ცხიმების მნიშვნელობა ჯანმრთელობისთვის და წონის კლების პროცესში, დაბალცხიმიანი დიეტების ზიანი.

        ადამიანების უმრავლესობა წონაში დაკლების მიზნით  გადადის მკაცრ დიეტაზე და რაციონში  მაქსიმალურად ზღუდავს  ცხიმების მიღებას.  ისინი  ფიქრობენ, რომ ცხიმები ძალიან მავნებელია, ასუქებს და  მათი შეზღუდვით  უკეთესად დაწვავენ ორგანიზმში ცხიმს და დაიკლებენ წონაში. მათ არ იციან, რომ უცხიმო დიეტა ყველაზე მავნებელია ორგანიზმისთვის.

რა ფუნქცია აქვს  ცხიმებს  ჩვენი  ორგანიზმისთვის  და რატომ არის დაბალცხიმიანი დიეტები საზიანო.

       ცხიმებს აქვს სტრუქტურული ფუნქცია. ცილებთან კომპლექსში ცხიმები წარმოადგენენ ყველა უჯრედის მემბრანის სტრუქტურულ კომპონენტს. თითოეული უჯრედი  შემოფარგლულია გარსით რომელიც შედგება ფოსფოლიპიდებისგან, მასში შედის ქოლესტერინიც. როდესაც ადამიანს რაციონში აქვს ჯანსაღი ცხიმები მისი უჯრედები სრულფასოვნად არის გამოკვებილი  და გამოიყურება როგორც გაბერილი ბუშტი. ასეთ უჯრედებს შეუძლიათ კარგად გაატარონ უჯრედში და უჯრედიდან ესა თუ ის ნივთიერება, ისინი ბრძოლისუნარიანები არიან და კარგად ებრძვიან ორგანიზმში ცუდ რადიკალებს.

       დაბალკალორიული დიეტების დროს, როდესაც რაციონში შეზღუდულია ცხიმები,  უჯრედები  განიცდიან შიმშილს, სტრუქტურულად იცვლიან ფორმას, კარგავენ თავის დამცველობით ფუნქციას და ბრძოლისუნარიანობას. ამის გამო სხვადასხვა ნივთიერებას ან ცუდ რადიკალს ადვილად შეუძლია შეაღწიოს ასეთ უჯრედში და შიგნიდან დაშალოს და დაანგრიოს ის. ეს აისახება არა მხოლოდ ადამიანის შინაგან მდგომარეობაზე არამედ მის გარეგნობაზეც.  

ხშირად ასეთი დიეტების კეთებას მივყავართ ცუდ შედეგებამდე:

      კანის სიმშრალედაბერება,  თმების ცვენა, ცხოველური ცხიმების მეშვეობით ორგანიზმი იღებს ცხიმში ხსნად   A,  D,  E,  K  ვიტამინებს. ცხოველური ცხიმები არა მხოლოდ ამ ვიტამინების წარმოქმნის წყაროა, არამედ ცხიმების მეშვეობით ხდება ამ მეტად მნიშვნელოვანი ვიტამინების ტრანსპორტირება საჭირო ადგილას. ამ ვიტამინების გარეშე   კანი კარგავს ტონუსს, ელასტიურობას, შრება და ბერდება. ორგანიზმი ვერ ტენიანდება, თმები ხდება მტვრევადი.

      ქვეითდება ორგანიზმის იმუნური დამცველობითი ფუნქცია.   ცხიმები იცავს  ფილტვებს ცუდი რადიკალების ზემოქმედებისგან. ცხოველური ცხიმები და ვიტამინი A არის ფილტვების მთავარი დამცველი. თუ რაციონში არ გვაქვს ხარისხიანი ცხოველური ცხიმი შეიძლება ადვილად დაგვემართოს ბრონქიტი, ფილტვების ანთება, ასთმა. როგორც ზევით ავღნიშნეთ, როდესაც  უჯრედები განიცდიან ცხიმებით შიმშილს, ისინი სუსტდებიან და სწორედ ამის გამო ერევა ორგანიზმს სხვადასხვა დაავადება. ფილტვებში  გამომუშავდება ლორწოვანი ნივთიერება  სულფაქტანტები, რომლის მეშვეობითაც ორგანიზმი ითვისებს ჟანგბადს. სულფაქტანტები  ახდენს ორგანიზმში იმუნოსტიმულაციას. ეს ნივთიერება  90 % შედგება ცხიმებისგან. თუ ჩვენ არ ვიღებთ ხარისხიან ცხოველურ ცხიმებს, სულფაქტანტი სრულყოფილი არ არის და ორგანიზმი ნაკლებ ჟანგბადს შეითვისებს. სულფაქტანტების საჭირო რაოდენობით წარმოქმნისთვის  საჭიროა ისეთი ცხიმოვანი მჟავა (ლინოლევოის) რომელიც არის ერბოში. ლინოლევოის მჟავას ორგანიზმი თვითონ არ გამოიმუშავებს, ამიტომ უნდა მივიღოთ გარედან. ეს მჟავა აუცილებელია ორგანოების და უჯრედების განახლება-რეგენერაციისთვის.

     მხედველობის გაურესება, რაციონში ცხიმების შეზღუდვის დროს ორგანიზმი  ვერ შეიწოვს ცხიმში ხსნად ვიტამინებს, რის შედეგადაც მხედველობა ქვეითდება.

     მეხსიერების და კონცენტრაციის დაქვეითება.  ჩვენი ტვინის 80 % შედგება ცხიმებისგან. როდესაც ცხიმების და განსაკუთრებით ცხოველური ცხიმების ნაკლებობას განიცდის ორგანიზმი, ტვინის ფუნქციონირება ქვეითდება. გვერღვევა ცენტრალური ნერვიული და გულსისხლძარღვთა სისტემები. ცხიმის მეშვეობით ხდება ნერვიული უჯრედების მიელინური გარსის მშენებლობა, უმჯობესდება თავის ტვინში ელექტროგამტარიანობის უნარი და ადამიანს ეხსნება დაძაბულობა და აღგზნებადობა.

     ეს არის ის სიმპტომები რომლებსაც ჩვენ ძალიან ადვილად ვგრძნობთ და ვხედავთ.  გარდა ამ სიმპტომებისა, დიდი  ხნით  უცხიმო დიეტებზე ყოფნისას ადამიანს შეიძლება დაემართოს  ჰორმონალური დისბალანსი.

ცხიმების  ერთერთი  მნიშვნელოვანი ფუნქციააენდოკრინული ფუნქცია.  ჩვენს ორგანიზმში გამოიყოფა 100-ზე მეტი ჰორმონი, რომლებიც არეგულირებენ ჩვენს ნივთიერებათა ცვლას და რეპროდუქციულ სისტემას. ცხიმები იღებენ მონაწილეობას ჰორმონების სინთეზში. იმისათვის რომ ორგანიზმში გამომუშავდეს ესტროგენები( ქალური ჰორმონი) და ტესტოსტერონი(მამაკაცური ჰორმონი) აუცილებელია რაციონში გვქონდეს ცხოველური ცხიმი. თუ ცხიმები არ არის საკმარისი რაოდენობით ამას მივყავართ  ენდოკრინული სისტემის დარღვევამდე და ხშირ შემთხვევაში უშვილობამდეც.

     ცხოველური ცხიმი ორგანიზმში არის ქოლესტერინის წარმოქმნის წყარო. ცხოველური ცხიმის და ქოლესტერინის  გარეშე არ ხდება D ვიტამინის და ჰემოგლობინის  სინთეზი.  D  ვიტამინი მონაწილეობს ორგანიზმში მიმდინარე ყველა ბიოქიმიურ პროცესში. ის ზეგავლენას ახდენს იმუნიტეტის ფორმირებაში. D ვიტამინი გვიცავს ოსტეოპოროზისგან.  ორგანიზმში მის გარეშე არ ხდება კალციუმის შეთვისება  და საყრდენ მამოძრავებელი სისტემის შენება გაძლიერება.  ადამიანები ხშირად მიირთმევენ რკინის შემცველ სხვადასხვა პროდუქტებს რათა შეივსონ  ჰემოგლობინის დონე, მაგრამ თუ რაციონში არ აქვთ ცხოველური ცხიმი მაინც განიცდიან რკინის ნაკლებობას (ანემია).

     ცხიმებს აქვთ კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ფუნქციაენერგეტიკული ფუნქცია. 1 გრამი ცხიმი გვაძლევს 9 კილოკალორია ენერგიას, ხოლო 1 გრ. ნახშირწყალი და 1 გრ. ცილა გვაძლევს 4 კკალორია ენერგიას. თუ ჩვენ მივირთმევთ ცხიმიან საკვებს ჩვენ  გვჭირდება მცირე რაოდენობით საკვები რათა დავნაყრდეთ და გავხდეთ უფრო ენერგიულები. ცხიმი გვეხმარება რომ ჩვენი ულუფა იყოს მცირე. ნაკლებცხიმიანი ან უცხიმო საკვები ვერ გვანაყრებს და არ გვაძლევს ენერგიას. როდესაც ჩვენ ნახშირწყლებიდან ვიღებთ ენერგიას ორჯერ და სამჯერ მეტი რაოდენობის საკვების მიღება გვიწევს რომ დავნაყრდეთ და ენერგიულები გავხდეთ.

        რითი განსხვავდება ცხოველური და მცენარეული ცხიმები ერთმანეთისგან.

ცხოველური ცხიმები არის ნაჯერი ცხიმები, ხოლო მცენარეული ცხიმები – არანაჯერი ცხიმები. ცხიმოვანი მჟავები ჩვენს უჯრედებს ამარაგებს სხვადასხვა მინერალებით, ვიტამინებით და სხვა ნივთიერებებით, რომლებიც მნიშვნელოვანია უჯრედის  შენებისთვის. ორგანიზმს სჭირდება როგორც ნაჯერი ასევე არანაჯერი ცხიმები.

     ნაჯერი ცხიმები ჩვენ გვაძლევს ენერგიას, გარდა ამისა ნაჯერი ცხიმებისგან ვიღებთ ისეთ  ცხიმოვან მჟავებს რომელთა მეშვეობით შენდება ტვინის ნერვიული ბოჭკოები, უჯრედების მემბრანები, სხვადასხვა ჰორმონები. როგორც ზ.ა. ნაჯერი ცხიმები წარმოადგენენ ცხიმში ხსნადი ვიტამინების წყაროს.

    არანაჯერი ცხიმებიც ასევე აუცილებელია ორგანიზმისთვის, ისინი იღებენ მონაწილეობას ნივთიერებათა ცვლაში, მაგრამ დიდი რაოდენობით არანაჯერ ცხიმებს მივყავართ გაცხიმოვნებამდე, სისხლის შესქელებამდე, ეს ისევე საშიშია როგორც ცხოველური ცხიმების ნაკლებობა.

     რა რაოდენობით უნდა მივიღოთ ცხიმები რომ მივიღოთ მისგან სარგებელი? 1 კილოგრამ სხეულის მასაზე შეგვიძლია მივიღოთ 1 გრამი ცხიმი.

     ცხიმისწვის პროცესში ორგანიზმს აუცილებლად სჭირდება ჟანგბადი. ნებისმიერი ჭარბწონიანი ადამიანის ორგანიზმი, იმის გამო რომ ის არასწორად იკვებება და ხშირად მიირთმევს შაქრის შემცველ პროდუქტებს, განიცდის ჟანგბადის ნაკლებობას.  წონის კლების პროცესში თუ ჩართავთ რაციონში ცხოველურ ცხიმს – ერბოს (გადამდნარი კარაქი) სახით, ორგანიზმი აივსება ჟანგბადით და ენერგიით.  თქვენი  ორგანოები უკეთესად დაიწყებენ ფუნქციონირებას, უკეთესად ივარჯიშებთ,  შესაბამისად უკეთესად დაიკლებთ წონაში.

     ადამიანები რომლებიც მოიხმარენ ჯანმრთელ ცხიმს არ ემუქრებათ გულსისხლძარღვთა დაავადებები, ინფარქტი, ინსულტი და გაცხიმოვნება.

გაითვალისწინეთ, რომ ცხიმი არ უნდა მიიღოთ შაქრის შემცველ პროდუქტთან ერთად (პური, ცომეულობა, კარტოფილი, თეთრი ბრინჯი, ტკბილი სასმელები და ..).

ავტ. ირინა გონაშვილი, ფიტნეს ცენტრ „თიდანი +“-ის პერსონალური მწვრთნელი.

⭐ ⭐ ⭐ ვისაც გინდათ ჩემი პირადი მეთვალყურეობის ქვეშ ვარჯიში, უნდა მოხვიდეთ ფიტნეს-ცენტრ „თიდანი +“-ში პოლიტკოვსკაიას ქ. 4 (ყოფილი ჯიქიას ქუჩა) მეტრო სახელმწიფო უნივერსიტეტიდან 300 მეტრში, ან დამიკავშირდეთ ტ. 5 93 39 02 23

კვებაზე ჩემი სხვა პოსტები შეგიძლია ნახო http://tidani.ge/?cat=28

თუ მოგეწონა ეს პოსტი, გაუზიარე მეგობრებს და არ დაგავიწყდეს ჩემი ფეისბუქის გვერდის “ფიტნეს-ინსტრუქტორის რჩევები” – ის დალაიქება.

Facebook Comments