ნორადრენალინი.

ნორადრენალინი არის ექსტრემალების და რისკის მოყვარული ადამიანების ნეირო მედიატორი. მას ხშირად ურევენ ადრენალინში, რადგან ეფექტებით ისინი ძალიან გვანან ერთმანეთს. დამატება ნორ ნიშნავს, რომ ნორადრენალინიდან შემდგომში მიიღება ადრენალინი. ნორადრენალინი გამომუშავდება მაშინ, როცა ადამიანს თვითონ შეყავს თავისი თავი ექსტრემალურ სიტუაციაში. ადრენალინის შემთხვევაში ეს ხდება სპონტანურად, წინასწარ განზრახვის გარეშე.

რისთვის გამომუშავდება ნორადრენალინი.

ნორადრენალინი პასუხისმგებელია ორგანიზმის სტრესისადმი მაქსიმალურად სწრაფად ადაპტირებისთვის. როცა ნორადრენალინი გამოიყოფა დიდი რაოდენობით, ზოგიერთი ადამიანი ამაზე მძიმედ რეაგირებს. ასეთ ადამიანებზე დაკვირვება შეიძლება რაიმე საშიში ატრაქციონის წინ, როდესაც განიცდიან შიშს, ისინი იწყებენ ნერვიულობას, ვარდებიან პანიკაში, ხოლო ზოგიერთები პირიქით, იცინიან, აღფრთოვანებულები და თვითდაჯერებულები არიან. როდესაც ნორადრენალინი არც ძალიან ბევრი და არც ძალიან ცოტაა, მაშინ ადამიანი ჩვეულებრივად გრძნობს თავს, ენერგიულია, ამაღლებულ გუნებაზეა.

სად და როგორ გამომუშავდება ნორადრენალინი.

არსებობს ნორადრენალინის გამომუშავების 2 გზა.

პირველი გზა არის ქიმიური რეაქციების ძალიან გრძელი ჯაჭვი: ამინომჟავა ფენილალანინიდან გარკვეული ფერმენტის დახმარებით იქმნება ამინომჟავა ტიროზინი, რომელიც იშლება რამოდენიმე ნივთიერებად, რომელთა შორის ერთერთია დოფა. დოფა ხვდება სისხლში, აღწევს ტვინს, სადაც მისგან იქმნება ჰორმონი დოფამინი, რომელიც ბოლოს ვიტამინი C-ს ზემოქმედებით გარდაიქმნება ნორადრენალინად. 

მეორე გზა როდესაც ჰიპოთალამუსი გამოყოფს კორტიკოტროპინს, რომელიც ხვდება სისხლში, აღწევს თირკმელებს, სადაც გამომუშავდება ადრენალინი და ნორადრენალინი.

ნორადრენალინში მნიშვნელოვან როლს თამაშობს ადრენორეცეპტორები. არსებობს ადრენორეცეპტორების რამოდენიმე ტიპი, რომლებიდანაც თითოეული მოქმედებს თავისებურად. ალფა და ბეტა რეცეპტორები, რომლებიც კიდევ იყოფა: ალფა რეცეპტორები – 2 ტიპის რეცეპტორებად, ბეტა რეცეპტორები – 3 ტიპის რეცეპტორებად, სულ 5 ტიპის რეცეპტორებად. ნორადრენალინი მოქმედებს მხოლოდ ორ ადრენორეცეპტორებზე. პირველი ტიპის ალფა და ბეტა რეცეპტორებზე.

რას აკეთებენ ეს რეცეპტორები.

ალფა-1 ადრენორეცეპტორები:

1. კანის სისხლძარღვების შევიწროება (წნევის მომატების შედეგად, შეინიშნება კანის გაფითრება)

2. კუჭ-ნაწლავის ტრაქტის შეკუმშვა, მადის დათრგუნვა (მაგ. მადას ვკარგავთ რაიმე გამოცდის, ტესტირების ან გასაუბრების მოლოდინში)

3. თვალის გუგების გაფართოება

ბეტა-1 ადრენორეცეპტორები:

1. ცხიმისწვა (ძლიერდება ლიპოლიზი)

2. გულისცემის გახშირება (ასევე გული ერთი შეკუმშვით უფრო მეტ სისხლს გადაქაჩავს)

ნორადრენალინის დადებითი მხარეები, როცა ნორმაშია მისი დონე:

მთელი ორგანიზმი მოყავს ტონუსში

ძლიერდება გლუკოზის ათვისება და ტრანსპორტირება კუნთებში, რაც გვაძლევს მეტ ენერგიას და ძალას

უმჯობესდება ჟანგბადის მიწოდება, ტვინი უკეთესად იწყებს მუშაობას

ნორადრენალინი არის მტაცებლების ჰორმონი, სწორედ ეს ნეირომედიატორი ჭარბობს ადრენალინს მტაცებელ ცხოველებში: ლომებში, ვეფხვებში, მგლებში.

დააკვირდით, როგორ მოქმედებენ მტაცებლები ნადირობის დროს: ყველას აქვს თვალის გადიდებული გუგები, მოძრაობა ფრთხილი, მაგრამ ნებისმიერ დროს შეუძლიათ აფეთქება, ცხიმი საერთოდ არ აქვთ. ისინიც ნერვიულობენ და გარკვეული შიშის გრძნობაც აქვთ, მაგრამ ეს ის შიში არ არის, რომელიც აქვთ მაგ. კურდღლებს. კურდღლებში ადრენალინი აჭარბებს ნორადრენალინს.

ნორადრენალინის უარყოფითი მხარეები:

გონების დაბნელება, ანუ ტვინი კი მუშაობს სწრაფად, მაგრამ აზრები არის სპონტანური და არ არის ბოლომდე კარგად მოფიქრებული.

ძლიერდება განგაშის გრძნობა

ჩნდება თვალებში დაბნელება

დატვირთვა, რომელიც ზრდის ნორადრენალინს ბუნებრივ პირობებში.

რაიმე საშინელებათა ფილმის ყურება სასიამოვნო გარემოში, ექსტრემალური სპორტის სახეობები. რომ განვაზოგადოთ, ყველა ის მოქმედება, რომელიც იწვევს შიშს, მაგრამ წინასწარ განზრახვით, მიზანმიმართულად არის გათვლილი. ვთქვათ თქვენ გეშინიათ სიმაღლის და ძალით აგიყვანეს სახლის სახურავზე გასართობად, ლამაზი ხედის სანახავად, ამ დროს გამოიყოფა ნორადრენალინი, მაგრამ თუ თქვენ აგიყვანეს ხელ-ფეხ შეკრული, მაშინ გამომუშავდება ადრენალინი. ამაშია პრინციპული განსხვავება ამ ორ ჰორმონს შორის.

პრეპარატები, რომლებიც მაღლა წევენ ნორადრენალინს:

ყველა ნარკოტიკული სტიმულატორი – კოკაინი, ამფიტამინი, ეფედრინი და მათი წარომებულები

იოხიმბინი

ანაბოლური სტეროიდები

ასევე ნორადრენალინის გამომუშავებაში ირიბად მონაწილეობენ ვიტამინები C და B6, ანუ ისინი ეხმარებიან დოფას დოფამინში და შემდეგ  ნორადრენალინში კონვერტირებაში.

პრეპარატები, რომლებიც აქვეითებენ ნორადრენალინს:

ყველანაირი დამამშვიდებლები

მოკლედ, ნორადრენალინი ერთგვარი სტრესის დადებითი ნეირომედიატორული ჰორმონია, მომატებული ნორადრენალინის გრძნობა ახასიათებთ მტაცებლებს. ნორადრენალინი გამომუშავდება ამინომჟავებიდან ან ჰიპოთალამუსიდან, უფრო მეტად დოფამინისგან და ნაკლებად თირკმელებიდან. ნორადრენალინზე როგორც ნარკომანები ზიან ყველა ექსტრიმის მოყვარულები, აზარტული მოთამაშეები, მონადირეები. ძალიან ბევრი ნორადრენალინი უარყოფითად მოქმედებს ინტელექტზე, აფუჭებს მხედველობას. ძალიან ცოტა ნორადრენალინი იწვევს მოწყენილობას, დეპრესიას.

ავტ. ირაკლი კენჭოშვილი – ფიტნეს-ცენტრ „თიდანის“ პერსონალური მწვრთნელი.

⭐ ⭐ ⭐ ვისაც გინდათ ჩემი პირადი მეთვალყურეობის ქვეშ ვარჯიში, უნდა მოხვიდეთ ფიტნეს-ცენტრ „თიდანი +“-ში პოლიტკოვსკაიას ქ. 4 (ყოფილი ჯიქიას ქუჩა) მეტრო სახელმწიფო უნივერსიტეტიდან 300 მეტრში, ან დამიკავშირდეთ ტ. 5 93 39 02 23

ჰორმონებზე სხვა სტატიები ნახე აქ ჰორმონები

თუ მოგეწონა ეს პოსტი, გააზიარე და არ დაგავიწყდეს ჩემი ფეისბუქის გვერდის “ფიტნეს-ინსტრუქტორის რჩევები” – ის დალაიქება.

Facebook Comments