როგორ გავიგოთ, ვართ თუ არა მსუქანი და როდის უნდა დავიწყოთ გახდომა?

უმეტეს შემთხვევებში ადამიანებმა არ იციან, როდის უნდა დაიწყონ გახდომა. ზოგიერთს საერთოდ არ სჭირდება გახდომა და მაინც იწყებს დიეტას, ზოგი კი სანამ 100 კილოს არ გასცდება და სანამ დიაბეტი, ინსულტი, ინფარქტი ან ჯანმრთელობის სხვა პრობლემა არ შეაწუხებს, მანამდე არც კი ფიქრობს, რომ დროა დაიწყოს წონის დაკლებაზე ზრუნვა.


და მაინც, როგორ უნდა გავიგოთ,ვართ თუ არა მსუქანი და როდის უნდა დავიწყოთ გახდომა?


🛑 ყველაზე პოპულარული და მარტივი ფორმულა იდეალური მასის გამოსათვლელად არის:სხეულის ოპტიმალური წონა მამაკაცებისათვის = სიმაღლე – 100სხეულის ოპტიმალური წონა ქალებისათვის = სიმაღლე – 110

სხეულის მასის ინდექსის გაანგარიშება.


🛑 სმი, ანუ სხეულის მასის ინდექსი, არის ინდიკატორი, რომლის საშუალებითაც შეგიძლიათ შეაფასოთ, რამდენად შეესაბამება თქვენი სხეულის წონა თქვენ სიმაღლეს. მისი გამოთვლა არ არის რთული.გაანგარიშების ფორმულა:ს.მ.ი. = m / hკვადრატშისხეულის მასის ინდექსი = მასა(კგ-ში) / სიმაღლე(მეტრებში) კვადრატში.ამ ინდიკატორის შესაფასებლად უნდა მიმართოთ ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ შემუშავებულ ცხრილს.16 კგ / მ 2 და ნაკლები – შესამჩნევი წონის დეფიციტი16-18.5 კგ / მ 2 – არასაკმარისი წონა18.5-25 კგ / მ 2 – ნირმა25-30 კგ / მ 2 – ჭარბი წონა30–35 კგ / მ 2 – პირველი ხარისხის სიმსუქნე35-40 კგ / მ 2 – მეორე ხარისხის სიმსუქნე40 კგ / მ 2 და ზევით – მესამე ხარისხის სიმსუქნე (ავადმყოფი)სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, თუ სმიაღემატება 25 კგ / მ 2-ს,უკვე უნდა იფიქროთ წონის დაკლებაზე.ბოლო წლებში ბევრმა ექიმმა გააკრიტიკა სხეულის მასის ინდექსის გამოყენებით ჭარბი წონის განსაზღვრა. ფაქტია, რომ სმი ძალიან პირობითი მაჩვენებელია. ის აბსოლუტურად შეუფერებელია სპორტსმენებისთვის: მათ აქვთ ძალიან განვითარებული კუნთები, ამის გამო ისინი ბევრს იწონიან, მაგრამ ამ წონას არ შეიძლება ჭარბი ეწოდოს. სმი არ ითვალისწინებს ასაკს, სქესს და სხვა მახასიათებლებს.ამიტომ, ახლა, სმი- ს გაანგარიშების გარდა, ითვალისწინებენ სხეულის შემადგენლობას. ჭარბი წონა არის მხოლოდ ცხიმოვანი ქსოვილი, ეს არ არის არც კუნთების და არც წყლის ჭარბი რაოდენობა. უნდა მოხდეს სწორედ ცხიმის გამოვლენა. პარადოქსია, მაგრამ ჭარბი ცხიმი ხშირად აქვთ ნორმალური სმი- ის მქონე ადამიანებს. მათ ასევე უნდა იზრუნონ სხეულის კორექციაზე, არ არის აუცილებელი დიეტა, მაგრამ ვარჯიში კარგი იქნება, ის გააძლიერებს კუნთებს, რომელშიც ცხიმები იწვის.


სხეულის ცხიმის პროცენტული მაჩვენებელი.


🛑 მნიშვნელოვანია წელის გაზომვა!ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად დიდ როლს ასრულებს არა მხოლოდ ის, თუ რამდენ ცხიმს შეიცავს ორგანიზმი, არამედ ის, თუ სად მდებარეობს ცხიმი. განსაკუთრებით საშიშია წელის გარშემო ცხიმი. ის შეიძლება დაგროვდეს როგორც კანქვეშ, ისე შინაგანი ორგანოების გარშემო. ეს მნიშვნელოვნად ართულებს მათ მუშაობას, რაც იწვევს ორგანიზმში სერიოზულ დარღვევებს. მუცლის სიმსუქნე სერიოზულად ზრდის დიაბეტის, ჰიპერტენზიის, გულ-სისხლძარღვთა კატასტროფების რისკს.გაიზომეთ წელის გარშემოწერილობა: მამაკაცებში, მისი მოცულობა არ უნდა აღემატებოდეს 94 სმ-ს, ქალებში – 80 სმ-ს. თუ ის უფრო დიდია, წონა უნდა დაიკლოთ.
🛑 სხეულის ცხიმის %-ული შემცველობა შეგიძლიათ ელექტრონული სასწორით ცხიმის განსაზღვრის ფუნქციით.მაგრამ ისინი ნაკლებად ზუსტია, მაგალითად, მათ შეიძლება ცხიმის მასას ორგანიზმში შემავალი წყალი მიათვალონ.
🛑 წონის დაკლების დინამიკის დასადგენად, შეგიძლიათ გამოიყენოთ კიდევ ერთი ყველაზე მარტივი და ზემოთ ჩამოთვლილ მეთოდებს შორის შედარებით ზუსტი მეთოდი. ეს არის სტატიაში თანდართულ ფოტოზე წარმოდგენილ სურათებთან საკუთარი სხეულის შედარების მეთოდი. თუ თქვენი სხეულის ფორმები ახლოს არის 25%-თანმამაკაცებისთვის და 35%-თანქალებისათვის, მაშინ თქვენ დროა იზრუნოთ ცხიმის დაწვაზე, დაიცვათ სწორი კვება და ივარჯიშოთ.

ავტ. ირაკლი კენჭოშვილი – ფიტნეს-ცენტრ „ თიდანი + “ – ის პერსონალური მწვრთნელი.

⭐ ⭐ ⭐ ვისაც გინდათ ჩემი პირადი მეთვალყურეობის ქვეშ ვარჯიში, უნდა მოხვიდეთ ფიტნეს-ცენტრ „თიდანი+“-ში 📍 პოლიტკოვსკაიას ქ. 4 (ყოფილი ჯიქიას ქუჩა) მეტრო სახელმწიფო უნივერსიტეტთან, ან დამიკავშირდეთ ტ. 5 93 39 02 23

დამწყებებისთვის ჩემი სხვა პოსტები შეგიძლია ნახო http://tidani.ge/?cat=34

თუ მოგეწონა ეს პოსტი, გაუზიარე მეგობრებს და არ დაგავიწყდეს ჩემი ფეისბუქის გვერდის Tidani + – ის დალაიქება.

Facebook Comments