რა არის მოტივაცია? (პირველი ნაწილი)

ყოველდღიურად უამრავი ჭარბწონიანი ადამიანი იწყებს გახდომას, მაგრამ უმრავლესობა ვერ აღწევს მიზანს, მათ არ ყოფნით ნებისყოფა და იმედგაცრუებულები ანებებენ თავს სიმსუქნესთან ბრძოლას. ხშირად ამის მთავარი მიზეზი არის მოტივაციის არარსებობა.  

რა არის მოტივაცია?

მოტივაცია არის მამოძრავებელი ძალა, რომელიც ხელს ვიწყობს რაიმეს მიღწევაში. მოტივაციის გარეშე არ იქნებოდა კაცობრიობის პროგრესი.  იმისათვის, რომ რამეს მიაღწიოთ, თქვენ გამუდმებით გჭირდებათ სამოქმედო ძალა – მოტივაცია. ის მნიშვნელოვანია თქვენი სრულყოფისათვის და პიროვნული განვითარებისათვის. მხოლოდ ძლიერ სურვილს მიყავხართ წინ, გაიძულებთ იმოქმედოთ. აუცილებელია გქონდეთ შთაონების წყარო, რომელიც მოგცემთ ძალას გაყვეთ თქვენს გზას ბოლომდე და მიაღწიოთ მიზანს.

როდესაც თქვენ იწყებთ გახდომას და გარკვეული დროის შემდეგ ანებებთ თავს, ამის მიზეზი ყოველთვის არის მოტივაციის არქონა. მხოლოდ ერთეულებს აქვთ ნებისყოფა და ძლიერი მოტივაცია, რომ მიიყვანონ საქმე ბოლომდე. მოტივაცია მოითხოვს მიზნის მიღწევის ძალზედ ძლიერ სურვილს.  

ადამიანები ზოგ შემთხვევაში არიან ოპტიმისტები,  სჯერათ საკუთარი თავის, ზოგჯერ კი პირიქით, მათ იპყრობთ პესიმიზმი და ეჭვი ეპარებათ საკუთარ შესაძლებლობებში. ვისაც ეშინია, რომ ვერ მიაღწევს წარმატებას და ვერ დაიკლებს წონაში, შიშის დასაძლევად სჭირდება მოტივაცია. შიში უშლის ხელს მიზნის მიღწევაში, მოტივაცია კი მისცემს ძალას რომ იმოქმედოს, აივსოს ოპტიმიზმით და მიაღწიოს წარმატებას.

მთავარი მოტივაცია მაინც საკუთარ თავში უნდა ეძებოთ. ამისათვის საჭიროა გჯეროდეთ საკუთარი თავის, არ უნდა მიეცეთ პესიმიზმს.

მოტივაციის ამაღლება შეიძლება ემოციების და წარმოსახვის დახმარებით. გახდომის მოტივაცია შეიძლება ვიპოვოთ სამოტივაციო ვიდეოში, რაიმე სტატიაში გახდომაზე, მოტივაცია შეიძლება აღმოჩნდეს სხვისი მაგალითი, მეგობრის გამამხნევებელი სიტყვები, საყვარელი ადამიანი, რომელსაც გინდა დაანახო შენი თავი საუკეთესო კუთხით და მან იამაყოს შენით. ასევე მოტივაცია შეიძლება იყოს ოჯახი, შვილები, ყველაფერი, რაც ყოველდღიურად შთაგვაგონებს ვიბრძოლოთ ჩვენი მიზნებისთვის და მივაღწიოთ წარმატებას. მომავალში ჩვენ თავად შეგვიძლია გავხდეთ მოტივაციის წყარო გარშემომყოფებისთვის.

შინაგანი და გარეგანი მოტივაცია.

არსებობს ორი სახის მოტივაცია – შინაგანი და გარეგანი. ვნახოთ რით განსხვავდებიან ისინი ერთმანეთისგან.

გარეგანი მოტივაცია (ტკივილით მოტივაცია) – ჯილდო თუ სასჯელი. 

 როცა მშობლები ბავშვებს ეუბნებიან – ისწავლი გაკვეთილებს და გაგიშვებ ეზოში სათამაშოდ, ჩააბარებ უმაღლესში და გიყიდი მანქანას, მიიღებ ორიანს და არ დაჯდები კომპიუტერთან, ვერ ჩააბარებ ნორმატივს და დაკარგავ სამსახურს და ა.შ. ეს არის მოტივაციის ყველაზე უფრო გავრცელებული ფორმა, ეგრეთ წოდებული გარეგანი მოტივაცია, როცა ადამიანი  შესაბამის მოქმედებას ან სამუშაოს ასრულებს გარეგანი ზემოქმედების ან მოთხოვნის შესაბამისად, ჯილდოს მიღების, ან დასჯის შიშის გამო.

გარეგანი მოტივაცია არის ტკივილით მოტივაცია.  ტკივილით მოტივაცია  არის საკუთარი თავით უკმაყოფილება, უკმაყოფილება საკუთარი სხეულით, ცხოვრების ხარისხით. ამ უკმაყოფილებას მოსდევს ტკივილი, განცდები, გაბრაზება საკუთარ თავზე.

ტკივილით მოტივაცია არის ხანმოკლე, არაეფექტური. მაგ. როცა ადამიანს აქვს დასაკლები 60 კილო და იკლებს 20 კილოს, მას აქებენ, რომ რა ყოჩაღია რომ დაიკლო, რა კარგად გამოიყურება და ეს მოტივაცია ქრება. ტკივილით მოტივაცია  არ აძლევს ადამიანს საშუალებას გაიაროს გრძელი გზა რაღაცამდე, ამისათვის საჭიროა მიზანი, მარტო მიზანს შეუძლია გაგატარებინოს გრძელი გზა.

ადამიანები, მხოლოდ გარეგანი მოტივაციით ვერ აღწევენ წარმატებას, ან აღწევენ წარმატებას ხანმოკლე დროით.

შინაგანი მოტივაცია (მიზნობრივი მოტივაცია). 

განვიხილოთ მეორე სიტუაცია – ბავშვი თავად ჯდება მაგიდასთან და იწყებს ხატვას. ის იმდენადაა ამ საქმიანობით გართული, რომ საერთოდ ვერ ამჩნევს რა ხდება მის ირგვლივ. ის თავდავიწყებით და გატაცებით საათობითაა დაკავებული იმ საქმიანობით, რომელსაც არავინ ავალდებულებს. ეს შინაგანი მოტივაციაა.

შინაგანი მოტივაცია არის მიზნობრივი მოტივაცია. თუ თქვენ გაქვთ შინაგანი მოტივაცია, უფრო მიაღწევთ მიზანს და გახდებით.

გახდომის მსურველების უმეტესობას არ აქვთ დამუშავებული, ვიზუალიზირებული, ფორმულირებული მიზანი: დრო, თარიღი, გეგმა, მათ აქვთ მხოლოდ ტკივილი, თავის თავით უკმაყოფილება, რაღაც განცდები, დისკომფორტი, საყოფაცხოვრებო პრობლემები სიმსუქნის გამო, მაგრამ არ აქვთ კონკრეტული მიზანი. 

ვთქვათ გვინდა გახდომა 20 კილოთი, მაგრამ ამისკენ გზა არის ძალიან რთული და შუა გზაზე ჩვენ ვკარგავთ მოტივაციის გრძნობას, თუმცა თავიდან გვქონდა იდეა გავმხდარიყავით 20 კილოთი. ამ შემთხვევაში  -20 კგ. არის ტკივილი – მხოლოდ ციფრი, ეს არ არის მიზანი, რომელიც რჩება როგორც ოცნება, აქ არ არის მიზნის მიღწევის შთაგონება,  არ არის შინაგანი მოტივაცია.

შინაგანი მოტივაციის გარეშე წინ ვერ წავალთ. ადამიანებს აქვთ ტკივილით მოტივაცია, ან ზოგს მიზნობრივი მოტივაციაც, მაგრამ რაღაც მომენტში ისინიც ჩერდებიან ერთ ადგილზე და ამის მერე იწყება უკუსვლა (ატკატი), ამას ეწოდება უკუსვლის წერტილი. რასაც მოსდევს წონის ჰიპერკომპენსაცია, როდესაც უფრო მეტს ვკრიფავთ, ვიდრე დავიკელით.

ადამიანების უმეტესობა ისეა უამრავი პრობლემებითა და ვალდებულებებით დატვირთული, რომ მისი შინაგანი მოტივაცია ჩამქრალია და მხოლოდ იშვიათ შემთხვევაში შეიძლება მასში მოტივაციამ გაიღვიძოს მთელი ძალით. სამწუხაროა, მაგრამ ძალიან ცოტა ადამიანს გააჩნია ძლიერი შინაგანი მოტივაცია, ანუ თვითმოტივაცია.  

მოტივაციის არქონის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მიზეზი:

მოტივაცია არის ფსიქოფიზიოლოგიური პროცესი, რომელიც მჭიდროდ უკავშირდება ფიზიოლოგიას –  ჩვენი სხეულის მიერ გამომუშავებულ ჰორმონ დოფამინს, რომელსაც სიამოვნების ჰორმონსაც უწოდებენ. გააკეთე რამე კარგი – მიიღე სიამოვნება და კმაყოფილება. ეს ხდება ქვეცნობიერის დონეზე – ჰორმონი გამომუშავდება კმაყოფილების/წახალისების მომენტში.

მოტივაციის პროცესი ასევე “უკავშირდება” დოფამინის ზეგავლენას ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე. არ აქვს მნიშვნელობა რამდენად მოტივირებული ხართ, თუ ორგანიზმში ცოტაა დოფამინი, წარმატების მიღწევა ძალიან რთული იქნება.

დოფამინის დონე შეგვიძლია გავზარდოთ 2 გზით:

სწორი კვებით (ხორცი, თევზი, მწვანე ბოსტნეული, კენკროვანი ხილი).

ოპტიმალური სამოტივაციო სისტემის შექმნით: ”მარტივიდან რთულამდე”. ჯერ უნდა დაისახოთ მარტივი მიზნები და მიაღწიოთ მათ და მხოლოდ ამის შემდეგ დაისახოთ რაიმე უფრო მეტად მნიშვნელოვანი.

შესაძლებელია თუ არა განავითარო საკუთარი შინაგანი მოტივაცია?

რა თქმა უნდა შესაძლებელია, მაგრამ პირველ რიგში, უნდა გაერკვეთ, თუ რა არის  თქვენი შინაგანი მოტივაციის არქონის მიზეზი – ის, რაც გამუხრუჭებთ, გაზარმაცებთ და არ გაძლევთ საშუალებას გააკეთოთ ის, რისი გაკეთებაც გსურთ.

მიზეზები შეიძლება ბევრი იყოს – ჯანმრთელობის პრობლემები, მოუწესრიგებელი დღის რეჟიმი, სიზარმაცე, უძილობა, გადატვირთული სამუშაო გრაფიკი, გარშემომყოფთა დამოკიდებულება და ა.შ. (გაგრძელება აქ)

ავტ. ირაკლი კენჭოშვილი – ფიტნეს-ცენტრ „ თიდანი + “ – ის პერსონალური მწვრთნელი.

⭐ ⭐ ⭐ ვისაც გინდათ ჩემი პირადი მეთვალყურეობის ქვეშ ვარჯიში, უნდა მოხვიდეთ ფიტნეს-ცენტრ „თიდანი+“-ში 📍 პოლიტკოვსკაიას ქ. 4 (ყოფილი ჯიქიას ქუჩა) მეტრო სახელმწიფო უნივერსიტეტთან, ან დამიკავშირდეთ ტ. 5 93 39 02 23

დამწყებებისთვის ჩემი სხვა პოსტები შეგიძლია ნახო http://tidani.ge/?cat=34

თუ მოგეწონა ეს პოსტი, გაუზიარე მეგობრებს და არ დაგავიწყდეს ჩემი ფეისბუქის გვერდის Tidani + – ის დალაიქება.

Facebook Comments