სეროტონინი.

სეროტონინი ყველაზე ძლიერი ბუნებრივი ანტიდეპრესანტია ორგანზმში, ამიტომ სეროტონინს მეორენაირად ბედნიერების ჰორმონსაც ეძახიან. სეროტონინი იწარმოება ორი მთავარი ნივთიერებისგან – ამინომჟავა ტრიფტოფანისგან და მისი წარმოებული 5 ჰიდროქ სიტრიფტოფანი (5HTP). ტრიფტოფანი შეუცვლელი ამინომჟავაა და უნდა მივიღოთ ცილოვანი პროდუქტებიდან. ჩვენ ვჭამთ ცილას, რომელიც იშლება ამინომჟავებად, ტრიფტოფანიდან სინთეზირდება 5 ჰიდროქსიტრიფტოფანი (ამ ამინომჟავას საკვებიდანაც ვიღებთ), რომლისგანაც უკვე ვიღებთ სეროტონინს.

სეროტონინის 90% იმყოფება კუჭ-ნაწლავის ტრაქტში, დანარჩენი 10% სისხლში და ტვინში. კუჭნაწლავში სეროტონინი მართავს შიმშილის გრძნობას და პერესტალტიკას, ანუ ნივთიერებათა ცვლის სიჩქარეს. ჩვენ ასევე გვაინტერესებს როგორ მოქმედებს სეროტონინი ცნს-ზე და ტვინის მუშაობაზე, ამისათვის კი უნდა გავერკვეთ მის რეცეპტორებში. რეცეპტორები მდებარეობენ ნერვული უჯრედების ზედაპირზე და სეროტონინი როგორც მოლეკულა მაგრდება ზედ და მოქმედებს მასზე. რეცეპტორები საკმაოდ ბევრია და ყოფენ 7 ძირითად ტიპად, მათ კიდევ რამოდენიმე ქვეტიპებად.

5HT1 – იყოფა კიდევ 5 ქვეტიპად. მოქმედებს ემოციებზე –  აგრესიულობაზე ან სიმშვიდეზე, მოქმედებს დოფამინზე, დეპრესია ან სიამოვნება ცხოვრებისგან.

5HT1 აგონისტები (აქტივატორები) ამცირებენ სტრესს, დეპრესიას, აგრესიას, ზრდიან დოფამინს, ნებისყოფას.

ანტაგონისტები მოქმედებენ ამის საპირისპიროდ.

5HT2 არეგულირებს გარეშე ხმებს, ამ რეცეპტორების აქტივაცია აძლიერებს ამ ხმებს. სწორედ ეს რეცეპტორები აქტიურდება ნარკოტიკების მიღების შედეგად. ამცირებს დოფამინს და ნორადრენალინს, რითაც მცირდება მოუსვენრობა. შფოთიანობა, დეპრესია, მადა. ჩნდება შიზოფრენიის ნიშნები.

5HT3 აგონისტები, ანუ ამ რეცეპტორების აქტივაცია იწვევენ სტრესს, მოუსვენრობას, გულისრევას. ალკოჰოლიც ამ რეცეპტორებს ააქტიურებს.

ანტაგონისტებს პირიქით, იყენებენ როგორც გულისრევის საწინააღმდეგო პრეპარატებს.

5HT4 აქტივაცია იწვევს ზომიერ ანტიდეპრესიულ მოქმედებას და მოქმედებს კუჭ-ნაწლავზე. ამ რეცეპტორების აგონისტები ხელს უწყობენ ნაწლავებში პერესტალტიკას და ამცირებენ დეპრესიას. ამ რეცეპტორების აგონისტ და ანტაგონისტ პრეპარატებს იყენებენ კუჭ-ნაწლავის პრობლემების დროს.

5HT5 ბოლომდე არ არის შესწავლილი, ამცირებს ადრენალინის მოქმედებას.

5HT6 და 5HT7 ამ რეცეპტორების აგონისტები აუმჯობესებენ გონებრივ შესაძლებლობებს, ადამიანი ხდება უფრო მობილიზებული და ენერგიული.

ნორმაზე მაღალი დონის სეროტონინის ძირითადი დადებითი ეფექტებია ანტიდეპრესიული მოქმედება და მეტაბოლიზმის აჩქარება, ნივთიერებათა ცვლის გაუმჯობესება.

როგ გავზარდოთ სეროტონინი.

 სეროტონინი არ შეიქმნება შეუცვლელი ამინომჟავა – ტრიფტოფანის გარეშე. ამიტომ ის უნდა მივიღოთ საკვებიდან ან დანამატებიდან. ტრიფტოფანი და 5HTP იყიდება როგორც დანამატები სეროტონინის გამომუშავებისთვის, მაგრამ მაინც ჯობია უბრალოდ ნორმალურად ვიკვებოთ. ტრიფტოფანი საჭიროა მივიღოთ 1,5 გრამი დღე-ღამეში.

100 მლ. რძეში 40 მგრ. ტრიფტოფანია

1 კვერცხში – 130 მგრ.

ქათმის ხორცში – 290 მგრ.

მიწის თხილში – 750 მგრ.

ამრიგად დღეში 3-4 კვერცხის და 50 გრამი მიწის თხილის მიღება ტრიფტოფანის გამომუშავების დღიური ნორმის ნახევარს დაფარავს, ხოლო დანარჩენს ისედაც მიიღებთ სხვა საკვებიდან.

მეორე მნიშვნელოვანი ფაქტორია ვიტამინი D. ის ტრიფტოფანს ტვინში გარდაქმნის სეროტონინად.

იმისათვის რომ თავს ვგრძნობდეთ კარგად, უკეთესი იქნება გავზარდოთ სეროტონინის დონე ორგანიზმში. სეროტონინის გამომუშავებას ზრდის რეგულარული ზომიერი ფიზიკური ვარჯიშები, ასევე თავის გამოჩენა რაიმე საქმიანობაში, არ აქვს მნიშვნელობა რაშიმიღწევები კარიერაში, მუსიკაში, სპორტში თუ სხვ., მაღალი სოციალური სტატუსი საზოგადოებაში.

სეროტონინის დონეს ამცირებს: ალკოჰოლი, სიმსუქნე, მზის სხივების ნაკლებობა, არასრულფასოვანი კვება.   

ავტ. ირაკლი კენჭოშვილი – ფიტნეს-ცენტრ „თიდანის“ პერსონალური მწვრთნელი.

⭐ ⭐ ⭐ ვისაც გინდათ ჩემი პირადი მეთვალყურეობის ქვეშ ვარჯიში, უნდა მოხვიდეთ ფიტნეს-ცენტრ „თიდანი +“-ში პოლიტკოვსკაიას ქ. 4 (ყოფილი ჯიქიას ქუჩა) მეტრო სახელმწიფო უნივერსიტეტიდან 300 მეტრში, ან დამიკავშირდეთ ტ. 5 93 39 02 23

ჰორმონებზე სხვა სტატიები ნახე აქ ჰორმონები

თუ მოგეწონა ეს პოსტი, გააზიარე და არ დაგავიწყდეს ჩემი ფეისბუქის გვერდის “ფიტნეს-ინსტრუქტორის რჩევები” – ის დალაიქება.

Facebook Comments