როგორ დავწვათ ცხიმი ღამით.

ხშირად გაიგონებთ, რომ ვისაც წონაში დაკლება უნდა, არ უნდა ჭამოს საღამოს 6 საათის შემდეგ, არადა სწორედ საღამოს გვიძლიერდება შიმშილის გრძნობა და დიდი ნებისყოფის გამოჩენა გვჭირდება არ შევჭამოთ საჭმელი და ისე დავიძინოთ. ამავე დროს დილით გაღვიძებისთანავე ჩვენ არ გვაქვს შიმშილის გრძნობა, ის მოდის გაცილებით გვიან, 11 საათისთვის და სწორედ ამის გამო ბევრი ჩვენთაგანი საუზმის გარეშე იწყებს თავის დილას.

მიზეზი იმისა, რომ ადამიანს საღამოს უძლიერდება შიმშილის გრძნობა და დილით არ აწუხებს შიმშილი, არის ზრდის ჰორმონი, რომელიც სანამ ადამიანი იზრდება ასრულებს ზრდის ფუნქციას, ხოლო როცა ჩერდება ზრდა, ეს ჰორმონი იცვლის თავის ფუნქციას. კერძოდ, ის პასუხს აგებს მთელი ღამის განმავლობაში ჩვენს მეტაბოლიზმზე, მისი მეშვეობით ხდება ორგანიზმის გაახალგაზრდავება, კანისა და კუნთოვანი ქსოვილის განახლება, სუნთქვა და გულისცემა მიდის ცხიმის წვის ხარჯზე. სწორედ ამიტომ ჩვენ ვხდებით ძილში იმ პირობით, რომ ეს ზრდის ჰორმონი ჩვენ ორგანიზმში გამოიყოფა სრულფასოვნად.

ზრდის ჰორმონი მაქსიმალურად გამოიყოფა საღამოს 11.00 საათიდან ღამის 3 საათამდე ღრმა ძილის დროს. თუ ჩვენ დავწვებით დასაძინებლად გვიან, ეს ჰორმონი ნაკლები რაოდენობით გამოიყოფა და ჩვენ ვერ გამოვიყენებთ ორგანიზმის ამ უნიკალურ შესაძლებლობას დაწვას ცხიმი ძილის დროს. მეცნიერებმა დაადგინეს, რომ გახდომა შესაძლებელია მხოლოდ ძილის მოწესრიგების შემდეგ.

ეს პროცესი შეგიძლიათ შეამოწმოთ მარტივად, თუ აიწონებით ძილის წინ და დილით, სანამ შეხვალთ ტუალეტში, თქვენ ნახავთ, რომ წონაში სხვაობა იქნება 200-300 გრამი და ეს არის სუფთად ცხიმის ხარჯზე დაკლებული წონა. ეს ცხიმი ღამის განმავლობაში დაიხარჯა სხეულის მიერ მოთხოვნილ ენერგიაზე და ამას უზრუნველყოფს სწორედ ის ზრდის ჰორმონი, რაზეც ზევით ვსაუბრობდი.

დილით, როცა ჩვენ ვიღვიძებთ, ეს ჰორმონი განაგრძობს თავის მოქმედებას და ცხიმის წვას, სწორედ ამიტომ არ გვაქვს დილაობით შიმშილის გრძნობა. საპირისპირო ხდება საღამოს, როცა ზრდის ჰორმონის გამოყოფა ეცემა ნულამდე, თქვენ გაწუხებთ მომეტებული შიმშილის გრძნობა, რომლის დათრგუნვაც ნიშნავს, რომ წინ უნდა აღუდგეთ თქვენი ორგანიზმის ფიზიოლოგიურ მოთხოვნილებას და ჰორმონალურ ფონს. ამიტომ, ჯობია თქვენ ორგანიზმს კი არ ებრძოლოთ, არამედ მასთან შეთანხმებით იმოქმედოთ.

მაინც რის ჭამა შეიძლება საღამოს?

საღამოს თქვენ შეგიძლიათ შეჭამოთ ნებისმიერი ცილოვანი პროდუქტი თევზი, ხაჭო, მაწონი, კეფირი და ნებისმიერი რაოდენობის ბოსტნეული. არ შეიძლება ნახშირწყლების მიღება 18.00 საათის მერე, რადგან მათი მიღების შემდეგ გამოიყოფა დიდი რაოდენობით ინსულინის ჰორმონი, რომლის ამოცანაა სისხლიდან შაქრის ნეიტრალიზაცია. ინსულინის ჰორმონები ბლოკავენ ზრდის ჰორმონის მოქმედებას, აღარ მიდის ორგანიზმის გაახალგაზრდავება, ღამით ცხიმის წვა აღარ ხდება და თქვენ იღვიძებთ შიმშილის ძლიერი შეგრძნებით, რითაც თქვენ არღვევთ მთელ თქვენს ნივთიერებათა ცვლას.

ამიტომ, რომ არ დაირღვეს ფიზიოლოგიური ნორმა და ზრდის ჰორმონმა შეასრულოს თავის ფუნქცია უნდა დაიცვათ ორი წესი:

1. საღამოს არ ვიღებთ ნახშირწყლებს.

2. დასაძინებლად ვწვებით არა უგვიანეს 11-12 საათისა.

დასკვნა: იმისათვის რომ დავიკლოთ წონაში ვარჯიშთან და სწორ კვებასთან ერთად აუცილებელია ღამით ძილი.

ავტ. ირაკლი კენჭოშვილი – ფიტნეს-ცენტრ „თიდანის“ პერსონალური მწვრთნელი.

⭐ ⭐ ⭐ ვისაც გინდათ ჩემი პირადი მეთვალყურეობის ქვეშ ვარჯიში, უნდა მოხვიდეთ ფიტნეს-ცენტრ „თიდანის“ ფილიალში ყაზბეგის გამზ. 11ა, მეტრო სამედიცინოსთან, ან დამიკავშირდეთ ტ. 5 93 39 02 23

გახდომაზე ჩემი სხვა პოსტები შეგიძლია ნახო http://tidani.ge/?cat=29

თუ მოგეწონა ეს პოსტი, გაუზიარე მეგობრებს და არ დაგავიწყდეს ჩემი ფეისბუქის გვერდის “ფიტნეს-ინსტრუქტორის რჩევები” – ის დალაიქება.

Facebook Comments

კომენტარის დატოვება