ნუშის რძე და ჩიას პუდინგი ნუშის რძით.

      ნუშის რძეს ძალინ სასიამოვნო გემო აქვს.  ნუშის რძე შეიცავს  მცენარეული ცხიმს, ნახშირწყალს,  კალციუმს, მარგანეცს, მაგნიუმს, ცინკს, რკინას, სელენს, სპილენძს, ფოსფორს, B ჯგუფის ვიტამინებს.   ნუშის რძე მასში შემავალი A ვიტამინის წყალობით აუმჯობესებს მხედველობას.  ერთი ჭიქა ნუშის რძე შეიცავს E ვიტამინის დღიური ნორმის 50%-ს. ეს არის ანტიოქსიდანტი, რომელიც განსაკუთრებით სასარგებლოა კანისთვის. იმის გამო რომ ნუშის რძეში ცოტაა ნახშირწყლები,  მას დაბალი გლიკემიური და ინსულინური ინდექსი აქვს. მიუხედავად იმისა, რომ მასში ცილები ცოტაა ბევრია B ჯგუფის ვიტამინები და რკინა, რომლებიც აუცილებელია  კუნთის უჯრედების ჯანმრთელი ფუნქციონირებისთვის, კუნთების ზრდისთვის და გამკვრივებისთვის. ის გვიცავს ისეთი დაავადებებისგან, როგორიცა ართრიტი და ოსტეოპოროზი.

როგორ მოვამზადოთ ნუშის რძე:

       თქვენ დაგჭირდებათ 300 გ ნუში და 1,1  ლ წყალი. დაალბეთ ნუში ცხელ წყალში 8-10 საათის განმავლობაში. დამბალ ნუშს გააცალეთ კანი, ჩაყარეთ ბლენდერში  დაასხით 1,1 ლ  წყალი და დააბლენდერეთ ერთგვაროვანი მასის მიღებამდე. საწურში ჩააფინეთ მარლა მიღებული მასა გადაწურეთ, შეგიძლიათ დაუმატოთ ვანილი. მინის ჭურჭელში ჩასხმული ნუშის რძე 4-5 დღე ინახება მაცივარში. ნუშის დარჩენილი მასა შეგიძლიათ გამოიყენოთ სმუზების, კოქტეილების ან ორცხობილების მოსამზადებლად. ნუშის კანში არის ანტიოქსიდანტები და უჯრედისი, შეგიძლიათ გამოაშროთ დაფქვათ და მოაყაროთ ნებისმიერ კერძს ან დესერტს. ნუშის რძეს აქვს სასიამოვნო არომატი. ძროხის რძისგან განსხვავებით უფრო გემრიელია და მსუბუქი. ნუშის რძე არის უვნებელი ყველასათვის, თუ თქვენ არ გაქვთ ამ პროდუქტის აუტანლობა ან ალერგია.

     ნუშის რძისგან შეგიძლიათ მოამზადოთ ჯანსაღი დესერტი.

Картинки по запросу "пудинг чиа ИЗ МИНДАЛЬНОГО МОЛОКА""

ჩიას პუდინგი ნუშის რძისგან :   ნახევარ ჭიქა ნუშის რძეში ჩაყარეთ 4 სუფრის კოვზი ჩიას თესლი, დაუმატეთ ვანილი, ნებისმიერი სუნელი გემოვნებით (მუსკატი, დარიჩინი, კოჭა) დანის წვერით, შედგით მაცივარში 6-7 საათით, როცა ჩიას თესლები გაბუთქუნდება და რძის მასა შესქელდება შეგიძლიათ მოაყაროთ კენკროვანი ხილი ან ნებისმიერი სხვა ხილი დაჭრილი პატარა კუბებად. ეს დესერტი შეგიძლიათ მიირთვათ წახემსებაზე.

ავტ. ირინა გონაშვილი – ფიტნეს ცენტრ „თიდანი +“-ის პერსონალური მწვრთნელი.

კვებაზე ჩემი სხვა პოსტები შეგიძლია ნახო http://tidani.ge/?cat=28

თუ მოგეწონა ეს პოსტი, გაუზიარე მეგობრებს და არ დაგავიწყდეს ჩემი ფეისბუქის გვერდის “ფიტნეს-ინსტრუქტორის რჩევები” – ის დალაიქება.

Facebook Comments