რატომ არ ვიყენებთ გახდომისთვის შიმშილობას.

არიან ადამიანები, რომლებიც სწრაფად გახდომის მისაღწევად მიმართავენ შიმშილობას, რასაც კატეგორიულად გვიკრძალავენ დიეტოლოგები. ეხლა აგიხსნით, თუ რატომ არ შეიძლება შიმშილობის გამოყენება წონის დასაკლებად.

შიმშილობის დროს ჩვენ ორგანიზმს ვაყენებთ დიდ ზიანს და როდესაც ვუბრუნდებით ჩვეულ რეჟიმში კვებას, ორგანიზმი სწრაფად იწყებს ხელახლა წონის აკრეფას თანაც ცხიმის დაგროვების ხარჯზე. შიმშილობის დროს ორგანიზმი იღებს საშინელ სტრესს, რა დროსაც ერთვება ადამიანის თვითგადარჩენის რეფლექსი, ის ცდილობს მოიმარაგოს საკვები ნივთიერებები ცხიმის სახით შიმშილობის გამეორების, ან ყოველი შემთხვევისთვის. ეს რეფლექსი ადამიანში დევს მილიონობით წლის მანძილზე, როდესაც პირველყოფილი ადამიანი მოიპოვებდა საკვებს შემთხვევიდან შემთხვევამდე. ერთი კვირის მანძილზე ადამიანს შეიძლება ვერ მოეპოვებინა საკვები, ამიტომ ბუნებამ მას მისცა უნარი შეენახა ენერგიის წყარო ცხიმის სახით, რასაც ეხლა ჩვენ რასაკვირველია ვეღარ შევცვლით.

მეცნიერულად დადგენილია, რომ შიმშილობით დაკლებული წონის 60 % მოდის კუნთის მასაზე და მხოლოდ 40 % ცხიმის ხარჯზე. ანუ კუნთები უფრო მალე იშლება, ვიდრე ცხიმი. ეს იმიტომ ხდება, რომ ორგანიზმმა პირველ რიგში თავიდან მოიშორა ენერგიის მთავარი მომხმარებელი კუნთი, რითაც შენელდა მეტაბოლიზმი (ნივთიერებათა ცვლა), შენელებული ნივთიერებათა ცვლის დროს მიღებული საკვები კი ორგანიზმში გროვდება ცხიმის სახით. მაშასადამე, თუ თქვენ ნორმაში გაქვთ კუნთების მასა, თქვენი მეტაბოლიზმი მაღალია, რადგან კუნთები რაიმე სამუშაოს შესრულებისას მოიხმარენ ენერგიას, რა დროსაც ხდება ცხიმის წვა. მხოლოდ კუნთების მუშაობისას იხარჯება გლუკოზის, კრეატინფოსფატის და ატფ – ის ენერგიის მარაგი, დაგროვილი ცხიმის მასა არ მოიხმარს ენერგიას, ის არის არაფრის მომცემი მასა და ჩვენი მთავარი ამოცანაც მისი მოშორებაა.

დასკვნა:

წონის დასაკლებად უარი უნდა ვთქვათ ორგანიზმისთვის მავნებელ შიმშილობაზე, გადავიდეთ სწორ კვებაზე, ვივარჯიშოთ და ბევრი ვიმოძრაოთ.

პ.ს. ცხადია მნიშვნელობა აქვს შიმშილობის ხანგრძლივობას, აქ არ იგულისხმება 8 საათიანი, 16 საათიანი და არც 24 საათიანი შიმშილობა, საუბარია ხანგრძლივ შიმშილობაზე, რასაც ზოგიერთები იყენებენ სწრაფად გახდომის მიზნით. პოლ ბრეგს ქონდა შიმშილობის თავის სისტემა და მისი მიზანი არ იყო წონის დაკლება. შიმშილობით ის წმენდდა ორგანიზმს და ამას აკეთებდა პერიოდულად. ეხლა ზუსტად არ მახსოვს, მაგრამ მგონი ასე აკეთებდა: კვირაში ერთხელ ერთ დღიანი შიმშილობა, 3 თვეში ერთხელ 3 დღიანი და 6 თვეში ერთხელ 1 კვირიანი შიმშილობა. მე მისინჯია ეს მეთოდი და პერიოდულად ვაკეთებ კიდევაც 24 საათიან შიმშილობას, რადგან მიმაჩნია რომ მართლა იწმინდება ორგანიზმი შლაკებისაგან, რაც ხელს უწყობს ცხიმის წვას, თუმცა არის სხვა მოსაზრებებიც.

ავტ. ირაკლი კენჭოშვილი – ფიტნეს-ცენტრ „თიდანის“ პერსონალური მწვრთნელი.

⭐ ⭐ ⭐ ვისაც გინდათ ჩემი პირადი მეთვალყურეობის ქვეშ ვარჯიში, უნდა მოხვიდეთ ფიტნეს-ცენტრ „თიდანი + “ – ში

მის. პოლიტკოვსკაიას ქ. 4 (ყოფილი ჯიქიას ქუჩა) მეტრო სახელმწიფო უნივერსიტეტიდან 300 მეტრში, ან დამიკავშირდეთ ტ. 5 93 39 02 23

გახდომაზე ჩემი სხვა პოსტები შეგიძლია ნახო http://tidani.ge/?cat=29

თუ მოგეწონა ეს პოსტი, გაუზიარე მეგობრებს და არ დაგავიწყდეს ჩემი ფეისბუქის გვერდის “ფიტნეს-ინსტრუქტორის რჩევები” – ის დალაიქება.

Facebook Comments

კომენტარის დატოვება