რა არის სუპერფუდი და რატომ უნდა დაამატოთ ისინი ყოველდღიურ მენიუში.

სუპერფუდი (სუპერ საკვები) – ეს არის მცენარეული წარმოშობის პროდუქტები სასარგებლო ნივთიერებების მაღალი კონცენტრაციით. ისინი დიდი დოზით შეიცავენ ვიტამინებსა და მინერალებს, რომლებიც იცავენ ორგანიზმს დაავადებებისგან, ხელს უწყობენ ცხოვრების ჯანსაღ წესს და ახანგრძლივებენ სიცოცხლეს. ზოგიერთი სუპერფუდი შეიცავს ანტიოქსიდანტებს კიბოს თავიდან ასაცილებლად, ასევე ჯანმრთელ ცხიმებს და ბოჭკოებს, რომლებიც ხელს უშლიან გულის დაავადებებს, ამცირებენ დიაბეტის რისკს და აუმჯობესებენ საჭმლის მონელებას.

სუპერ საკვები უნდა მოვიხმაროთ ზომიერად, წინააღმდეგ შემთხვევაში მათ შეუძლიათ ზიანი მიაყენონ ჩვენს ორგანიზმს. თქვენ არ უნდა შეცვალოთ ჩვეულებრივი საკვები პროდუქტები მთლიანად სუპერფუდით მხოლოდ იმიტომ, რომ იგი შეიცავს მეტ საკვებ ნივთიერებებს, რომლებიც აუცილებელია ჩვენი ორგანიზმისთვის. იდეალური კვება არის ისეთი კვება, სადაც ყველანაირი სახის საკვებია: ხილი, ბოსტნეული, მარცვლეული და სასარგებლო ცხოველური წარმოშობის პროდუქტები. რა თქმა უნდა, სუპერ საკვები ჯანსაღი კვების კარგი დამატებაა, მაგრამ არ უნდა შეცვალოს თქვენი ყოველდღიური კვება.

სუპერფუდი — არის ფესვები, თესლები, წყალმცენარეები, კენკრა და მცენარის სხვა ნაწილები, რომლის მოხმარება შეიძლება როგორც ნატურალურ, ასევე ფხვნილის, წვენების სახით.

სუპერ კვების პროდუქტებია: გოჯის კენკრა, გუარანა, სპირულინა, ფიზიალი, კალე, აკაი, ჩიას თესლი, კაკალი, მოცვი, კანაფის თესლი, ორაგული და სხვა შესანიშნავი საკვები იდეალური კანისთვის, ჯანსაღი და სქელი თმისთვის, სრულყოფილი ტანისთვის და ძლიერი იმუნიტეტისთვის.

საქართველოსთვის “სუპერფუდი” -ს კატეგორიის პროდუქტები სიახლეა. როგორც წესი, ისინი იზრდებიან ძნელადმისაღწევ ადგილებში როგორიცაა მაგალითად ამაზონია და ტიბეტი, მაგრამ ასე შორს წასვლა არ მოგიწევთ: ყველაზე გავრცელებული პროდუქტები შეგიძლიათ შეუკვეთოთ აქვე, ონლან მაღაზიაში აქ

https://www.facebook.com/groups/892030704509469/

Facebook Comments