წინასააღდგომო რეკომენდაციები ჯანსაღ კვებაზე.

დადგა დრო შეგახსენოთ ზოგიერთი რეკომენდაცია  დაბალანსებულ სწორ კვებაზე. აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულის დროს საჭიროა მაჯისცემაზე გედოთ ხელი, რათა დღესასწაულის შემდგომ არ გქონდეთ პრობლემები წონის მატებასთან და კუჭნაწლავის სისტემასთან.

გაღვიძებისთანავე დალიეთ 250გ თბილი წყალი. ძირითადი კვებების მიღების წინ ნახევარი საათით ადრე დალიეთ ერთი ჭიქა წყალი. დანარჩენი წყლის რაოდენობა მიიღეთ კვებეს შორის.

საუზმე უნდა გქონდეთ ნოყიერი, რადგან ის არის მთელი დღის ფუნდამენტი. საუზმეზე შეგიძლიათ მიირთვათ ბურღულეული, კვერცხი, ბოსტნეული, ყველი, ხაჭო და თხილეული.

სადილი ეცადეთ გქონდეთ არაუგვიანეს 15 საათისა. სადილზე მიირთვით ბუღულეული ხორცთან ან თევზთან + ბოსტნეულთან ერთად.  ბოსტნეულის წვნიანი + ხორცი ან თევზი.  პარკოსნები + ბოსტნეული.

ვახშამი დაძინებამდე 3-4 საათით ადრე. ვახშამზე მიირთვით ცილოვანი საკვები(ქათმის ფილე ან თევზი, ერბოკვერცხი, ხაჭო + მაწონი ან კეფირი) და ბოსტნეული.

ბოსტნეული დღის რაციონში ორჯერ მეტი უნდა გქონდეთ ვიდრე ხორცი ან თევზი. თუ სადილზე გაქვთ 100გ ხორცი მაშინ ბოსტნეული უნდა გქონდეთ 200გ.

ბურღულეულში და სალათებში დაუმატეთ 1 ჩ.კ. ჯანსაღი ცხიმი ( ერბო, ქოქოსის ცხიმი ან მცენარეული ცივი დაწურვის ზეთი).

ხემსი გაძლევთ საშუალებას დანაყრდეთ ძირითად კვებებს შორის. ხემსზე მიირთვით ხილი, თხილეულობა, ხაჭო, მაწონი, კეფირი, სუპერფუდები(ჩიას ან სელის თესლი).

 არ გირჩევთ 0% რძის პროდუქტის მირთმევას.

კვებებს შორის აუცილებლად დაიცავით 3 საათიანი შუალედი. საუზმე 8-9 სთ, ხემსი 11-12 სთ,სადილი 14-15 სთ, ვახშამი 18-19 სთ.

აუცილებლად დაიცავით პორციის ოდენობა თითოეულ კვებაზე. ხატიპური (სააღდგომო კულიჩი) მიირთვით საუზმეზე ან წახემსებაზე ზომიერად. არ დაგავიწყდეთ ფიზიკური აქტივობა დღის განმავლობაში და დროზე დაძინება. ძილი არის ჯანმრთელობის და წონაში კლების საწინდარი. სასიამოვნო დღეებს გისურვებთ.

ავტ. ირინა გონაშვილი – ფიტნეს ცენტრ „თიდანი +“-ის პერსონალური მწვრთნელი.

Facebook Comments