ერბო უნიკალური პროდუქტი ჩვენი ჯანმრთელობისთვის.

ერბო წარმოადენს ყველაზე ძვირფას საკვებ პროდუქტს. ინდოეთში თვლიან რომ ეს ოქროს ცხიმი თითოეული ოჯახის სამზარეულოში უნდა იყოს  .

ერბო არის გადამდნარი კარაქი. რით განსხვავდება ერბო კარაქისან? კარაქი დნობის პროცესში გადის სხვადასხვა ეტაპებს. კარაქში არსებული ცილა – კაზეინი და შაქარი – ლაქტოზა გამოეყოფა ცხიმოვან მასას და ილექება ჭურჭელის ძირში, წყალი ორთქლდება. ერბოს კეთების პროცესში კარაქმა დიდი ხანი უნდა იდუღოს ნელ ცეცხლზე.  კარაქს ცილასთან და შაქართან ერთად გამოეყოფა მასში არსებული მძიმე ნივთიერებები. ერბოს მომზადების ტექნოლოიური პროცესის დასრულებისას ეს უნიკალური თხევადი ცხიმი ხდება კამკამა ოქროსფერი. მას გააჩნია საუკეთესო გემოვნური თვისებები. იმის გამო რომ ერბოში აღარ არის კაზეინი, ლაქტოზა და მძიმე ნივთიერებები მისი მირთმევა შეუძლია ყველას ვისაც აქვს სერიოზული კუჭნაწლავის პრობლემები, კერძოდ გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომი, რძის პროდუქტების (ლაქტოზის) აუტანლობა, გასტრიტი და სხვა.

ერბო ერთადერთი ცხიმია რომელიც თერმული დამუშავებისას არ იწვის.  ამიტომ ეს ცხიმი იდეალურია ნებისმიერი კერძის მოსამზადებლად. ის გვანაყრებს ხანგრძლივად, გვავსებს საოცარი ენერგიით რადან შემოაქვს ორგანიზმში ჟანბადი.

ერბოს გამოყენება ყოველდღიურ რჟიმში ნორმის ფარლებში არანაირად არ აისახება ორანიზმში ქოლესტერინის დონის მომატებაზე. ამ ცხიმის სისტემატიური მოხმარების შედეგად არ ღიზიანდება ღვიძლი და გულსისხლძარღვთა სისტემა. პირიქით ერბოს მეშვეობით ინკურნება ბევრი დაავადება. ეს პროდუქტი არა მხოლოდ გვანაყრებს არამედ ორგანიზმს აძლიერებს და აჯანსაღებს, ერბოში შემავალი სტრუქტურირებული უნიკალური ცხიმის მეშვეობით ის მარტივად აითვისება ორგანიზმის მიერ.

ერბოს სარგებლობა ორგანიზმისთვის შეუფასებელია. ის შეიცავს უნიკალურ ცხიმოვან მჟავებს. კარაქი შეიცავს გრძელი ბმის ჯაჭვის ცხიმოვან მჟავებს, ხოლო ერბოში არსებული ცხიმოვანი მჟავები შედგება მოკლე და სასშუალო ბმის ჯაჭვებისგან. რატომ არის ეს მნიშვნელოვანი? მოკლე და საშუალო ბმის  ჯაჭვის ცხიმოვანი მჟავები სტიმულაციას უკეთებს წონაში კლებას. ისინი მეტაბოლიზირდება სხვანაირად ვიდრე გრძელი ბმის ჯაჭვის ცხიმოვანი მჟავები. ისინი ხელს უწყობენ ნაწლავების ნორმალურ ფუნქციონირებას.

ერბოში შემავალი ცხიმმჟავის მოკლე ბმის ჯაჭვის ცხიმოვანი მჟავა მნიშვნელოვნად უწყობს ხელს ორგანიზმში საჭმლის მომნელებელი სისტემის ოპტიმალური მდგომარეობის შენარჩუნებას, რადგან სისხლს ნორმაში უნარჩუნებს ინსულინის დონეს, ებრძვის ანთებით პროცესს და ენერგიით ავსებს მსხვილი ნაწლავის უჯრედებს. ის ზრდის ბილიარული  ლიპიდების  და კუჭის წვენის სეკრეციას, რომლებიც ხელს უწყობენ საჭმლის მონელებას. ამიტომ კვლევებმა აჩვენა რომ ერბო ეხმარება ადამიანებს რომლებსაც აქვთ  ნაწლავებში კრონის დაავადება და წყლულოვანი კოლიტი. ერთი სიტყვით ერბო უნიკალურ ზეგავლენას ახდენს ნაწლავებზე.

ერბოს ანთების საწინააღმდეგო მოქმედებაში ბადალი არ ყავს. ადამიანი რომელიც სისტემატიურად მოიხმარს ამ უნიკალურ ცხიმს, მისი კუჭნაწლავის მომნელებელი სისტემა ნაკლებად ზიანდება. ისინი ვისაც დაზიანებული აქვთ კუჭნაწლავის სისტემა ამ ცხიმის მეშვეობით ძალიან კარგად აღიდგენენ მას.

ერბოს ანთების საწინააღმდეგო მოქმედება ხელს უწყობს კოლაგენის სინთეზს. როდესაც ადამიანი იწყებს ერბოს სისტემატიურად მოხმარებას ეს  სასწაულებრივად აისახება მის კანზე, მცირე ზომის ნაოჭები შესამჩნევად იშლება და კანი ხდება იდეალურად კაშკაშა. ერბოს გამოყენება შეიძლება არა მხოლოდ მისი მირთმევით არამედ ის შეუცვლელი პროდუქტია კოსმეტოლოგიაშიც.

ერბო შეიცავს A, E ,K ანტიოქსიდანტ ვიტამინებს, ამ უნიკალური ცხიმის მეშვეობით  ხდება ორგანიზმში D ვიტამინის და ჰემოგლობინის სინთეზი, რომლებიც პირდაპირ კავშირშია ორგანიზმში გულსისხლძარღვთა სისტემის, ტვინის და ძვალსახსროვანი სისტემის ჯანმრთელ ფუნქციონირებასთან.

ერბო შეიცავს უნიკალურ ლინოლის მჟავას რომელსაც გააჩნია ნატურალური ანტიბაქტერიული თვისებები და იცავს ორგანიზმს ონკოლოგიური დაავადებებისგან. ლინოლის მჟავა ეფექტურად ეხმარება ორგანიზმს პრობლემურ ზონებში ჩალაგებული  ცხიმოვანი ფენის შემცირებაში, ასე რომ თუ თქვენ გახდომა გინდათ არ თქვათ უარი ამ უნიკალური ცხიმის მირთმევაზე.

ერბო შეიცავს ანტიოქსიდანტებს, რომლებიც აძლიერებენ ორგანიზმის იმუნურ სისტემას, აჩერებენ ორგანიზმში დაბერების პროცესს. ნებისმიერი ადამიანის სუნთქვის პროცესები და ორგანიზმის მიერ საჭირო რაოდენობით ჟანგბადის შეთვისება დამოკიდებულია ბრონხების ალვეოლებში გამომუშავებულ სულქფანტანტის რაოდენობაზე და ხარისხზე. სულქფანტანტი  80 % ცხიმებისგან შედგება . როდესაც ადამიანს სისტემატურად არ აქვს რაციონში ხარისხიანი ცხიმი, სულქფანტანტი ცოტაა და უხარისხო, შესაბამისად ორგანიზმი განიცდის ჟანგბადის ნაკლებობას და იმუნიტეტიც ქვეითდება. რაციონში თუ შეიტანთ სისტემატიურად ხარისხიანი ცხიმს  ერბოს სახით, პირდაპირ გაგიძლიერდებათ სულქფანტანტები და შესაბამისად მთლიანად სასუნთქ აპარატი, რომელიც პირველი ფარია ორგანიზმისთვის როდესაც რაიმე ცუდი რადიკალი თუ ვირუსი შემოდის გარედან.

ძალიან საინტერესოა ერბოს მოქმედება თავის ტკივილებზე, ფაქტიურად ვისაც აწუხებს თავის ტკივილები ერბო კურნავს მას.

აურვედების თანახმად ერბო წარმოადგენს ბუნებრივ სამკურნალო საშუალებას. ის აახალგაზრდავებს, აჯანსაღებს კუჭნაწლავს, აძლიერებს იმუნიტეტს, ეხმარება მსხვილ ნაწლავს ფუნქციონირებაში. სხვა ცხიმებისგან განსხვავებით რომლებიც ანაგვიანებენ ღვიძლს, ერბო წმენდს და აძლიერებს მას. ის კვებავს ნერვიულ უჯრედებს ორგანიზმში, ძვლის და თავის ტვინს, რის შედეგადაც ადამიანს უძლიერდება გონებრივი შესაძლებლობები.

ავტ. ირინა გონაშვილი – ფიტნეს ცენტრ „თიდანი +“-ის პერსონალური მწვრთნელი.

Facebook Comments