დოფამინი.

დოფამინი განაპირობებს ისეთ შეგრძნებებს, როგორებიცაა ბედნიერება, სიამოვნება, ეიფორია, მოტივაცია, კონცენტრირების, შემეცნების, და სწავლის უნარი, განსაზღვრავს ქცევას, გუნება-განწყობას, აკონტროლებს ძილს, სხეულის მოძრაობას. როდესაც დოფამინი დიდი რაოდენობით გამოიყოფა, ადამიანი სიამოვნებას და სიხარულს განიცდის და სურვილი უჩნდება, კვლავ გაიმეოროს ესა თუ ის ქცევა. ამის საპირისპიროდ, დოფამინის დონის დაწევისას იკლებს მოტივაცია და ენთუზიაზმი და ადამიანს აღარ ახარებს ის, რაც წინათ სიხარულს ანიჭებდა.

როდესაც ჩვენ გვეზარება ყველაფრის კეთება, გვაკლია მოტივაცია. მოტივაციაზე პასუხისმგებელი არის ჰორმონი დოფამინი. მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ რახან დოფამინი არ გაქვთ, იმიტომ ხართ ზარმაცი. დოფამინი გამომუშავდება მოტივაციის შედეგად, ანუ ჯერ მოტივაცია უნდა იყოს, რომ გამომუშავდეს დოფამინი. ამიტომ, თუ არ გვაქვს რაიმეს კეთების სურვილი, არ გვექნება დოფამინიც. ადამიანები განსხვავდებიან ერთმანეთისგან, ზოგი არის აქტიური და აქვს ნორმაზე მეტი დოფამინი, ზოგს არ აქვს მოტივაცია და დოფამინიც ნაკლები აქვს.

დიფამინი გვეხმარება წავიდეთ წინ, უფრო ღრმად შევტოპოთ ჩვენი ინტერესებისთვის, გვიმატებს აზარტს და გვიქმნის ბედნიერების შეგრძნებას მიზნის მიღწევისას. აღმოჩნდა, რომ დოფამინი ქმნის ბედნიერების შეგრძნებას მაშინაც კი, როცა ფაქტიურად არაფერი არ ხდება, ანუ ადამიანს შეუძლია ფიზიკურად არაფერი მოიმოქმედოს, მაგრამ  წარმოიდგინოს, რომ ხვალ ყველაფერს გააკეთებს და მარტო ფანტაზიისგან მიიღოს სიამოვნება, იყოს ბედნიერი.

როგორ მუშაობს დოფამინი.

დოფამინი გამომუშავდება ტვინში (ჰიპოთალამუსი). არსებობენ 5 დოფამინის რეცეპტორები D1, D2, D3, D4, D5. D1 და D5 ყველაზე მეტად გავრცელებულია ცნს-ში, ხელს უწყობენ ნერვული უჯრედების გაზრდას და განვითარებას. ასევე ისინი მონაწილეობენ უჯრედის ენერგეტიკულ პროცესებში, ატფ-ის დაშლაში. D2, D3, D4 რეცეპტორები უკავშირდება დოფამინის ემოციონალურ და ინტელექტუალურ თვისებებთან. სწორედ ამ რეცეპტორების მომატებული აქტიურობა დაკავშირებულია შიზოფრენიის განვითარებასთან. 

კოკაინი და სხვა ნარკოტიკები სერიოზულად ზრდის დოფამინის გამომუშავებას. ამიტომ ნარკოტიკების ხშირი გამოყენება ადამიანს ხდის ფსიქიკურად გაუწონასწორებელს.

მოკლედ, რომ განვაზოგადოთ D1 და D5 რეცეპტორები არის ენერგია და ძალა, ხოლო D2, D3, D4 ემოცია, მოტივაცია, ინტელექტი.

დოფამინი გამომუშავდება ტვინის გარკვეულ ნაწილებში, მერე სხვადასხვა გზებით ნაწილდება მთელ ტვინში. როცა დოფამინი ამ გზებზე ძალიან დაბალია, შეიძლება ტვინში წარმოიშვას სუიციდური აზრები, აპათია, არაფრის კეთების სურვილი.

თუ ამ გზებზე დოფამინი ძალიან ბევრია, ეს იწვევს ნერვულ აშლილობას, მცირე შენიშვნაც კი გამოგიყვანთ მოთმინებიდან, ყველაფერი გაგაცოფებთ. მოსახლეობის 3%-ს აწუხებს ეს სინდრომი – აკვიატებული მდგომარეობების ნევროზი. თუ თქვენ ხედავთ, რომ ადამიანი ყოველდღე ალაგებს ნივთებს მაგიდაზე ან სხვაგან (მნიშვნელობა არ აქვს სად) მკაცრად ერთსა და იმავე ადგილზე, ან წარამარა წმენდს მტვერს და პატარა შეუსაბამობაც კი იწვევს მასში გაცოფებას, მაშინ ეს ადამიანი არის ფსიქოპათი. ეს ავადმყოფობა შეიძლება გამოხატული იყოს სხვადასხვანაირად, აუცილებელი არ არის რაიმე მოქმედება, შეიძლება მიბმული იყო რაღაც ადგილზე, მაგ. დასაჯდომ ადგილზე, ან მანქანის დასაყენებელ ადგილზე, კონკრეტულ საცხოვრებელ ადგილზე, შეიძლება მიბმული იყო გარკვეულ ნივთებზე. ჩვეულებრივ ჩვევებსა და ნევროზს შორის განსხვავება ძალიან სათუთია, მაგ. თუ ჩვენ მიჩვეული ვართ დილით საუზმეზე შემწვარი კვერცხის ჭამას, მაგრამ ვთქვათ დღეს ის არ გვაქვს და ჩვენ წყნარად შევჭამთ რაიმე სხვა საუზმეს, მაშინ ეს არ არის ნევროზი – ეს ნორმალურია, ხოლო თუ ჩვენ ჩავიცმევთ და სასწრაფოდ გავიქცევით მაღაზიაში კვერცხის საყიდლად, მაშინ ეს ნევროზია. 

კიდევ ერთი მომენტი, სტრესის დროს დოფამინის ზედმეტობა კონვერტირდება ნორადრენალინში და შემდგომ შესაძლებელია ადრენალინში.

დოფამინის დადებითი მხარეები:

აუმჯობესებს გუნება-განწყობილებას

ადამიანი ხდება უფრო მოქმედი და უნარიანი, გადაწყვეტილების მიმღები, კრეატიული

უუმჯობესდება მეხსიერება

დოფამინის უარყოფითი მხარეები:

ყველაფერი გვინდა ერთბაშად, მუდმივად სურვილების ცვლა

არაპროგნოზირებადი ქცევა

დოფამინის დეფიციტს თან სდევს:


ცხოვრებისადმი ინტერესის დაკარგვა;
მოტივაციის დაქვეითება;
სიზარმაცე;
ძილის რეჟიმის დარღვევა;
სისუსტე;
მოუსვენარი ფეხების სინდრომი;
მეხსიერების გაუარესება;
კონცენტრირების უნარის დარღვევა;
იმპულსური ან მავნე ქცევა;
კოფეინზე ან სხვა სტიმულატორებზე დამოკიდებულების ჩამოყალიბება;
წონის მატება;
დოფამინის უკიდურესი დეფიციტი პარკინსონის დაავადებისთვისაა დამახასიათებელი, განაპირობებს მოძრაობის უნარის შეზღუდვას, კუნთების სიხისტეს და ტრემორს (კანკალს).

ადამიანის ორგანიზმში დოფამინის დონეს ნერვული სისტემა არეგულირებს, თუმცა მისი მომატება ბუნებრივი საშუალებებითაც შეიძლება. დოფამინს ზრდის მოტივაცია, სურვილები და მიზნები. 

რა ზრდის დოფამინს ბუნებრივ პირობებში:

1. მიიღეთ ბევრი ცილა.
ცილები შედგება ამინომჟავებისგან. ამინომჟავა თიროზინი, გადამწყვეტ როლს ასრულებს დოფამინის სინთეზში.
დოფამინი შეიძლება ფენილალანინისგანაც წარმოიქმნას.
თიროზინიც და ფენილალანინიც მოიპოვება ცილებით მდიდარ საკვებში: ინდაურისა და ძროხის ხორცში, კვერცხში, რძის ნაწარმში, სოიოში, ბანანში, პარკოსანი მცენარეების ნაყოფში.


2. შეზღუდეთ საკვებ რაციონში ნაჯერი ცხიმების შემცველობა.
ნაჯერი ცხიმები (ქონი, კარაქი, ცხიმიანი რძის ნაწარმი, ქოქოსისა და პალმის ზეთი) ჭარბი მიღებისას არღვევს თავის ტვინში დოფამინური სიგნალების გადაცემას.

3. შეზღუდეთ შაქარი.
შაქარი, ისევე როგორც ალკოჰოლი და ნარკოტიკი, ამცირებს ტვინში დოფამინის მარაგს და იწვევს ეიფორიას. დოფამინის დონის დაქვეითება კი შაქარზე დამოკიდებულებას განაპირობებს. შაქრის შეზღუდვა ორგანიზმს ტვინში დოფამინის დონის აღდგენაში ეხმარება.

4. მიიღეთ პრობიოტიკები.
ნაწლავები და ტვინი მჭიდროდ არის დაკავშირებული ერთმანეთთან. ნაწლავები შეიცავს ნერვული უჯრედების მდიდარ ქსელს, რომელიც გამოიმუშავებს დოფამინსაც. ნაწლავებში მობინადრე ბაქტერიების ზოგიერთი სახეობაც წარმოქმნის დოფამინს. პრობიოტიკების მიღება ამცირებს შფოთვისა და დეპრესიის სიმპტომებს.

5. მიირთვით ხავერდოვანი მარცვლეული.
ხავერდოვანი მარცვლეული დიდი რაოდენობით შეიცავს L-დოფას – დოფამინის წინამორბედ ნივთიერებას.

6. ხშირად ივარჯიშეთ.
ვარჯიში მაღლა სწევს ენდორფინების დონეს და აუმჯობესებს გუნება-განწყობას.

7. კარგად გამოიძინეთ.
ტვინში დოფამინის გამოყოფისას ადამიანი სიფხიზლეს და მხნეობას გრძნობს. დიდი რაოდენობით დოფამინი გამოიყოფა დილით, გაღვიძებისას, ხოლო საღამოს, ძილის წინ, მისი დონე ბუნებრივად მცირდება. ძილის უკმარისობა არღვევს დოფამინის გამოყოფის სადღეღამისო რიტმს.

8. უსმინეთ მუსიკას.
მუსიკის მოსმენა ტვინში დოფამინის გამომუშავების ერთ-ერთი სახალისო გზაა. მუსიკა ააქტიურებს ტვინის იმ უბნებს, რომლებიც მხიარულებასა და სიამოვნებაზეა პასუხისმგებელი და რომლებშიც უხვად არის დოფამინური რეცეპტორები.

9. საკმაო დრო გაატარეთ მზეზე.
ზამთრობით ადამიანები ცოტა დროს ატარებენ მზეზე, ამიტომ უფრო ხშირად ეუფლებათ მოწყენილობა და დეპრესია.
ცნობილია, რომ მზის სხივების უკმარისობა ამცირებს განწყობაზე მოქმედი ნივთიერებების, მათ შორის დოფამინის, გამოყოფას.

10. დანამატები.
ორგანიზმში დოფამინის წარმოსაქმნელად საჭიროა ისეთი ვიტამინები და მინერალები, როგორებიცაა რკინა, ნიაცინი, ფოლიუმის მჟავა, მაგნიუმი, B6. მათი დეფიციტის დროს დოფამინის რაოდენობა მცირდება.

პრეპარატები რომლებიც ზრდის დოფამინის გამომუშავებას:

თიროზინი

ლ დოფა

ნარკოტიკული ნივთიერებები

საბოლოო ჯამში, დაბალანსებული კვება და ცხოვრების ჯანსაღი წესი ზრდის ორგანიზმის მიერ დოფამინის ბუნებრივ გამომუშავებას და ტვინს მუშაობაში ეხმარება.

დანამატები რომლებიც ამცირებენ დოფამინის გამომუშავებას:

ნეიროლეპტიკები

დოფამინის დონე გენეტიკურად გადმოგვეცემა მშობლებისგან, ძირითადად ნორმის ფარგლებში. მომავალში სავარაუდოდ მეცნიერები შეძლებენ გენეტიკურ კოდში ჩარევით მართონ დოფამინის დონე ადამიანის ორგანიზმში.

მოკლედ, დოფამინი არის მნიშვნელოვანი ნეირომედიატორი და ჰორმონი, რომელსაც აქვს დადებითი და უარყოფითი მხარეები, მთავარია გამოვრიცხოთ მინუსები და განვავითაროთ პლიუსები. სწორედ დოფამინის დონე განსაზღვრავს ჩვენს ინტელექტუალურ შესაძლებლობებს და ჩვენს წარმატებას ცხოვრებაში. მთავარია არ მივიღოთ ცრუ დადებითი ემოციები, ანუ გავაკეთოთ ის, რაც ანვითარებს ადამიანს და არა რაიმე უაზრობაში ვკარგოთ დრო, რომელსაც არაფერი მატერიალური სიკეთე არ მოაქვს, მაგ. ვირტუალურ თამაშებში. დოფამინი ნარკოტიკების ძირითადი მოქმედი ნივთიერებაა.

ავტ. ირაკლი კენჭოშვილი – ფიტნეს-ცენტრ „თიდანის“ პერსონალური მწვრთნელი.

⭐ ⭐ ⭐ ვისაც გინდათ ჩემი პირადი მეთვალყურეობის ქვეშ ვარჯიში, უნდა მოხვიდეთ ფიტნეს-ცენტრ „თიდანი +“-ში პოლიტკოვსკაიას ქ. 4 (ყოფილი ჯიქიას ქუჩა) მეტრო სახელმწიფო უნივერსიტეტიდან 300 მეტრში, ან დამიკავშირდეთ ტ. 5 93 39 02 23

ჰორმონებზე სხვა სტატიები ნახე აქ ჰორმონები

თუ მოგეწონა ეს პოსტი, გააზიარე და არ დაგავიწყდეს ჩემი ფეისბუქის გვერდის “ფიტნეს-ინსტრუქტორის რჩევები” – ის დალაიქება.

Facebook Comments