როგორ ჯობია ივარჯიშონ ქალებმა იმისათვის, რომ გახდნენ.

ადამიანების უმეტესობას აწუხებს სიმსუქნე და ებრძვის ზედმეტ წონას, თავიდანვე გეტყვით, რომ გახდომისთვის სულაც არ არის აუცილებელი ფიტნეს დარბაზში ვარჯიში და აი რატომ:.

👉 მთავარი მიზეზი, რის გამოც ქალების ფორმები უარესდება, არის კანქვეშა ცხიმი და იმისათვის, რომ გაიუმჯობესონ და დაუბრუნდნენ ძველ ფორმებს, საჭიროა ამ ცხიმის მოშორება, ან უფრო ზუსტად დაწვა.ეხლა ვნახოთ რა ხდება ფიტნეს კლუბში, სადაც თქვენ მიაკითხეთ გახდომის მიზნით და ვარჯიშობთ შემოთავაზებული სავარჯიშო მოწყობილობებით.

🛑 თავისუფალი წონებით ვარჯიშის დროს, ვგულისხმობ შტანგას და განტელებს, ვითარდება კუნთი, იგი იზრდება და მკვრივდება. იგივე ხდება ძალისმიერი ტრენაჟორებით ვარჯიშისას. ერთსაათიანი ინტენსიური ძალისმიერი ვარჯიშის შედეგად თქვენ დახარჯავთ არაუმეტეს 200 – 300 კკალ-ას, რაც არის ძალიან მცირე თქვენს მიერ დღეში მიღებულ 2000 კკალ-თან შედარებით. დაიმახსოვრეთ, რომ ძალისმიერი ვარჯიში ორგანიზმისთვის არის ანაერობული დატვირთვა, რა დროსაც ცხიმი არ იწვება და ზემოთჩამოთვლილი სავარჯიშო მოწყობილობების დანიშნულებაა კუნთის განვითარება და არანაირად არ გამოადგებათ ქალებს ცხიმის დასაწვავად.

👉 ისე არ გამიგოთ, თითქოს მე წინააღმდეგი ვარ ქალების ძალისმიერი ვარჯიშის, მაგრამ ამ მოწყობილობებით ვარჯიში ქალებისათვის მიზანშეწონილია მას შემდეგ, რაც თქვენ დაწვავთ ცხიმს, წინააღმდეგ შემთხვევაში ცხიმის მაღალი შემცველობის მქონე კუნთების განვითარებით ის უფრო მასიური და უშნო გახდება ვიდრე იყო.

🛑 ეხლა განვიხილოთ რა ხდება კარდიო ტრენაჟორებით ვარჯიშის დროს. კარდიო ტრენაჟორების უშუალო დანიშნულებაა ცხიმის დაწვა ორგანიზმში და თითქოს ვიპოვეთ საშუალება, რომელიც დაგვეხმარება ცხიმის წვაში, მაგრამ აქაც არის კითხვის ნიშნები, ღირს თუ არა ქალებმა ივარჯიშონ ამ ტრენაჟორებით. საქმე იმაშია, რომ ცხიმი კარდიო დატვირთვის დროს იწვება სპეციფიკურად. აუცილებელია სწორად იყოს შერჩეული ვარჯიშის ტემპი, რადგან ცხიმი იწვება გულის პულსის გარკვეულ დიაპაზონში. დაშვებულზე მაღალი ტემპით ვარჯიშის შემთხვევაში თქვენ დაწვავთ კუნთს, ან საერთოდ ვერაფერს, თუ ნელა ვარჯიშობთ. ცხიმის დასაწვავად საჭიროა არანაკლებ 50 წუთი ინტენსიური ვარჯიში, რადგან 30 წუთის განმავლობაში ორგანიზმი უმეტესწილად ენერგიას იღებს კუნთში არსებული გლიკოგენიდან და როცა ის გამოილევა, მხოლოდ ამის მერე იწყება ცხიმოვანი მჟავების წვა. ამიტომ მხოლოდ ბოლო 20 წუთია გახდომისთვის ყველაზე ეფექტური. ასევე მიზანშეწონილი არ არის 60 წუთზე მეტი ხნით სირბილი, რადგან ამ დროს უკვე ცხიმის უჯრედების ნაცვლად დაშლას იწყებს კუნთის უჯრედები.

კარდიო ტრენაჟორებზე ერთსაათიანი ინტენსიური ვარჯიშის შედეგად თქვენ დაწვავთ დაახლოებით 600 კკალ-ას, გახდომისთვის აუცილებელია სულ მცირე კვირაში 3-ჯერ ან მეტჯერ ვარჯიში. რადგან სირბილის და პედლების ტრიალის დროს ძირითადად მუშაობენ ფეხის კუნთები, ხანგრძლივი ვარჯიშისას თქვენ გაგივითარდებათ და გაგეზრდებათ ფეხის კუნთები ცხიმის ფენის შიგნით და გახდება უფრო დიდი მოცულობაში ვიდრე იყო.

❎ არაფრით არ შეიძლება სირბილი მათთვის, ვისაც აქვს დიდი წონა, ასევე ვისაც აწუხებს სახსრები და ხერხემალი, რადგან სირბილი არის კონტროლირებადი დაცემა და მიწაზე შეხებისას სახსრები და მალთაშუა დისკები იღებენ ძლიერ დარტყმებს.

✅ აქვე ავღნიშნავ, რომ კარდიო ტრენაჟორებიდან ყველაზე მისაღები არის ე.წ. თხილამურები, სადაც მთელი სხეულია ჩართული მოძრაობაში და არც დარტყმის მომენტია როგორც სარბენ ბილიკზე.

❓თქვენ ალბათ იკითხავთ: მაშ რა ვქნათ, როგორ ვივარჯიშოთ ქალებმა სახლის პირობებში გასახდომად, თუ არ გვაქვს საშუალება ვიაროთ ფიტნეს ცენტრში?

✅ ჩვენი რჩევაა შეადგინოთ მრავალფეროვანი აერობული დატვირთვის სავარჯიშო პროგრამა, თქვენი მოთხოვნებისა და შესაძლებლობების ფარგლებში. ხოლო რაც შეეხება ინდივიდუალური სავარჯიშო პროგრამის ისე შედგენას, რომ ცხიმის დაშლა და მიზანმიმართული კორექცია მოხდეს, ამაში დაგეხმარებიან ჩვენი პროფესიონალი ტრენერები 💯. აქვე გეტყვით, რომ სწორი კვების გარეშე, მარტო ვარჯიშით თქვენ რაიმე სერიოზულ შედეგს ვერ მიიღებთ.

ავტ. Irakli Kenchoshvili– თქვენი პირადი ფიტნეს მრჩეველი.პ.ს. ვისაც გინდათ ინდივიდუალური სავარჯიშო და კვების პროგრამის შედგენა, მომწერეთ პირადში.

მეტი სიახლეებისთვის გამოიწერეთ ჩვენი ვიდეო არხი https://www.youtube.com/channel/UCRQHm2SaxGvje1QvW5rNm6g?view_as=subscriber

Facebook Comments