ცელულიტი – ლიპოდისტროფია.

ცელულიტი უმეტეს შემთხვევაში უჩნდებათ ქალებს , რადგან ქალებს  მამაკაცებისგან განსხვავებული ჰორმონალური ფონი აქვთ. ცელულიტი აქვს ნებისმიერ ქალს რომელსაც აქვს ჭარბი წონა. ასაკის და წონის მატებასთან ერთად  ორგანიზმში იმატებს ცელულიტის რაოდენობაც. ცელულიტს სამედიცინო ენაზე ლიპოდისტროფია ქვია.

   რომ გავიგოთ რა არის ცელულიტი უნდა ვიცოდეთ რა ხდება კანქვეშ განლაგებული ცხიმოვანი ქსოვილის  უჯრედებში.  ცხიმოვან უჯრედებს იგივე ადეპოციტებს აქვთ ასეთი თვისება, გემრიელი საკვების მიღების შედეგად გამოყოფენ  ენდორფინებს (ბედნიერების ჰორმონები), თავის ტვინში მიდის სიამოვნების რეაქცია, რის შედეგადაც ადამიანს მუდმივად უჩნდება მოთხოვნილება კვლავ მიირთვას ესა თუ ის გემრიელობა. ადეპოციტების ზემოქმედების შედეგად თავის ტვინში დაკმაყოფილების ცენტრში გამოიყოფა ჰორმონი ლეპტინი, რომელიც აძლიერებს ორგანიზმში ცხიმოვანი ქსოვილის მომატებას.  კანქვეშ განლაგებული თითოეული ცხიმოვანი უჯრედი მარაგდება სისხლით. სისტემატიურად არასწორი კვების შედეგად ცხიმოვანი უჯრედები იზრდებიან და მრავლდებიან, ხდება სისიხლის მიმოქცევის დარღვევა მიკროცირკულაციის დონეზე. სწორედ ამ დროს ყალიბდება ცელულიტი – ლიპოდისტროფია .

  სისხლის მიმოქცევის დარღვევისას ცხიმოვან უჯრედებში ცუდად ხდება საკვები ნივთიერებების მიწოდება. უჯრედები რომლებიც ცუდად მარაგდებიან სისხლით და შესაბამისად საკვები ნივთიერებებით, იცვლიან  სტრუქტურულ ფორმას და პატარავდებიან, ხოლო უჯრედები რომლებიც უკეთ მარაგდებიან საკვები ნივთიერებებით იზრდებიან და იბერებიან. ასეთ ზონებში ხდება ლიმფოსტაზი ( შეშუპება), გროვდება თავისუფალი რადიკალი და ტოქსინი. ხდება ადეპოციდების გადაგვარება, ჩნდება ფიბროზული შემაერთებელი ქსოვილები, კოლაგენის და ელასტინის ბოჭკოები blog. შედეგად  იმ ადგილებში სადაც ცელულიტი ვითარდება კანი ხდება ფორთოხლისებური.

მარტივად რომ ავხსნათ ცელულიტი არის კანქვეშა ცხიმოვანი ქსოვილის ანთებადი პროცესი, ცხიმოვან ქსოვილებში ირღვევა ნივთიერებათა ცვლა და ხდება დისტროფიული ცვლილებები, რომელიც ძირითადად გამოწვეულია არასწორი კვებიდან და ჰორმონალური ფონის დისბალანსიდან.

 ცელულიტი – ლიპოდისტროფია  ჩნდება შემდეგი ფაქტორების გამო:

1.  არასწორი კვებითიი ჩვევები

2.  ჰორმონალური დისბალანსი

3.  ქრონიკული სტრესი

4.  ქრონიკული დაღლილობა

5.  ფარისებრი ჯირკვლის პრობლემები

6.  ნაკლები წყლის მიღება

7.  დიდი რაოდენობით კოფეინის შემცველი სასმელის მიღება

8.  ტრანსცხიმების შემცველი პროდუქტის სისტემატიური მიღება

9.  ჰიპოდინამია – მჯდომარე ცხოვრების წესი

10 . სისტემატიურად დიდი პორციებით საკვების მიღება

11.  სიგარეტის მოწევა იწვევს  სისხლძარღვების შევიწროებას და აუარესებს სისხლის მიმოქცევას

12. მემკვიდრეობითობა

   არ არსებობს ჯადოსნური საშუალება ცელულიტის გასაქრობად. ვერც ერთი ცელულიტის საწინააღმდეგო კრემი ვერ გააქრობს მას.რაც უფრო მსუბუქად არის გამოხატული პრობლემა მით უფრო ადვილია მასთან ბრძოლა. ცელულიტის წინააღმდეგ საჭიროა მიზანმიმართული მკურნალობა. 

  პირველ რიგში მნიშვნელოვანია კვების რეჟიმი და საკვები ნუტრიენტები. უნდა მივიღოთ ისეთი კვებითი პროდუქტები რომლებიც გათვლილია ცხიმოვანი უჯრედებიდან ტოქსინების გამოდევნაზე ( C ვიტამინი), ლიმფოდრენაჟზე, ანთების საწინააღმდეგო მოქმედებაზე და კოლაგენის აღდგენაზე.  

ვარჯიში – რეგულარული ზომიერი ვარჯიში აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას და აძლიერებს სხეულის ქსოვილებს , ამკვრივებს კანს. სწორი ვარჯიში და ხაზს ვუსვავ პროფესიონალურად სწორად გაკეთებული მასაჟი  შედეგს იძლევა მხოლოდ მაშინ როდესაც მკაცრად განსაზღვრული და გაკონტროლებულია კვების რეჟიმი. არასწორად გაკეთებულ მასაჟს მივყავართ ანთებითი პროცესის გაუარესებისკენ და უკუ შედეგისკენ.

რა უნდა გავითვალისწინოთ ცელულიტის წინააღმდეგ ბრძოლისას:

1.  წყლის მნიშვნელობა. წყალი მონაწილეობს ცხიმების დაშლაში და აუმჯობესებს ნივთიერებათა ცვლის პროცესს. წყლის ნაკლებობისას მეტაბოლიზმი ნელდება, კანი ბერდება და ზედმეტი წონა ძნელად გვაკლდება.

2. კვება. თუ თქვენ იკვებებით დაბალანსირებულად – რაციონში გაქვთ ცილები, ცხიმები, ნახშირწყლები, ვიტამინები, მინერალები და ანტიოქსიდანტები ჯანსაღი პროდუქტიდან თქვენ ცელულიტს ადვილად დაამარცხებთ და ნაკლებად შეგაწუხებთ ის.

3. რაციონიდან გამორიცხეთ: ყველანაირი ტკბილეულობა, გაზიანი სასმელები, თეთრი პური,ზედმეტი მარილი, დიდი რაოდენობით ალკოჰოლური სასმელები და ყავა, გადამუშავებული, შებოლილი პროდუქტები, ნახევარფაბრიკატები, ძეხვეული, კონსერვები, მაიონეზი და სხვა სოუსები რაშიც არის დიდი რაოდენობით ქიმიური კონსერვანტები.

4. მიირთვით ბოსტნეული, ზომიერად ბურღულეული და ხილი, პური მცენარეული ბოჭკოებით მდიდარი  უხეშად დაფქვილი ფქვილისგან, პარკოსნები. ეს პროდუქტები მდიდარია კალიუმით და უჯრედისით.  კალიუმს ნორმაში მოყავს წყალ- მარილოვანი ბალანსი, ხოლო უჯრედისი არის ცოცხი რომელიც წმინდავს ორგანიზმს.

5. რაციონში შეიტანეთ: თხილეულობა და სხვადასხვა თესლები, რომლებიც კალიუმის და უჯრედისის გარდა შეიცავენ დიდი რაოდენობით არანაჯერ ცხიმოვან მჟავებს რომელიც აუცილებელია ჩვენი უჯრედებისთვის.

6. ცივი დაწურვის არარაფინირებული მცენარეული ზეთები მოისხით სალათებზე.

7. მიიღეთ ჯანსაღი რძის პროდუქტები – მაწონი, კეფირი, ხაჭო, ნადუღი, ყველი, რძე, ერბო, კარაქი.

8. არ დაგავიწყდეთ სხვადასხვა სახის თევზი, განსაკუთრებით ცხიმიანი წითელი თევზები რომლებიც შეიცავენ ნახევრად ნაჯერ ცხიმოვან მჟავებს კერძოდ ომეგა3 და აგრეთვე D ვიტამინს.

9. მნიშვნელოვანია კვერცხის სისტემატიური მიღება. კვერცხში არის ადვილად ათვისებადი ცილები და შეუცვლელი ამინომჟავები, ლიპიდები,ვიტამინები და მინერალები.

10 . გვირილის ჩაი, რომელსაც აქვს ანთების საწინააღმდეგო და დამამშვიდებელი ეფექტი.

  ცელულიტთან საბრძოლველად სხვა გზა არ არსებობს  გარდა იმისა, რომ გააზრებულად, გათვითცნობიერებულად, კომპლექსურად სწორი კვებით და სწორი ვარჯიშით ებრძოლოთ მას.

ავტ. ირინა გონაშვილი – ფიტნეს ცენტრ „თიდანი +“-ის პერსონალური მწვრთნელი.
Facebook Comments