ლ-კარნიტინი გახდომისათვის.

ლ-კარნიტინის სინთეზი ხდება ადამიანის ღვიძლსა და თირკმელებში, ამიტომ მას არ ეძახიან ვიტამინს. მისი სინთეზისათვის საჭიროა დიდი რაოდენობით ვიტამინები, ეს არის ვიტამინი C, B3, B6, B9, B12 ასევე ამინომჟავები ლიზინი და მეთეანინი.

ადამიანის უჯრედებში არის განსაკუთრებული სუბსტანცია მიტოქონდრიები, რომლებიც გამოიმუშავებენ ენერგიას ცხიმიდან, ცხიმის მჟავის მიტოქონდრიაში მოხვედრისას ის გარდაიქმნება ATF-ში, რომელიც არის უჯრედის ენერგიის წყარო. ლ-კარნიტინი ეხმარება ცხიმის მჟავის მიტოქონდრიაში მოხვედრას. თუ ლ-კარნიტინის რაოდენობა მცირეა ორგანიზმში, ცხიმის მჟავები გროვდება უჯრედებში და მთელ ორგანიზმში, რაც შეიძლება გახდეს სიმსუქნის მიზეზი. ლ-კარნიტინი აძლიერებს ცხიმის ქსოვილის დაწვას, ის ასევე ამცირებს ქოლესტერინის დონეს, რაც აუმჯობესებს გულის და სისხლძარღვების მდგომარეობას.

გარდა ამისა დადგენილია, რომ ის აძლიერებს ფიზიკურ და ინტელექტუალურ გამძლეობას. ლ-კარნიტინის მიღებისას სპორტსმენები უფრო მალე იმატებენ კუნთის მასაში და წვავენ ცხიმს. ლ-კარნიტინს შეიცავს ხორცი, თევზი, ხაჭო, რძე, მაგრამ თერმული დამუშავებისას ხორცი და თევზი კარგავს ლ-კარნიტინს, ამიტომ საკვებიდან საჭირო ნორმის მიღება შეუძლებელია. სწორედ ამიტომ უმჯობესია ლ-კარნიტინი მიიღოთ აბების, კაფსულების ან სითხის სახით.

გაითვალისწინეთ, რომ ლ-კარნიტინი გახდომის მიზნით მუშაობს მხოლოდ სწორ კვებასთან და ინტენსიურ ვარჯიშთან ერთად. ვარჯიშის გარეშე ამ პრეპარატის მიღება შეიძლება საზიანოც კი იყოს ორგანიზმისთვის. ასევე არ შეიძლება ლ-კარნიტინის ხანგრძლივად მიღება, რადგან ორგანიზმი აღარ გამოიმუშავებს საკუთარ ლ-კარნიტინს, რითაც ირღვევა ნივთიერებათა ცვლა და კიდევ უფრო სწრაფად მოხდება წონის მატება.

ავტ. ირაკლი კენჭოშვილი – ფიტნეს-ცენტრ „თიდანის“ პერსონალური მწვრთნელი.

⭐ ⭐ ⭐ ვისაც გინდათ ჩემი პირადი მეთვალყურეობის ქვეშ ვარჯიში, უნდა მოხვიდეთ ფიტნეს-ცენტრ „თიდანი + “ – ში

მის. პოლიტკოვსკაიას ქ. 4 (ყოფილი ჯიქიას ქუჩა) მეტრო სახელმწიფო უნივერსიტეტიდან 300 მეტრში, ან დამიკავშირდეთ ტ. 5 93 39 02 23

სპორტულ კვებაზე ჩემი სხვა პოსტები შეგიძლია ნახო http://tidani.ge/?cat=32

თუ მოგეწონა ეს პოსტი, გაუზიარე მეგობრებს და არ დაგავიწყდეს ჩემი ფეისბუქის გვერდის “ფიტნეს-ინსტრუქტორის რჩევები” – ის დალაიქება.

Facebook Comments

კომენტარის დატოვება