ყველაზე მარტივია ვიტამინების და და მინერალების კომპლექსის მიღება. ასეთი კომპლექსების შერჩევა შესაძლებელია სპორტული კვების დანამატებიდან.

თქვენი კვება უნდა იყოს სრულფასოვანი, მდიდარი ვიტამინებით და მიკროელემენტებით. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია კვება სპორტსმენებისათვის, რადგან ისინი კარგავენ ბევრ მიკროელემენტებს და მინერალებს ვარჯიშისას.

მიიღეთ მეტი უჯრედისი. უჯრედისი ხელს უშლის ნაწლავებს შეიწოვოს ესტროგენები.  განსაკუთრებით სელის უჯრედისი.

სრული უარი უნდა თქვათ ალკოჰოლზე და ყავაზე. ალკოჰოლი შეიცავს ესტროგენებს.

ყველაზე დიდი საფრთხეა სინთეტიკური ესტროენები, რომლებიც ძალიან ბევრია. ის არის სოიოს პროდუქტებში, მათ შორის სოიოს პროტეინში, ლუდში, ფასთფუდში. ასევე გაითვალისწინეთ, რომ სინთეტიკურ ესტროგენებს შეიცავს პლასტიკური ჭურჭელი. ამიტომ მოერიდეთ პროდუქტების და წყლის შენახვას პლასტიკურ ჭურჭელში და კონტეინერებში.

ფიტოესტროენები დასაბანი საშუალებებიდან – შამპუნებიდან, საპონიდან შეიძლება მოხვდეს ორგანიზმში. უმჯობესია გამოიყენოთ ბავშვებისთვის დამზადებული დასაბანი საშუალებები.

გამოიყენეთ ბუნებრივი ფიტოესტროენები, ეს არის: სელის, სეზამის თესლი, მწვანილი, ნებისმიერი სახის კომბოსტო და ციტრუსები. ეს პროდუქტები ჭამეთ ყოველდღე. ეს ფიტოესტროგენები რომლებიც ამ პროდუქტებშია არეგულირებენ ჰორმონების დონეს, ზოგს უმატებენ, ზოგს ამცირებენ.

არის კიდევ პროდუქტები, რომლებიც ამცირებენ ესტროგენებს მამაკაცებში, ესენია : კვერცხი, ინდაური, ქათამი,ნიახური.იმისათვის, რომ შევამციროთ ესტროგენები საჭიროა მივიღოთ საკმარისი რაოდენობის ცხოველური ცილები 1-2 გრამი ერთ კილოგრამ საკუთარ წონაზე. თუ ხართ სპორტსმენი 2 გრამი.

გინეკომასტია და ბოდიბილდინგი.

გინეკომასტიის ყველაზე გავრცელებული მიზეზები ბოდიბილდინგში:

სტეროიდები

სიმსუქნე

სხვადასხვა დაავადებები, რომელსაც თან ახლავს ტესტოსტერონის დონის დაქვეითება და ესტროგენის დონის მომატება.

ბოდიბილდინგი თავისთავად არ იწვევს გინეკომასტიის განვითარებას

სპორტული კვება (არაჰორმონალური) არ იწვევს გინეკომასტიას

გინეკომასტია არ არის დაკავშირებული სტეროიდებთან, თუ ის წარმოიშობა მისი მიღებიდან  გარკვეული დროის შემდეგ.

გინეკომასტია და სტეროიდები.

მრავალი ანაბოლური სტეროიდები ექვემდებარება არომატიზაციის პროცესს ქალის სასქესო ჰორმონების წარმოქმნით – ესტროგენები (ძირითადად ესტრადიოლი), უფრო იშვიათად პროლაქტინებისა და პროგესტოგენები. როდესაც სპორტსმენის სხეულში საკმარისად დიდი რაოდენობის ქალის ჰორმონები გროვდება, ის შეამჩნევს ისეთ გვერდით მოვლენებს, როგორიცაა ცხიმოვანი ქსოვილის დაგროვება ქალის ტიპის მიხედვით, შეშუპება სითხის შეკავების და გინეკომასტიის გამო.

სტეროიდების გამოყენებით ყველა სპორტსმენში არ გამოვლინდება  გინეკომასტია, რადგან ყველას აქვს განსხვავებული მგრძნობელობა ქალის ჰორმონის ესტრადიოლის მიმართ. ზოგიერთ შემთხვევაში, არასასურველი მოქმედება შეიძლება აღმოჩნდეს დღეში 10 მგ დანაბოლისგანაც. ხოლო სხვებს არ ექნებათ ასეთი პრობლემები კვირაში 1 გრამი ტესტოსტერონისგან. ეს დამოკიდებულია გენეტიკურ მონაცემებზე, რომლებიც განსაზღვრავს არომატაზას მოქმედებას.

მედიკამენტები, რომლებიც გადაიქცევა ესტროგენებად: ტესტოსტერონი, მეტანდროსტენოლონი (დანაბოლი), მეთილტესტოსტერონი.

სამკურნალო საშუალებები, რომლებიც ზრდის პროლაქტინს: ნანდროლონი, ტრენბოლონი.

გინეკომასტიის სიმპტომები სტეროიდების გამოყენების დროს.

ჩვეულებრივ შეგიძლიათ მარტივად განსაზღვროთ დაავადების დაწყება. თუ გრძნობთ გაღიზიანებას, ქავილს, შეშუპებას სარძევე ჯირკვლების მიდამოში, ან / და გამჭვირვალე გამონადენს, ეს სავარაუდოდ მიუთითებს გინეკომასტიაზე.

მკურნალობა და პრევენცია

გაცილებით ადვილი და უსაფრთხოა გინეკომასტიის თავიდან აცილება, ვიდრე მკურნალობა.

სტეროიდების მიღებისას გინეკომასტიის პროფილაქტიკა ხდება არომატაზას ბლოკატორების, ანუ ინჰიბიტორების მიღებით, რომლებსაც იყენებენ სისხლში ესტროგენების შესამცირებლად და საკუთარი ტესტოსტერონის ასამაღლებლად.

არსებობს გინეკომასტიის თავიდან ასაცილებელი  მედიკამენტები – ანტიესტროგენები. მათგან ყველაზე პოპულარულია Tamoxifen (Nolvadex), რადგან ის არის იაფი, ადვილად ხელმისაწვდომი და ძალზე ეფექტური. ტამოქსიფენი ახდენს  ესტროგენული რეცეპტორების ბლოკირებას. არსებობს Tamoxifen- ის ანალოგი – კლომიფენი, მოქმედების იგივე მექანიზმით. ჩვეულებრივ, 10 მგ ტამოქსიფენის მიღება დღეში საკმარისია გინეკომასტიის თავიდან ასაცილებლად.

არსებობს ეჭვი, რომ პრეპარატს შეუძლია შეამციროს ანაბოლური სტეროიდების ეფექტურობა, ამიტომ სტეროიდული კურსის განმავლობაში უმჯობესია გამოიყენოთ არომატაზას ინჰიბიტორები: ანასტროზოლი (Arimidex), Letrozole (Femara), Exemestane (Aromasin). ეს მედიკამენტები არ ბლოკავს ესტროგენის რეცეპტორებს, მაგრამ ბლოკავს ესტროგენების სინთეზს. კურსის დასასრულს უნდა გადახვიდეთ ტამოქსიფენზე, რადგან მას აქვს უნარი აღადგინოს საკუთარი მამაკაცური სასქესო ჰორმონების სეკრეცია, რომლებიც ითრგუნება ანაბოლური მედიკამენტების მიღებით.

ბოლო დროს სპორტული კვების მაღაზიებში გამოჩნდა დანამატი 6-OXO რომელიც შეუქცევადად ბლოკავს არომატაზას ფერმენტს და ხელს უშლის ესტროგენების წარმოქმნას.

მიუხედავად იმისა, რომ გინეკომასტიის თავიდან ასაცილებლად მრავალი მეთოდი არსებობს, მისი მოშორების მხოლოდ ერთი გზა არსებობს – ქირურგიული. როგორც წესი, ოპერაციის დროს ძუძუს თავთან აკეთებენ ჰიპერტროფირებული ქსოვილის ამოკვეთას, რის მერეც ხდება  ჭარბი ცხიმოვანი ქსოვილის ლიპოსაქცია. ოპერაცია პრაქტიკულად არ ტოვებს ჭრილობას. მსუბუქი ვარჯიშები დასაშვებია მეორე კვირიდან, ხოლო სრული აღდგენა ხდება 4-6 კვირის შემდეგ.  

ავტ. ირაკლი კენჭოშვილი – ფიტნეს-ცენტრ „თიდანის“ პერსონალური მწვრთნელი.

⭐ ⭐ ⭐ ვისაც გინდათ ჩემი პირადი მეთვალყურეობის ქვეშ ვარჯიში, უნდა მოხვიდეთ ფიტნეს-ცენტრ „თიდანი +“-ში პოლიტკოვსკაიას ქ. 4 (ყოფილი ჯიქიას ქუჩა) მეტრო სახელმწიფო უნივერსიტეტიდან 300 მეტრში, ან დამიკავშირდეთ ტ. 5 93 39 02 23

ჰორმონებზე სხვა სტატიები ნახე აქ ჰორმონები

თუ მოგეწონა ეს პოსტი, გააზიარე და არ დაგავიწყდეს ჩემი ფეისბუქის გვერდის “ფიტნეს-ინსტრუქტორის რჩევები” – ის დალაიქება.

Facebook Comments